Sunday, May 29, 2016

NATO vs РФ - გარღვევა NATO-ს ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვაში

სტატია წარმოადგენს მოხსენება "Closing NATO’s Baltic Gap"-ის თარგმანს. მკითხველს თარგმანში არსებული უზუსტობების გამო მინდა წინასწარ ბოდიში მოვუხადო, თუ სადმე რაიმე შეცდომას ნახავთ მომწერეთ კომენტარებში. მოცულობის გამო მასალა სამ ნაწილად დავყავი, ქვემოთ პირველი ნაწილია მოყვანილი:

ფოტოზე ამერიკელი ჯარისკაცი ესტონეთის თავდაცვის ძალების ცენტრალურ სასწავლო ცენტრში. 2016 წლის მარტი


წინასიტყვაობა

აღნიშნული მოხსენება ვარშავის სამიტისთვის იქნა მომზადებული. ამჟამად არსებობს ბევრი ანალოგიუირ ანალიზი, მაგრამ არცერთი არ დაწერილა NATO-სთან მუშაობის გამოცდილების მქონე უმაღლესი სამხედრო მეთაურობის მიერ. ამ მოხსენებაში ალიანსის პრობლემებსა და მათ მოგვარებაზე NATO-ს ყოფილი სარდლები საუბრობენ, რომლებსაც ალიანსის სტრატეგიის და ოპერატიული შესაძლებლობების დიდი ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ, ესენი არიან ევროპაში ალიანსის გაერთიანებული მეთაურობის (Supreme Allied Commander Europe (SACEUR)) ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი, ვესლი კლარკი (Wesley K. Clark), SACEUR-ის სარდლის ყოფილი მოადგილე გენერალი რიჩარდ შირრეფი (Richard Shirreff) და „ბრუნსუმის გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურობის“ (Allied Joint Force Command Brunssum) ყოფილი სარდალი, გენერალი ეგონ რამმსი (Egon Ramms). კონტექსტის პოლიტიკურ ნაწილზე NATO-ში ესტონეთის ყოფილმა ელჩმა, იური ლუიკმა (Jüri Luik) იმუშავა.
ავტორთა ჯგუფი, ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოხსენებაში სტრატეგიულ რჩევებსა და კონსულტაციების გარდა, არა ნაკლებ მნიშვნელოვანი შემოთავაზებული გადაწყვეტილების რეალური შესაძლებლობების ანალიზსაც ახდენენ. იმის გათვალისწინებით რომ გენერლებს ბალკანეთში და ავღანეთში ალიანსის მსხვილი სტრატეგიულ ან ოპერატიული პოსტები ეკავათ, ამ რჩევებისა და ანალიზის მნიშვნელობა განსაკუთრებით მაღალია. ბალტიისპირეთის დაცვა არაა განწირული მცდელობა, მაგრამ არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი საკითხი.
ეს მოხსენება პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან საკითხს წევს წინ. ავტორები მკაცრად ეწინააღმდეგებიან ისეთ მიდგომებს, რომელშიც სამხედროებს ალიანსის აღმოსავლეთ ზღუდის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არასაკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერა, ხელმძღვანელობა და რესურსი გააჩნიათ. მათ საჭირდო ჩათვალეს მსმენელს შეახსენონ რომ, შეკავება ორი მნიშვნელოვანი შემადგენელ ნაწილს მოიცავს - პოლიტიკურსა და სამხედროს - მათ ერთმანეთი უნდა შეავსონ. შეკავების შესახებ პოლიტიკურ განცხადებებს სამხედრო პოტენციალის და თავდაცვის ეფექტური სტრატეგიის გარეშე სათანადო წონა არ ექნება, ხოლო შეკავების სამხედრო ნება პოლიტიკური ნების გარეშე ვერ იმუშავებს. ავტორები შეშფოთებულები არიან იმით, რომ ბალტიისპირეთში NATO-ს შეკავების მდგომარეობაში არსებობს ბევრი სტრატეგიული, პოლიტიკური, სამხედრო და თვით ფსიქოლოგიური პრობლემა, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას როგორც ვარშავის სამიტის ფარგლებში ასევე მის გარეთ.

