Saturday, July 6, 2019

მასიური მკვლელობები ვენესუელაში

გაეროს ადმიანის უფლებათა დაცვის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ვენესუელაში, მადუროს სპეციალურმა ძალებმა 2018 წელს 5287 ადამიანი მოკლეს, ხოლო 2019 წელს (მაისის თვის ჩათვლით) 1569 ადამიანი იქნა მოკლული.
აშშ საერთაშორიოს საზოგადოებას სიტუაციის გამოსასწორებლად და დამნაშავეთა დასასჯელად ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

According to UNHumanRights report, Maduro’s Special Action Forces killed 5287 people in 2018 & 1569 by May 2019. The U.S. deplores these human rights abuses in Venezuela & calls on the international community to take steps to hold those responsible accountable.

Friday, July 5, 2019

საქართველოს სანაპირო დაცვა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში SEA BREEZE 2019-ზე

უკრაინაში მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო სწავლება "Sea Breeze 2019" დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი "ოჩამჩირე" (P23) მონაწილეობს.



სწავლება "Sea Breeze" სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს და მის მიზანს, საზღვაო უსაფრთხოების განსამტკიცებლად, პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენს.

წელს სწავლებაში ალიანსის წევრი და პარტნიორი 19 ქვეყნის 3 ათასზე მეტი მოსამსახურე, 32 მცურავი საშუალება და 24 საფრენი აპარატი მონაწილეობს. სწავლებაში საქართველოს სანაპირო დაცვის 21 წარმომადგენელია ჩართული.

"Sea Breeze 2019" ნატოს პროგრამის - „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის (USEUCOM) ორგანიზებით, უკრაინის ქალაქ ოდესაში მიმდინარეობს და 12 ივლისამდე გაგრძელდება.

ყოველწლიური მრავალეროვნული საზღვაო სწავლება „SEA BREEZE“ უკრაინაში 1997 წლიდან იმართება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი სწავლებაში 2009 წლიდან მონაწილეობს. ამერიკული მხარის მიერ 2018 წელს გადმოცემული სადარაჯო ხომალდი "ოჩამჩირე" კი სწავლებაში წელს პირველად ჩერთვება.

წყარო - საქართველოს სანაპირო დაცვა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში SEA BREEZE 2019 მონაწილეობს

უახლესი AGN-179A-თი აღჭურვილი AH-64E Version 6-ის გამოცდები გრძელდება

2019 წლის ივნისის / აშშ / ფლორიდას შტატი/ ფორტ ჰუდი - რაკეტა AGN-179A დისტანიურად მართვად Т-72-ებს ანადგურებს

უახლესი ჰაერი-ხმელეთის ტიპის რაკეტა, AGN-179A (JAGM increment 1), რომელიც AGM-114L Hellfire Longbow, XGM-71 TOW და AGM-65 Maverick-ის ჩასანავლებლად შეიქმნა, გაზრდილი ეფექტურობით, მანძილით, ოპერატიული მოქნილობით და პროტოტიპებთან შედარებით შემცირებული თვითღირებულებითა და მაღალი დონის ტექნიკური უზრუნველყოფით გამოირჩევა.

JAGM-ში ფართოდაა გამოყენებული მანამდე შექმნილ ისეთ ნაკეთობათა კონსტრუქციის ელემენტები, როგორებიცაა - მცირე კალიბრიანი ბომბი GBU-53/B (Small Diameter Bomb II) და რაკეტა Brimstone, რაც ამცირებს ახალი რაკეტის შექმნის ღირებულებასა და ტექნიკურ რისკებს.


თვითდამიზნებადი ტავაკის არხების კომპლექსირება რაკეტის დამიზნების მაღალს სიზუსტესა და ხარვეზმედეგობას უზრუნველყოფს, მათ შორის ინტენსიური რადიოხარვეზების, მასკირების საშუალებების გამოყენებისა და ცუდი ამინდის პირობებში. 

თვითდამიზნების თავაკს დამიზნების ორი საშუალება გააჩნია - ოპტიკური (თერმული) და მილიმეტრული რადარით. მას შეუძლია მიზნის ჩაჭერა განახორციელოს გაშვებამდე ან გაშვების შემდეგფ, შეუძლია დააშუქოს მიზნის გვერდით და მისი აყვანა მოხვედრამდე ბოლო მომენტში განახორციელოს, შეუძლია გამიზნოს ხარვეზების წყარო. შესაძლებელია მისი მართვა, ან გაისროლე-დაივიწეს პრინციპის გამოყენება, რომლის დროსაც მისი გამოყენება დიდ მანძილებზე ხდება და ტრაექტორიის საწყის მონაკვეთზე ინერციული ნავიგაციის სისტემით იმართება.

