მესამე სამყაროს ქვეყნისთვის ჩრდილოეთ კორეას საკმაოდ კარგად განვითარებული სამხედრო წარმოებაა გააჩნია. კერძოდ კორეის ნაციონალურმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აითვისა სახმელეთო ჯარებისთვის საჭირო შეიარაღების მთელი ნომენკლატურა. ეს არის - ძირითადი საბრძოლო ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და სხვები. რა თქმა უნდა მოცემული სამხედრო ტექნიკა თანამედროვეობის ხარისხით საგრძნობლად ჩამორჩება კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთით დამზადებულ ნაკეთობებს, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის მეცნიერულ-ტექნიკური აზროვნება ადგილზე არ დგას და სამხედრო ტექნიკის გაუმჯობესება ამ ქვეყანაში უწყვეტი პროცესია.
კორეის ნახევარკუნძულზე გამოშვებულ პირველ ტანკად ითვლება ჩრდილოეთ კორეული ტანკი, რომელიც ცნობილი გახდა ამერიკელების მიერ შერქმეული სახელწოდებით - M-1985. ოკეანსგაღმელმა სპეციალისტებმა ეს მანქანა პირველად 1985 წელს გამართულ აღლუმზე ნახეს და ამგვარად შესაბამისი სახელწოდებაც მიანიჭეს. ბოლო დროს ამ მცურავ ტანკს ასევე უწოდებენ - ПТ-85 ან Type-82. არც ერთი ამ სახელთაგანი არაა კორეული.
რელობაში არც ერთმა სპეციალისტმა არ იცის ზუსტად თუ როდის შეიქმნა ეს მანქანა, მაგრამ ითვლება რომ არმიაში მისი მიწოდება გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე მისი მოწინააღმდეგე, სამხრეთკორეული ძირითადი საბრძოლო ტანკი K-1, რომელიც ასევე ცნობილია Type-88 სახელწოდებით.
რელობაში არც ერთმა სპეციალისტმა არ იცის ზუსტად თუ როდის შეიქმნა ეს მანქანა, მაგრამ ითვლება რომ არმიაში მისი მიწოდება გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე მისი მოწინააღმდეგე, სამხრეთკორეული ძირითადი საბრძოლო ტანკი K-1, რომელიც ასევე ცნობილია Type-88 სახელწოდებით.
რადგანაც ინფორმაცია ამ ტანკის შესახებ გასაიდუმლოებულია, სხვადასხვა ცნობარებში მოცემულია მისი მხოლოდ სავარაუდო ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები. ითვლება, რომ М-1985 არის მოსფლიოში ყველაზე დიდი მცურავი ტანკი. მისი კორპუსის წყალწვა საკმაოდ დიდია და ამიტომ სპეციალისტების ვარაუდიდ ტანკი ქვეითების წყლის წინაღობებზე გადასაყვანად გამოიყენება. მანქანის წონა - სავარაუდოდ 20 ტონაა.
ტანკი თავისი კლასისთვის არც თუ ისე ცუდადაა შეიარაღებული - 85მმ-ნი ძირითადი ქვემეხი, 7,62მმ-ნი დამხმარე ტყვიამფრქვევი, მსხვიკალიბრიანი საზენიტო ტყვიამფრქვევი და ასევე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა "Малютка"-ს გამშვები მოწყობილობა. ამძრაობა ამ მცურავ ტანკს ცუდი არ უნდა ჰქონდეს. თუ მასზე დგას 500ც/ძ-ნი ძრავა, მაშინ მისი მაქსიმალური სიჩქარე 65კმ/სთ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
თავისი კონსტრუქციით ПТ-85 ახლოს დგას ჩინურ Type-63A-სთან, თუმცა არ არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ ამ ტანკის შექმნაში კორეელებს ჩინელები ეხმარებოდნენ. ზოგიერთი ექსპერტის შეფასების მიხედვით სულ გამოშვებული იქნა 500 ერთეული ПТ-85. არაა გამორიცხული რომ ამ ტანკის მოდერნიზირებული ვარიანტი დღემდე იწყობოდეს. ასევე არსებობს ვარაუდი რომ ახალი, ჩრდილო კორეული საბრძოლო მანქანა ამ მცურავი ტანკის ბაზაზეა აწყობილი.
ამ ტანკის ბოლო ჩვენება 2012 წლის აპრილში, ფხენიანში გამართულ გრანდიოზულ აღლუმზე განხორციელდა. ეს მანქანა ესქპორტე არ გაუტანიათ და შესაბამისად საბრძოლო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია.
წყარო:
Северная Корея создала самый крупный в мире плавающий танк
No comments:
Post a Comment