P.S. მოხსენების მომზადებაში ავტორებს დახმარებას, კონსულტაციებსა და საინფორმაციო მხარდაჭერას შემდეგი სამსახურები და ორგანიზაციები უწევდნენ: NATO-ს გაერთიანებული ოპერატიული შტაბის სამეთაურო რგოლი (NATO Allied Command Operations), აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ს საზღვაო ფლოტის დეპარტამენტი, აშშ-ს საჰაერო ძალების შტაბი, აშშ-ს არმია ევროპაში, ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო, ესტონეთის თავდაცვითი ძალები და ვაშინგტონში ესტონეთის საელჩო. ასევე ავტორებს დიდი დახმარება მოხსენებაში გაუწია კორპორაცია RAND-მა, ICDS-ს კვლევითმა ცენტრმა, ამერიკის უსაფრთხოების ახალმა ცენტრმა (Center for a New American Security (CNAS)) და ატლანტიკის საბჭომ.



ძირითადი მიმოხილვა

რუსეთი, კრემლის არსებული რეჟიმით, NATO-სთვის და კერძოდ მისი აღმოსავლეთი ფლანგისთვის, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მან NATO-ს მოწინააღმდეგე უწოდა და შეიმუშავა დაპირისპირებისთვის და შეტევისთვის საჭირო მოქმედებათა გეგმები, რომლებიც ალიანსის წინაღმდეგაა მიმართული და მის მიმართ ახორციელებს პროვოკაციულ და უპასუხისმგებლო სამხედრო მოქმედებებს. რეჟიმმა თავისი მიზნების მისაღწევად, როგორც მუქარის, ასევე სამხედრო ძალის გამოყენების მზადყოფნა და უნარი აჩვენა და უკრაინის შემთხვევაში უხეშად დაარღვია არსებული საერთაშორისო წესრიგი და ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები. მან ასევე აჩვენა სურვილი და შესაძლებლობა ითამაშოს სარისკო აზარტული გეოპოლიტიკური თამაში, რითაც დასავლეთი საკმაოდ გააოცა. ბალტიისპირეთში, სადაც ჩვეულებრივი შეიარაღების ძალათა ბალანსი რუსების მხარესაა, მსგავსი სიურპრიზების თავიდან აცილების მიზნით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი სტრატეგიისა და პოზიციების ადაპტირება უნდა მოახდინოს. იმ დროს, როდესაც NATO-ს მოკავშირეებს ბალტიისპირეთში როტაციულ საფუძველზე მხოლოდ ასეულის ზომის ქვედანაყოფი ყავს, რუსეთი ამ მიმართულებაზე აყალიბებს ახალ ქვედანაყოფებსა და არმიებს და აფართოებს მათ მეწინავე შესაძლებლობებს. ეს ჩვენი ბაბუების დროინდელი წითელი არმია აღარაა.
NATO-ს მიერ ბალტიისპირეთის  ქვეყნების გამაგრების მიმდინარე პოზიცია ნდობას არ იმსახურებს. ალიანსს არ ძალუძს სამხედრო წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს რეგიონში და რუსეთის მიერ „დახურული საჰაერო სივრცის“ (“anti-access/area denial” (A2/AD)) განხორციელების შესაძლებლობების გათვალისწინებით ფაქტიურად შეუძლებელი ხდება დამატებითი ძალების სწრაფი საჰაერო გადასროლის განხორციელება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რუსეთსა და ბელორუსიასთან მთლიანობაში 1400 კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლი აერთიანებს, მაშინ, როდესაც ალიანსთან მათ ლიტვიდან პოლონეთში გამავალი 65 კილომეტრიანი კორიდორი აკავშირებს. რუსეთის მიერ A2/AD გააქტიურების შემთხვევაშიც კი NATO-ს 25 წევრი ქვეყნის  გაძლიერება შესაძლებელია, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის.