რაკეტა მოდულური კონსტრუქციისა, ის აღჭურვილია ერთკამერიანი, დაბალი კვამლიანობის მქონე საწვავით აღჭურვილი ძრავით და გაუმჯობესებული ტანდემური კუმულაციურ-ფუგასური ქობინით, რომელიც სამიზნეების ფართო სპექტრის გასანადგურებლად გამოიყენება.


წყარო:
Army conducts operational test of Joint Air to Ground Missile in Florida

ბრიტანელებმა ირანული ტანკერი დააკავეს

ბრიტანელებმა, გიბრაალტარის სურტეში, პანამის დროშით მცურავი, ირანული ტანკერი დააკავეს, რომელსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდა.


დღეს ბრიტანეთის საზღვაო ქვეითებმა გიბრაალტარის სანაპიროებთან ირანული ნავთობგამადმზიდი ტანკერი დააკავეს. ბრიტანელების მტკიცებით - ხომალდს, რომელიც პანამის დროშით დაცურავდა, სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. როგორც ცნობილია, ევროკავშირის მიერ სირიის მიმართ შემოღებული სანქციებიუს თანახმად, აღნიშნულ ქვეყანაში ნავთობის შეტანა აკრძალულია.


ბრიტანელმა საზღვაო ქვეითებმა ოპერაციის მსვლელობისას ხომალდზე დესანტირება Wildcat-ის ტიპის ვერტმფრენიძტ განახორციელეს.

Thursday, July 4, 2019

აშშ-ს არმიის რობოტიზირებული საბრძოლო მანქანების პროგრამა


აშშ-ს არმიის "სახმელეთო სისტემების საბრძოლო შესაძლებლობების განვითარების სამმართველოს ცენტრმა" (Combat Capabilities Development Command Ground Vehicle Systems Center -  CCDC GVSC) სატრანსპორტო საშუალებების ტექნოლოგიის დემონსტრატორის ამბიციური პროექტ (Mission Enabler Technologies-Demonstrator-ის (MET-D) პრეზენტაცია განახორციელა. ტექნოლოგიების დემონსტრატორი M113-ისა ქსმ Bradley-ს ბაზაზე შექმნილ რობოტიზირებული საბრძოლო მანქანების სახით იქნა წარმოდგენილი.



დემონსტრატორში გამოყენებულია კამერების, გამოსახულების ასახვის, სამომხმარებლო გრაფიკული ინტერფეისი და ინფორმაციის კაბელით გადაცემის უახლესი ტექნოლოგიები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გამოსახულების უპილოტო საფრენი აპარატებიდან მიღება და მეწინავე საკომუნიკაციო საშუალებებში ინტეგრირება. ეს ყველაფერი ქვეითებისთვის ბრძოლის ველის უკეთესი გათვითცნობიერებისა და საკომუნიკაციო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად იქნება გამოყენებული.


პროგრამა, სახელწოდებით NGCV (Next Generation Combat Vehicle - ახალი თაობის საბრძოლო მანქანა) ოფიციალურად 2018 წლის ივნისში დაიწყო. 2018 წლის ოქტომბერში პროგრამას სახელი შეუცვალეს და მას OMFV (Optionally Manned Fighting Vehicle - ოფციონალურად მართვადი საბრძოლო მანქანა) ეწოდა, დაემატა სხვა პროგრამებიც და მთლიანობაშუ NGCV-ს პროგრამის სახელის ქვეშ გაერთიანდა. ახალი NGCV პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი სახის მანქანების შექმნა:


