საქართველოს ტავდაცვის სამინისტროს ცნობით ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა.
კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.
Corporal Mindia Abashidze has been serving in army since August 4 2008. He was Commander of Fire Group of 32 Light Infantry Battalion of III Infantry Brigade of Land Forces. Corporal has been participating in the NATO mission since 2010-2011.
Ministry of Defence of Georgia condoles once again to the dead soldier`s family. The funeral expenses will be covered by the Defence Ministry.
წყარო:
MINISTRY IF dEFENCE OF GEORGIA
No comments:
Post a Comment