ამიტომ ჩვენ შემოგვაქვს შემდეგი წინადადება:
  • ვარშავის სამიტზე NATO-ს მოწყვლადი წევრების დაცვის მიზნით შეკავების გარანტიიდან უფრო ქმედით ნაბიჯებზე გადასვლა და A2/AD-ს წინააღმდეგ ეფექტური სტრატეგიის შემუშავება. ბოლო დროს ბალტიის ქვეყნებს უფრო ხშირად ადარებენ ცივი ომის დროინდელ დასავლეთ გერმანიას და აკრძალივს ხერხით მტრის შეკავება ეხლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მაშინ. ეს ყველაფერი შესაძლებელია, რადგანაც აკრძალვითი შეკავებისთვის მოწინააღმდეგესთან ძალათა პარიტეტის არსებობა არაა აუცილებელი. შეკავების ეფექტის მისაღწევად ჩვენ არ გვჭირდება რუსების ტანკებთან რაოდენობრივი გატოლება. 
  • ჩვენ ვეთანხმებით SACEUR-ის მოქმედ და ყოფილ ხელმძღვანელებს, გენერლებს ბრიდლოვს (Breedlove) და სკაპარროტტის (Scaparrotti), რომელთაც ევროპაში მუდმივი ძალების ყოფნა ურჩევნიათ. მაშინ როდესაც ბრძოლისუნარიანი ძალების მუდმივი არსებობა როტაციის საფუძველზეა შესაძლებელი, მუდმივი დისლოკაციის შესახებ დებატები წინა ფრონტზე არ უნდა გამოდიოდეს.
  • ალიანსმა სამივე ბალტიისპირა ქვეყანაში მრავალეროვნული, გაძლიერებული ბატალიონების საფუძველზე ჩამოყალიბებული, საბრძოლო ჯგუფი უნდა განათავსოს. ბატალიონები ერთეროვნულ ან მრავალეროვნულ საფუძველზე უნდა იყოს ჩამოყალიბებული. ამასთან დამატებით აშშ-ს არმიის ქვედანაყოფების რაოდენობა სამივე ბალტიისპირა ქვეყანაში ბატალიონის დონეზე უნდა იყოს გაძლიერებული. ამგვარი ძალა რუსეთის წინააღმდეგ იმუშავებს როგორც "speedbump" (სიჩქარის შემზღუდავი) და არა როგორც "Tripwire" (სიგნალიზაცია).
  • ვარშავის სამიტი დანიშნულების ბოლო წერტილს არ წარმოადგენს. NATO-მ უნდა განაგრძოს შეკავების ეფექტისა, დიაპაზონის და ვარიანტების გაფართოების ძალისხმევა, რათა შეზღუდოს რუსეთის მოქმედებების თავისუფლება. ალიანსის მომდევნო მიზანს ბალტიისპირა ქვეყნებში თავისი ყოფნის ბრიგადების დონემდე გაზრდა უნდა წარმოადგენდეს.
  • სახმელეთო კომპონენტს ვარშავის სამიტზე დიდი ყურადღება დაეთმო. მიუხედავად ამისა საზღვაო და საჰაერო შემადგენელს, NATO-ს შეკავების პოლიტიკაში, გადამწყვეტი მდგომარეობა უკავია. ვარშავის სამიტის შემდეგ ეს საკითხები აუცილებლად უნდა გადაიჭრას.
  • მოკავშირეთა მიერ ბალტიისპირა ქვეყნების გამაგრება რეაგირების ძალების წინა ხაზთან სიახლოვის ხარჯზე უნდა მოხდეს. დღეს ალიანსის ძალები 1600 კილომეტრით არიან მოშორებულები წინა ხაზსს, ცივი ომის დროს ეს მანძილი 300 კმ იყო. NATO-ს ვურჩევთ რომ მისი მძიმედ შეიარაღებული ბატალიონები ბალტიისპირა ქვეყნებში იქნას განთავსებული, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მყისეულად მოახდინონ საფრთხეზე რეაგირება. ასევე აუცილებელია სწავლება REFORGER-ის აღდგენა, სახელწოდებით REFOREUR (Return of Forces to Europe).