  • ოფციონალურად მართვადი საბრძოლო მანქანა (Optionally Manned Fighting Vehicle - OMFV) - ქსმ M-2 Bradley-ს შემცვლელი.
  • მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა (Armored Multi-Purpose Vehicle - AMPV) - ჯტრ M-113-ის შემცვლელი.
  • მობილური დაცული საცეცხლე მანქანა (Mobile Protected Firepower - MPF).
  • ქვეითთა საბრიგადო საბრძოლო ჯგუფებისთვის (IBCT) განკუთვნილი მსუბუქი ტანკები.
  • რობოტული საბრძოლო მანქანები (Robotic Combat Vehicles - RCV) სამ ვარიანტად: პირველი ვარიანტი, ეგრეთ წოდებული RCV-Light, იქნება შვიდი ტონის ფარგლებში და აღჭურვილი იქნება სენსორების კომპლექტით, რომელიც მანქანას ცეცხლის წარმოების საშუალებას მისცემს. მეორე ვარიანტი, RCV-Medium, ათი ტონის ფარგლებში იქნება და აღჭურვილი იქნება საშუალო კალიბრის ქვემეხითა და ტსმრ-ით, ხოლო მესამე და ყველაზე მძიმე მანქანა, RCV-Heavy, ოც ტონას აიწონის და საშუალება ექნება განახორციელოს პირდაპირი საცეცხლე დარტყმები (სავარაუდოდ საუბარია თანამდეროვე სატანკო ქვემეხის ანალოგზე).
  • გადამწყვეტი გამანადგურებელი დარტყმის პლატოფრმა (Decisive Lethality Platform - DLP) - ტანკ M-1 Abrams-ის შემცვლელი.
რობოტიზირებული საბრძოლო მანქანების სამი ვარიანტი (მსუბუქი, საშუალო და მძიმე)


RCV დანიშნულებას მოდულური მისიების მხარდაჭერა წარმოადგენს და ის მეთაურს საშუალებას აძლევს მოახდინოს მანქანის შესაძლებლობების ადაპტირება ყველა კონკრეტული მისიისთვის. ტექნოლოგიების განვითარება საბრძოლო მანქანის დისტანციურად მართვის და მისი სხვა უპილოტო საბრძოლო მანქანებთან მიერთების საშუალებას იძლევა. ერთ პილოტირებად მანქანას შესაძლებლობა ექნება მართოს ერთიდან ოთხამდე უპილოტო საბრძოლო მანქანა RCV. მანქანების ჯგუფის მართვა რადიოკავშირით განხორციელდება. პროექტის განვითარების მაღალ დონეზე მანქანები სრულიად ავტონომიურად იმოქმედებენ, ამისათვის მათ ხელოვნური ინტელექტი და ნეირონული ქსელები დასჭირდებათ - რაც ჯერ-ჯერობით მიუღწევადია, მაგრამ უკვე განვითარების ჰორიზნტზეა.


წყარო:

Abrams-ები ვაშინგტონში გაიჭედნენ

სარკინიგზო ეშელონი, რომელსაც ამერიკული M1A2 ტიპის ტანკები ვაშინგტონის გავლით გადაყავდა, ხიდის ქვეშ გაიჭედა - როგორც ჩანს დაგეგმარებაში ძაან ტიპი იჯდა.

Wednesday, July 3, 2019

გარღვევა აშშ-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში


გასულ თვეში Steve Trimble-მ (ინტერნეტ რესურს AviationWeek-ის რედაქტორი), საკუთარ Twitter-ზე შემდეგი გრაფიკული გამოსახულება გამოაქვეყნა - რომელზეც ამერიკის არმია საკუთარ ახლო მანძილის ჰსთ კომპლექსს მსოფლიოს ანალოგებს ადარებს. ავტორის თანახმად "სიტუაცია საკმაოდ საგანგაშოა".


P. S. ჩემი მხრიდან დავამატებ რომ რეალურად აშშ-ს სერიოზული გარღვევა აქვს ჰსთ კომპონენტში. არავინ არ დაობს რომ Petriot-ი მაგარი სისტემაა და განსაკუთრებით მისი ბოლო აპგრეიდები და ქსელურცენტრული ინტეგრირების ფუნქციები, მაგრამ აქ საუბარი კომპლექსურ მიდგომაზეა - აშშ-ს არმის შენაერთებში არ არსებობს მობილური საზენიტო დანადგარები, რომლებიც მათ ფრონტის ხაზზე გადაადგილებისას გააცილებს და დაცვას უზრუნველყოფს. არსებობს გადასატანი Stinger-ები, მერე Avenger-ები და ბოლოს Patriot-ები. აშშ-ს არმიასთან შედარებით რუსული არმია გაძეძგილია ჰსთ კომპლექსებით და მის სერიოზულ ეშელონირებასა აქვს ადგილი. აშშ-ს არმიის ერ ჩავარდნა ორ ძირითად მიზეზს უკავშირდება: პირველი ეს ბოლო 30 წელი არაკონვენციურ ომებზე ადაპტირებაა და მეორე ავიაციაზე აქცენტის გაკეთება, მაგრამ სერიოზულ მოწინააღმდეგესთან ავიაციის პანაცეა უბრალოდ დასამარდება, ამიტომაც უკვე მიდის რამდენიმე პარალელური პროგრამა - არტილერიისა და ჰსთ კომპონენტის გასაძლიერებლად. 

