სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
სწავლება Blue Flag-ს ისრაელი წელისადში ორჯერ ატარებს. 2013 წელს მასში 4 უცხო ქვეყანა მონაწილეობდა, 2015 წელს 5, 2017 წელს - 9 (მათ შორის საფრანგეთი, პოლონეთი და ინდოეთი). წელს სწავლება 4-ჯერ განხორციელდა, მონაწილე ქვეყნების რაოდენობა შედარებით მცირე იყო, რადგანაც ისრაელის საჰაერო ძალებმა აქცენტი ხარისხზე გააკეთა - სწავლებაში ძირითადად 4,5 და 5 თაობის გამანადგურებლები იყო გააქტიურებული (თუმცა მე-4 თაობაც მონაწილეობდა), ხოლო პილოტებს მინიმუმ 300 საათი ჰქონდათ ნაფრენი.
Blue Flag 2019-ში, თვითონ ისრაელის გარდა, მონაწილეობდნენ შემდეგი ქვეყნის საჰაერო ძალები - გერმანია, იტალია, საბერძნეთი და აშშ. იაპონია, ხოლო ბრიტანეთი, ხორვატია, ნიდერლანდები, ესპანეთი და საფრანგეთი დამკვირვებლის როლში იყვნენ. სწავლებაზე მიმდინარეობდა თანამედროვე ჰსთ-ს წინააღმდეგობის პირობებში "ჰაერი-ჰაერი" და "ჰაერი-მიწის" მისიების დახვეწა და ასევე მწონიააღმდეგის ტერიტორიაზე მოქმედების სხვადასხვა მისიების დამუშავება, მაგრამ მთავარი მაინც სხვადასხვა ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება იყო.
Blue Flag 2019-ში ჩართული იყო 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე (მათ შორის 800-მდე უცხოელი) - პილოტები, ტექნიკოსების, ტექმომსახურების პერსონალი (ზოგიერთი წყაროს თანახმად მარტო ბორტპერსონალი იყო 750 ადამიანი). გააქტიურებული იყო ექვსი სხვადასხვა ტიპის 70-მდე გამანადგურებელი (მათ შორის F-15, F-16-ის რამდენიმე მოდიფიკაცია, F-35, Eurofighter Typhoon) და ასევე უპილოტო საფრენი აპარატები, საჰაერო ტანკერები (ისრაელი ავიაციის Boeing 707), სატრანსპორტო თვითმფრინავები, ორი სახეობის ვერტმფრენი და იტალიური საჰაერო რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავი Е-550А.
ისრაელის შეიარაღებულ ძალებში სწავლება "ისრაელის სახელმწიფოზე, არმიასა და საჰაერო ძალებზე მაღალი გავლენის მქონე და უმაღლესი სტრატეგიული მნიშვნელობის" მოვლენად დასახელდა. აშშ-მ სწავლებაზე 12 ცალი F-16CM გამოაგზავნა, გერმანიამ – 6 Typhoon, საბერძნეთმა – 4 F-16 Block-50. იტალიას ერთდროულად 3 სხვადასხვა ესკადრილია წარმოადგენდა, მათ შორის ერთი 6 ცალი F-35-ით, ერთი 4-5 Typhoon-ითა და ერთიც 1 ცალი Е-550А-თი. თუმცა ყველაზე მრავალრიცხოვანი შემადგენლობით წარმოდგენილი ისრალის საჰაერო ძალები იყო F-15A/B/C/D, F-16I და F-35I და ამათ გარდა სხვა სახეობის საფრენი აპარატები.
სწავლების სამუშაო ენა ინგლისური იყო და ფრენებისთვის NATO-ს ქვეყნების წესები გამოიყენებოდა. ახლაც, როგორც წინა სწავლებებზე, არავას რაიონში რუქაზე წარმოსახვითი მოწინააღმდეგის ტერიტორია იქნა მოხაზული, რომელზეც პირობითი სახმელეთო სამიზნეების განადგურება ხორციელდებოდა. მოწინააღმდეგის ძალებს 115-ე ესკადრილია - "საჰაერო ძალების წითელი ესკადრილია" განასახიერებდა. ამასთან ესკადრილია თვითონ F-35-ებსა და უპილოტოებს იყენებდა (თუმცა ეს ესკადრილიის საშტატო ტექნიკა არაა და ის F-16C-თია შეიარაღებული). ხმელეთზე ჰსთ-ს ძალები მოწინააღმდეგის სხვადასხვა სისტემების იმიტაციას ახდენდნენ, მაგალითად საზენიტო დანადგარი Patriot-ი რუსულ С-300-ს უკეთებდა იმიტაციას.
სწავლების ბოლო დღეებში (12-14.11.2019), ისრაელის არმია გაზას სექტორში "ისლამური ჯიჰადის" წინააღმდეგ ოპერაცია "შავ ქამარს" ახორციელებდა. ამასთან დაკავშირებით სწავლების გეგმებში ცვლილებები იქნა შეტანილი. არცერთმა მონაწილე ქვეყანამ სწავლება არ დატოვა, მაგრამ ფრენების რაიონი სამხრეთით იქნა გადაწეული, რათა გამანადგურებლები ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მოქმედების არეალიდან გაერიდებინათ. ისრაელის საჰაერო ძალები უკვე ფიქრობენ Blue Flag 2020-ის ორგანიზებაზე. უკვე ცნობილია, რომ სწავლებაში დაბრუნდება ბრიტანეთი, რომელიც ასევე ფლობს F-35-ებს.
და კიდევ ერთი სიახლე, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობას ეხება. 14 ნოემბერს, სწავლების დასრულების დღეს, ისრაელს აშშ-ს საჰაერო ძალების სარდალი, 4 ვარსკვლავიანი გენერალი, დევიდ ლ. გოლდფეინი (David L. Goldfein) ეწვია. მას თან ახლდა ევროპაში აშშ-ს საჰაერო ძლების სარდალი, 4 ვარსკვლავიანი გენერალი, ჯეფრი ლ. ჰარიგენი (Jeffery L. Harrigian) და სხვა მაღალჩინოსანი ოფიცრები. სტუმრები შეხვდნენ ისრაელის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, გენერალ ლეიტენანტ ავივ კოჰავის და ისრაელის ავიაციის სარდალს, გენერალ მაიორ ამიკამ ნორკინის, მოინახულეს F-35-ებით შეიარაღებულ 140-ე ესკადრილიას, გოლდფეინმა და ჰარიგეინმა ებრაული F-15-ებით იფრინეს.
პილოტები
ტექნიკოსები
აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურის ვიზიტი ისრაელში
No comments:
Post a Comment