  • NATO-ს ბირთვული შეკავების კომპონენტი უნდა გაძლიერდეს მოსკოვისთვის მიწოდებული სიგნალით, რომ რუსების მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მოხდება მსხვილმაშტაბიანი ესკალაცია ალიანსის მხრიდან.
  • ბირთვული იარაღის მსგავსი მიდგომა უნდა იქნეს მიღებული კიბერიარაღის მიმართაც და გაკეთდეს განაცხადი რომ, კიბერიარაღის შეტევით შესაძლებლობებს, დამოუკიდებლად იმისგან თუ რამდენად ახორციელებს NATO კიბერშეტევით სტრატეგიას, გააჩნია შეკავების როლი. კიბერშეტევითი ოპციის გაუქმება ბრძოლის ველზე არტილერიისთვის კინეტიკური ენერგიის ჩამორთმევის ტოლფასია.
  • NATO-მ რუსეთს მძლავრი სიგნალი უნდა მისცეს იმის თაობაზე რომ, ნებისმიერი მოკავშირეზე თავდასხმის შემთხვევაში ის რუსეთს ყველა სფეროში გეოგრაფიული შეზღუდვის გარეშე დაუპირისპირდება.
  • ჩრდილოამერიკელმა და ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა განაცხადონ რომ, NATO-ს მოლოდინში ისინი დამოუკიდებლად იმოქმედებენ. მოკავშირეებმა ხაზი უნდა გაუსვან რომ ინდივიდუალური მოქმედება ეს იურიდიული უფლებაა და რომ ისინი ამას სერიოზულად განიხილავენ და რომ ამ მიზნით ქვედანაყოფების გამოყოფა ხდება.
  • NATO-ს გეგმები უნდა ითვალისწინებდეს შვედეთისა და ფინეთის სავარაუდო წვლილს. ალიანსმა ამ ქვეყნების დახმარების მიზნით უნდა განახორციელსო აწონილი დაგეგმარება და მისცეს მათ იმის იმედი რომ, NATO მათ, რუსეთის სადამსჯელო სამხედრო ოპერაციების წინაშე, მარტოებს არ დატოვებს.
  • ჩრდილოამერიკელმა და ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა განაცხადონ, რომ მე-5 პუნქტის გააქტიურების შემთხვევაში NATO-ს დაელოდებიან და ერთად იმოქმედებენ. მათ უნდა ხაზი გაუსვან რომ, ეს მათი იურიდიული მოვალეობაა და რომ ამისთვის მათი ქვედანაყოფები მზად არიან.

ალიანსმა, როდესაც საქმე ბალტიისპირეთში, სადაც NATO ყველაზე მოწყვლადია, მისი პოზიციების გამაგრებას ეხება, დაჩქარების გრძნობით უნდა იმოქმედოს. NATO ბოლო დროს გაძარცვული სახლის მეპატრონესავით მოქმედებდა, რომელიც განგაშს მძაცველების მიერ სახლის დატოვების შემდეგ სტეხს. აუცილებელია აზროვნებაში საერთო ცვლილება - ინიციატივის გამოვლენის კულუტრა  და სტრატეგიული გარემოს სწრაფი ფორმირება უნდა გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მუშაობის მეთოდი. ალიანსში გადაწყვეტის მიმღებმა პირებმა და ფართო საზოგადოებამ უნდა გაიგოს რომ, საიმედო შეკავების ხარჯები უმნიშვნელოა იმ ზარალთან შედარებით, რაც მასზე უარის თქმის შემთხვევაში შეკავების ჩავარდნას შეიძლება მოჰყვეს.