P. P. S. თუმცა ცხრილში მოცემული ჩრდილოეთ კორეული SA-13 ვერც პირველ და ვერც მესამე პუნქტს ვერ აკმაყოფილებს.



Tuesday, July 2, 2019

კატასტროფა რუსულ წყალქვეშა აპარატზე - დაღუპილია 14 ოფიცერი

რუსეთის საზღვაო ფლოტის ღრმაწყლიან წყალქვეშა აპარატზე ხანძრის შედეგად 14 მეზღვაური დაიღუპა. ხანძარი 1 ივლისს რუსეთის ტერიტორიულ წყლებში მოხდა, სადაც აპარატი რუსეთის ფლოტისთვის მსოფლიო ოკეანის ფსკერის შესწავლას ახორციელებდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად ხანძრის კერა ლიკვიდირებულია, ხოლო თვითონ აპარატი სევერომორსკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე იმყოფება.


ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება, თუმცა ეს წინასწარი ვარაუდებია. ასევე ცნობილი გახდა რომ ინცინდენტს სპეციალურ, ზესაიდუმლო წყალქვეშა აპარატზე - АС-12 «Лошарик»-ზე ჰქონდა ადგილი.

ხანძარს ეკიპაჟის 25 წევრიდან 14 შეეწირა, მათ შორის შვიდი პირველი რანგის კაპიტანი (სახმელეთო ჯარების პოლკოვნიკის შესაბამისი) და ორი რუსეთის გმირის წოდების მქონე მეზღვაური იყო. ასევე ცნობილია რომ აპარატზე მყოფთაგან ყველაზე დაბალი წოდება მესამე რანგის კაპიტანი იყო (შეესაბამება სახმელეთო ჯარების მაიორის წოდებას). როგორც ჩანს სპეციალური მისიაზე იყვნენ გასულები.


Monday, July 1, 2019

მწარმოებელმა რუსული სტრატეგიული რაკეტის - "Сармат"-ის ტექნიკური მონაცემები გაასაჯაროვა

მწარმოებელმა, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა "Армия-2019"-ზე, საკონტინენტთაშორისო რაკეტა "Сармат"-ის მონაცემები პირველად გაასაჯაროვა. (წყარო - Стали известны характеристики баллистической ракеты "Сармат")


სტრატეგიული რაკეტა 15А28 / РС-28 "Сармат"-ის სატყორცნი გაშვება, პლესეცკის პოლიგონი, 29.03.2018


გამოფენაზე მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი "Сармат"-ის საინფორმაციო ბროშურაში შემდეგი მონაცემებია მითითებული:

  • ფრენის მაქსიმალური მანძილი - 18 ათასი კილომეტრი
  • სასტარტო მასა - 208,1 ტონა
  • მარგი დატვირთვის წონა  - 10 ტონამდე
  • საწვავის წონა - 178 ტონა
  • რაკეტის სიგრძე - 35,5 მეტრი
  • რაკეტის დიამეტრი - 3 მეტრი
  • საბრძოლო ნაწილის ტიპი - განცალკევებადი თავაკის თვითდამიზნების ინდივიდუალური დამიზნებით აღჭურვილი ბლოკები

გამოფენაზე წარმოდგენილი  "Сармат"-ის საინფორმაციო ბროშურა

გამოფენაზე ასევე. NATO-ში "Сатана-2" წოდებული. რაკეტის მაკეტიც იყო გამოფენილი.

"Сармат"-ი (საწარმოო ინდექსი РС-28) შეცვლის მსოფლიოში ყველაზე მძიმე სტრატეგიულ რაკეტა "Воевода"-ს. ახალი რაკეტის საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო 2011 წელს დაიწყო, ხოლო მისი შეიარაღებაზე მიღება 2021 წლისთვისაა დაგეგმილი.

აღნიშნული რაკეტის შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა, თემატური სტატიები იხილეთ ბმულებზე:

რუსეთის არმიის არქტიკული თსდ "Магнолия"



გამოფენა Армия-2019-ზე წარმოდგენილი იქნა ორ წევრიან მუხლუხებიან გამწეზე დამონტაჟებული 120 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "Магнолия". აღსანიშნავია რომ თსდ-ში საბრძოლო ნაწილად თვითმავალი 2С31 «Вена»-ს კოშკურაა გამოყენებული.

დანადგარის მოკლე აღწერა და ტტმ-ი