Monday, October 8, 2012

თურქული ვერტმფრენი T-129А დასმულ მოთხოვნებს ვერ პასუხობს


როგორც თურქული გაზეთი Zaman იუწყება - იტალიურ ვერტმფრენს, რომელიც Т-129А სახელწოდებით თურქეთში ეწყობა, ბოლო ცნობების თანახმად დასმული ტექნიკური მახასიათებლისგან განსხვავებით 70 კგ-თი ნაკლები შეიარაღების აწევა შეუძლია. მთლიანობაში საწარმოო ხაზიდან ორი სერიული ვერტმფრენია გამოსული და დანარჩენი ოთხი აწყობის სხვადასხვა სტადიაშია.

Т-129-ს მოსალოდნელისგან განსხვავებით 70 კილოგრამზე ნაკლები შეიარაღების წაღება შეუძლია, მაგრამ ეს პრობლემა გადაიჭრება მომდევნო პარტიის ვერტმფრენების წარმოებისას - განაცხადა პროგრამის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. ამჟამად ვერტმფრენი შეიარაღებულია ტანკსაწინააღმდეგო Hellfire და ჰაერსაწინააღმდეგო Stinger რაკეტებით.
ამ იტალიურ-თურქული ვერტმფრენის წარმოების პროგრამაში მონაწილეობს იტალიური AgustaWestland და თურქული TAI, Aselsan და Roketsan. Т-129 წარმოადგენს იტალიური Agusta A-129-ის მოდიფიკაცია, რომელიც თურქული მოთხოვნის მიხედვით გადაკეთდა.
3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროგრამა, რომლის ძირითადი ნაწილები (კორპუსი, ძრავა, ხრახნი) და კომპონენტები იტალიაში ეწყობა და ისე იგზავნება თურქეთში, ხორციელდება ТАI-ს საწარმოოში, სადაც ხორციელდება ვერტმფრენის საბოლოო აწყობა.




No comments:

Post a Comment