შესავალი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ევროპაში თამაშობდა ძირითად მასტაბილირებელ როლს და ამ როლის თამაშს ახლაც განაგრძობს. ცივი ომის დროს როგორც ბირთვული, ასევე კონვენციური დაშინების პოლიტიკაში ის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ევროსივრცის უსაფრთხოებაში არსებული სერიოზული რისკების გამო, ალიანსი კვლავ მოწოდებული იქნა წინ აღდგომოდა მათ, ვისთვისაც მშვიდობიანი განვითარება არ წარმოადგენს რაიმე ფასეულობას. ბალტიისპირეთის ერთ-ერთი იმ რეგიონთაგანია, სადაც ესტონეთისა, ლატვიისა და ლიტვის დაცვის მიზნით ალიანსი გაძლიერებას საჭიროებს.
რა თქმა უნდა ბალტიისპირა ქვეყნები ერთადერთი სუსტი ადგილი არაა. ამ ანგარიშს ჩვენ NATO-სთვის დიდი ძვრების ეპოქაში ვწერთ. სამხრეთით, სირიის რეჟიმისა და ISIL-ის სასტიკმა მოქმედბებმა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილთა ყველაზე დიდი ნაკადი გამოიწვია, ამას გარდა ISIL-მა, ბევრ, ევროპაში მაცხოვრებელს გაუღვიძა ევროპაზე შიგნიდან თავდასხმის სურვილი. აღმოსავლეთით ევროპული უსაფრთხოების წესრიგი, პრინციპები და ფასეულობები, ისეთები, როგორებიცაა საზღვართა მთლიანობა, უხეშად იქნა დარღვეული.
ორივე, სამხრეთ და აღმოსავლეთ, ფლანგზე დესტაბილიზაციის ძირითად მნიშვნელს რუსეთი წარმოადგრენს. მისი მოქმედება, ცივი ომის დასრულების შემდგომი საერთაშორისო სტაბილურობის გადახედვის და ეგრეთწოდებულ „ახლო სამეზობლოზე“ (“near abroad”) NATO-ს შეფერხების და საკუთარი გავლენის აღდგენისკენაა მიმართული. ამის განსახორციელებლად რუსეთი მზადაა სხვადასხვა საშუალება გამოიყენოს, სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიის ანექსიით დაწყებული და შეიარაღებული მიგრაციით დამთავრებული. ამავდროულად NATO-ს პოზიცია თავდაცვითი, წინასწარ განსაზღვრული და გამჭვირვალეა. NATO-ს არ სურს და ცდილობს თავიდან აიცილოს კონფრონტაცია, პირიქით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ალიანსი ცდილობდა რუსეთთან როგორც პარტნიორთან ისე ეთანამშრომლა. 1997 წელს ალიანსსა და რუსეთს შორის ხელი მოეწრა „NATO-რუსეთის ფუნდამენტურ აქტს“ (NATO-Russia Founding Act (NRFA)), რითაც ალიანსმა რუსეთის დასამშვიდებლად ცალმხრივი ვალდებულებები აიღო. საპასუხოდ რუსეთი დათანხმდა პატივი ეცა „ქვეყნების სუვერენული უფლებისთვის, თვითონ ამოერჩიათ საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკა“. რუსეთმა ეს პირობა დაარღვია, მიუხედავად ამისა NATO აგრძელებს NRFA-ს პირობების შესრულებას.
ბალტიისპირა ქვეყნებმა უჩვენეს რომ, თავდაცვას სერიოზულად ეკიდებიან. ესტონეთის თავდაცვითი ხარჯები მრავალი წლის განმავლობაში 2% არ აღემატებოდა, 2015 წლის შემდეგ მან ეს ხარჯები ამ ორიენტირზე მაღლა პირველად გაზარდა. ლიტვა და ლატვია 2018-2020 წლებში ამ მიზნის მისაღწევად ასევე არ იშურებენ ძალისხმევას, ასევე ბოლო პერიოდში ისინი სამხედრო ბიუჯეტს ყოველწლიურად 20-30% ზრდიან. ბოლო წლების განმავლობაში ბალტიისპირა ვქეყნებმა აჩვენეს რომ უსაფრთხოების „უფასო მგზავრებს“ არ წარმოადგენენ და NATO-ს მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში, მაგალითად ავღანეთში, ღებულობენ მონაწილეობას.
