Monday, October 8, 2012

რუსმა ინჟინრებმა ახალი საარტილერიო სისტემები აჩვენეს

სააგენტო "РИА Новости"-ს ვიდეორეპორტაჟში გამოჩნდა ОАО "ЦНИИ "Буревестник"-ის მიერ შემუშავების სტადიაში მყოფი პერსპექტიული 152მმ-ნი თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, რომლების შემუშავებაც თემა "Коалиция-СВ-О" ფარგლებში მიმდინარეობს. რეპორტაჟში დემონსტრირებული იყო თემა "Коалиция-СВ-О"-ს ფარგლებში შექმნადი თვითმავალი საარტილერიო ქვემეხის ორნაირი ვარიანტის მოდელი - 2С35, რომელიც ОАО "НПК "Уралвагонзавод"-ის მიერ შემუშავების სტადიაში მყოფ მძიმე მუხლუხოვან პლატფორმა "Армата"-ზე ბაზირდება, ხოლო მეორე 2С35-1, განთავსებულია პერსპექტიულ 8х8 სავალი ფორმულის მქონე შასიზე, რომელიც ОАО "КамАЗ"-ის მიერაა შექმნილი.
თემა "Коалиция-СВ-О"-ზე მუშაობა ითვალისწინებს მაღალავტომატიზირებული, ერთლულიანი საჰაუბიცო არტსისტემის შექმნას (მოქანავე ნაწილიწ ინდექსი სავარაუდოდ 2А88), რომელიც უკაცურ კოშკურაში იქნება განთავსებული.


თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "Армата"-ს ბაზაზე



თვითმავალი საარტილერიო დანადგარი  КАМАЗ-ის ბაზაზე


სისტემები აღჭურვილი იქნება მსხვრევად-ფუგასური, შორსმსროლელი და ზეზუსტი ჭურვებით, რომლებსაც შეეძლებათ მოწინააღმდეგე 70 კილომეტრის მანძილზე დააზიანონ.
"საბრძოლო განყოფილება სრულებით უკაცურია, ანუ ეკიპაჟი საბრძოლო ნაკვეთურის გარეთ იმყოფება. გაშლის დრო - წუთნახევრამდეა", - განაცხადა ОАО ЦНИИ "Буревестник"-ის ინჟინერ-კონსტრუქტორმა ალექსეი ზელენცოვმა.
ლეგენდარული კომპლექსების "Град" და "Смерч" შემქმნელებმა გამოფენაზე განაცხადეს თუ როგორი იქნება ახალი შორსმსროლელი ზალპური ცეცხლის სისტემა "Торнадо-С", ეს სისტემა ჯერ მხოლოდ გამოცდების სტადიაშია.
"Торнадо-С" – ეს თავდაპირველად მართვადი ჭურვებია, რომლებიც "ГЛОНАСС"-ის მეშვეობით იმართება, მათ შორის დიდი მანძილი გააჩნიათ. ჩვენ უკვე დღეს შეგვიძლია უზუნველყოთ "Смерч"-ის 200 კილომეტრზე სროლის მანძილი, - განუცხადა ჟურნალისტებს ФГУП "ГНПП "Сплав"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი მაკაროვეცმა.
თვითონ სამხედროების განცხადებით - კონფერენციაზე ნაჩვენები ტექნიკა რუსეთის არმიას ესაჭიროება. ის საშუალებას იძლევა მოწინააღმდეგესთან კონტაკტში შეუსვლელად, ზეზუსტი იარაღის მინიმალური რაოდენობით განადგურდეს მოწინააღმდეგის დაჯგუფების ძირითადი ნაწილი.

No comments:

Post a Comment