ალიანსმა მთლიანობაში დაამტკიცა რომ ძალუძს ახალ გამოწვევებთან გამკლავება. იმის საჩვენებლად რომ, რუსეთის აგრესია უპასუხოდ არ დარჩება, ევროკავშირმა და აშშ-მ შემოიღეს სანქციები, ამავდროულად NATO-მ კოლექტიური თავდაცვის მიმართ გაზარდა ყურადღება. როგორც 2014 წელს ტალინში, აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა „ტალინის, რიგის და ვილნიუსის დაცვა იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ბერლინის, პარიჟისა და ლონდონის დაცვა“. 2014 წელს, NATO-ს უელსის სამიტზე მოქმედების მზადყოფნის გეგმა წარმოადგენდა ალიანის მზადყოფნის ამაღლებაში ცვლილებების ძირითად მამოძრავებელ ძალას. ალიანსმა ჩამოაყალიბა „ძალიან მაღალი მზადყოფნის გაერთიანებული ტაქიკური შენაერთი“  VJTF (Very High readness Joint Task Force) და „NATO-ს ძალების ინტეგრირებული ქვედანაყოფები“ NFIUs (NATO Force Integration Units). ამას მოყვა როგორც მოკავშირეების „Baltic Air Policing“-ის (ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის პოლიცირების) გაფართოება და უფრო მეტი სამხედრო წვრთნები, ასევე „ევროპის დაწყნარების და დაზღვევის ინიციატივის“ (European Reassurance Initiative (ERI)) ფარგლებში, ბალტიისპირეთში აშშ-ს სახმელეთო ძალების მუდმივი დისლოცირება როტაციულ საფუძველზე. ობამას ადმინისტრაციამ ERI-ს დაფინანსების გაოთხმაგების, 3,4 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდის შესახებ, წინადადება შეიტანა. ამას გარდა, 2016 წლის თებერვალში, NATO-ს მინისტერიალზე, ალიანსის აღმოსაველთ ფლანგის გაძლიერების შესახებ შეთანხმდნენ. ასევე ალიანსის ძირითად ევროპულ მოკავშირეებს შორის, აშშ-სთვის ტვირთის შემსუბუქების მიმართულებით,  არსებობს განვითარებადი ძვრები.
NATO-ს, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შემდეგ, აქცენტი აღშფოთებული მოკავშირეების დარწმუნებაზე და არა რუსეთის შეკავებაზე ჰქონდა გაკეთებული. აღმოსავლეთ ფლანგების პრობლემების საპსაუხოდ სწავლებებისა და წვრთნების რაოდენობის მკვეთრი გაზრდა მოხდა. მხოლოდ ბოლოდ დროს პოლიტიკამ დაიწყო შეკავების მიმართულებით მუშაობა. მიუხედავად ამისა, ბალტიისპირეთის გეოსტრატეგიული მდებარეობა, რუსეთთან და ბელარუსიასთან გრძელი საზღვრები და ალიანსისგან გეოგრაფიული იზოლაცია, მათი მცირე ზომა, რაც დროის მოგების სივრცეს არ იძლევა და რეგიონში რუსი სამხედროების მიმწოლი და აგრესიული მოქმედება, NATO-ს, აღმოსავლეთ პოზიციების დაცვის განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს. ამგვარად ეს მოხსენება სამ ძირითად თემას მოიცავს: საფრთხე რუსეთის მხრიდან, NATO-ს სტრატეგიისა და მდგომარეობის ვარგისიანობა და ასევე  ბალტიისპირეთში დაშინების ძალისხმევის გაძლიერებისთვის საჭირო ზომები.


1. რუსეთის საფრთხე

რუსეთის მმართველი რეჟიმი დასავლეთისადმი და მისი ძირითადი ინსტიტუტების, NATO-ს და ევროკავშირის, მიმართ მტრულობას არ მალავს. ბოლოს და ბოლოს დასავლეთის ისეთი ფასეულობები, როგორებიცაა დემოკრატია, შემწყნარებლობა, გამჭვირვალეობა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა და ასევე კანონის უზენაესობა, კლეპტოკრატული, ავტორიტარული რეჟიმისთვის დაკრძალვის ზარები იქნება. ამიტომ კრემლი განგაშის თვალით უყურებ რუსეთის მოსაზღვრედ მიმდინარე სხვადასხვა „ფერად რევოლუციებს“ და „არაბული გაზაფხულის“ ამბოხებს. რუსეთი შიშობს რა, რომ ეს გამოააშკარავებს იმ ტყუილს, რომელზეც დგას რეჟიმი, ადანაშაულებს დასავლეთს ამ მოვლენების წაქეზებაში, კრემლი მიზნად ისახავს როგორც ცივი ომის შემდგომი უსაფრთხოების საფუძველი ნორმების,  ასევე დასავლეთის ინსტიტუტებისა და პოლიტიკის დელეგიტიმზაციას, დისკრედიტაციას და შეფერხებას. ყველა თავის განზრახვასა და მიზანში მოსკოვი დასავლეთს მთავარ მოწინააღმდეგედ აღიქვამს და ეს გარკვევითაა მითითებული რუსეთის უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში, რომელზეც ხელი პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, შარშან მოაწერა.
რუსეთის სტრატეგიული მიზანი, რომელიც მისი რეჟიმის შიდა ლეგიტიმიზაციას უდევს საფუძვლად, ორიენტირებულია რუსეთის, როგორც ზესახელმწიფოს, თავისი პრივილეგირებული ინტერესებითა და ბატონობით, რეაბილიტაციაზე. სამხედრო სიძლიერის შენარჩუნება და მისი გამოყენება ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამას გარდა, რეჟიმი, მოსახლეობის შიდა ეკონომიკური კრიზისიდან და გაზრდილი რეპრესიებიდან ყურადღების გადასატანად და საკუთარი შიდა პოპულარობის გაზრდის მიზნით, სულ უფრო ხშირად იყენებს სამხედრო ავანტურას საზღვრებს გარეთ. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მოსკოვი ალიანსს რუსეთის ალყაში მოქცევაში ადანაშაულებს, მიუხედავად იმისა რომ აღმოსავლეთ ფლანგზე NATO-ს ძალები, რუსეთის მიერ დასავლეთში კონცენტრირებულ სამხედრო პოტენციალთან შედარებით, ექსტრემალურად მცირე იყო.
რუსეთმა გააოცა დასავლეთი თავის რისკისადმი მიდრეკილების დემონსტრაციითა და დისბალანსის შენარჩუნებით. ის გამუდმებით ეძებს დასავლეთის სუსტ მხარეებს და იყენებს მას საკუთარი მიზნებისთვის. მოსკოვი თავისი ინტერესების წაწევისას ინარჩუნებს აგრესიულობას და მისი მუშაობის პრინციპი ინიციატივის ხელში ჩაგდებასა და საბოლოო მიზნის მიღწევას ემყარება. ის რაც რუსეთს მოქმედებისკენ უბიძგებს, არის სისუსტე და არა ძლიერება. ასე იყო ყირიმის შემთხვევაშიც, როდესაც უკრაინა შიდა არეულობით იყო დასუსტებული და ვერ მოახერხა თავისი ტერიტორიების ნაწილის დასაცავად მობილიზირება. რეჟიმი, მიუხედავად ყველაფრისა, პატივს სცემს ძალის დემონსტრაციას და წყნარდება და თავს არიდებს მარჯვე ოპონენტებთან აშკარა დაპირისპირებას. საუბარია 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრაზე და აშშ-ს მიერ გაცემულ პასუხზე, როდესაც რუსეთმა, მას შემდეგ რაც აშშ-მ თავისი სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში განათავსა და ქართულ არმიას მნიშვნელოვანი მატერიალურ-ტექნიკური დახმარება აღუთქვა, შეაჩერა თავისი მარში თბილისაკენ.
არ არსებობს არანაირი ეჭვი იმის შესახებ რომ, რუსეთი, როდესაც დასავლეთის სუსტი მხარეებით სარგებლობს, როგორც მზადაა, ასევე აქვს სურვილი გამოიყენოს სამხედრო ძალა ან მისი გამოყენების მუქარა. ეს ასევე მოიცავს ალიანსის ან მისი ცალკეული წევრების რეაქციის შემოწმების მიზნით პროვოკაციულ სამხედრო მოქმედებებს, როგორიც იყო 2016 წლის აპრილში ბალტიის ზღვაში აშშ-ს საესკადრო ნაღმოსანი  USS Donald Cook-ის თავზე გადაფრენა.
იწვევს სერიოზულ შეშფოთებას ის ფაქტი რომ, მოსკოვში გადაწყვეტილების მიმღები წრე,  როდესაც საქმე ძალის გამოყენებამდე მიდის, პრეზიდენტ პუტინისა და მის რამოდენიმე ყველაზე სანდო პიროვნებამდე ვიწროვდება. პრეზიდენტი პუტინი, გადაწყვეტილების მიღების მომენტში, თავს არ იწუხებს კონსტიტუციის დაცვით და არ ადარდებს უზენაეს კანონთან წინააღმდეგობაში მოსვლა. მას გააჩნია სამხედრო და უსაფრთხოების აპარატი, რომელიც მზადაა შეასრულოს მისი ნება და მათი შესაძლებლობები მუდმივად ხელმისაწვდომია. ამას გარდა, რეჟიმის ხელთ არსებული ყველა საშუალება, კარგადაა ერთამენთთან ინტეგრირებული, დაწყებული „პატარა, მწვანე კაცუნებით“ და კონვენციური და ბირთვული ძალებითა და დამთავრებული სხვადასხვა უწყებებით, რომლებიც განსაკუთრებულ სიტუაციებში და ომში, კიბერ და ეკეონომიკური დაპირისპირების დროს, პასუხს აგებენ დიპლომატიაზე, დაზვერვაზე, პროპაგანდაზე და სამოქალაქო ხელმძღვანელობაზე. ეს მოსკოვს დიდ მოქნილობასა, სიმარჯვეს და ასევე სხვადასხვა სფეროში  მოქმედების უნარსა და ეფექტის მიღწევის შესაძლებლობას აძლევს.
რუსეთის მიერ ბოლო კონფლიქტებში გამოყენებული საშუალებების ფართო სპექტრმა NATO-ს რიგებში დიდი დისკუსია გამოიწვია, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი აგრესიის შეკავების უკეთესი ხერხების შესახებ მსჯელობას ეკავა. „ჰიბრიდული ომი“ დასავლეთისადმი რუსეთის მიდგომის ზედმეტსახელი გახდა. NATO-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ხშირად ხდება მსჯელობა იმის თაობაზე რომ, რუსეთი NATO-ს წევრზე პირდაპირ და აშკარა სამხედრო აგრესიას ვერ გაბედავს და ის ალიანსის და მისი კოლექტიური თავდაცვის გარანტიის გამოსაწვევად არაპირდაპირ მიდგომას (ისე, როგორც ეს აღწერილია რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მიერ) ან ჰიბრიდული ომის ტაქტიკას არიჩევს.
მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთის სახელმწიფო და სხვა ინსტრუმენტები, მყარი სამხედრო ძალის გარეშე, NATO-სთვის და მისი მოკავშირეებისთვის რაიმე დამაჯერებელ ან სიცოცხლისუნარიან საფრთხეს არ წარმოადგენენ. რუსეთის დოქტრინა უცვლელად ითვალისწინებს კონვეციური სამხედრო ძალის გამოყენებას, რომლის გარეშეც დაფარული, არაპირდაპირი და არატრადიციული საშუალებების კონსოლიდაცია შეუძლებელია. ამას გარდა ყირიმში რუსული ანექსიის დაწყებისთვის NATO საკმაოდ მზად იყო რუსეთის ჰიბრიდული ომისათვის. როგორც ბალტიისპირა ქვეყნებს, ასევე სხვა მოკავშირეებს, უკვე საკმაოდ ჰქონდა გამაგრებული ფარული აგრესიის წინააღმდეგ მედეგობა. ამას გარდა, რუსეთი, დაიწყებს რა NATO-ს ტერიტორიაზე ომის წარმოების ჰიბრიდული ტაქტიკის გამოყენებას, დაკარგავს სისწრაფისა და მოულოდნელობის უპირატესობას. ასევე აღსანიშნავია რომ, ცრუ მიზეზებზე გაღვივებული მსგავსი კონფლიქტები, რაც რუსეთისთვის ასე დამახასიათებელია, NATO-სთვის ადრეულ გაფრთხილებად გამოდგება, რაც რუსეთის მიერ ალიანსზე უპირატესობის მოპოვებას საგრძნობლად გაართულებს.
მიუხედავად იმისა რომ, რუსეთი მთლიანობაში აღიარებს  NATO-ს სამხედრო პოტენციალის უპირატესობას, მას მაინც გააჩნია საკმარისი სამხედრო შესაძლებლობები, რათა რეგიონალური მაშტაბით სამხედრო ბალანსს მიაღწიოს და ბალტიისპირეთში თავისთვის ხელსაყრელი სიტუაცია ჩამოაყალიბოს. რუსეთის მხრიდან სწრაფი მოქმედებისა და ბალტიისპირა ქვეყნების სტრატეგიული სიღრმის არ ქონის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი მოსკოვს მიზნების მიღწევის შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ ჩვენი ყურადღება ფოკუსირებულია რუსეთის სამხედრო სიძლიერის, როგორც ამ მომენტში მოქმედი, რეალური და სერიოზული საფრთხის მიმართ, რომელიც NATO-ს წევრ ბალტიისპირა ქვეყნებს ემუქრება. ამასთან დაკავშირებით ხუთი შემადგენელი ნაწილი იქნა გამოყოფილი: (1) რუსეთის არმიის მოდერნიზაცია და რაოდენობის გაზრდა (კერძოდ დასავლეთ სამხედრო ოლქში), (2) „დახურული საჰაერო სივრცის“ (anti-access/area denial (A2/AD)) შესაძლებლობები, (3) ბირთვული სტრატეგია, (4) გამუდმებული სამხედრო სწავლებები და (5) გაურკვევლობა კრემლის მიზნების გარშემო.

No comments:

Post a Comment