Showing posts with label МиГ-21. Show all posts
Showing posts with label МиГ-21. Show all posts

Thursday, December 26, 2019

დღის ფოტო - МиГ-21 და გოგო

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

МиГ-21 და გოგო

Thursday, March 21, 2019

ინდური МиГ-21бис UPG vs პაკისტანის F-16MLU

ინდო-პაკისტანის ბოლო შეხლა შემოხლას დადასტურებულად შეეწირა ინდუსების МиГ-21бис UPG, რომლის პილოტიც ჩაის ქვითართან ერთად პაკისტანელებმა ორიოდე დღეში დაუბრუნეს ინდურ მხარეს.

ინდური მხარე საპირისპიროდ ამტკიცებდა, რომ მათმა МиГ-21бис UPG-მ პაკისტანის F-16MLU ჩამოაგდო, დღემდე ეს საკითხი ვერც ვერავინ დაადასტურა და ვერც ვერავინ უარყო. და აი პაკისტანმა წარადგინა ჩამოგდებული ინდური МиГ-21бис UPG-ს საბრძოლო კომპლექტის ფოტოები - ფოტოებზე ასახულია 2 ცალი Р-77 და 2 ცალი Р-73. გამოდის რომ ინდუსები ტყუოდნენ - МиГ-21бис UPG-ს საბრძოლო მარაგი სრულად და გამოუყენებლად იქნა წარმოდგენილი, რაც იმას ამტკიცებს რომ ინდუსმა პილოტმა ცეცხლის გახსნა ვერ მოასწრო ან ვერ მოახერხა.


ფოტოები გადიდებადია











Tuesday, April 26, 2016

F-22A და МиГ-21


2016 წლის 25 აპრილს ფლორიდას შტატში მდებარე ავიაბაზა ტინდალზე დისლოცირებული აშშ-ს საჰაერო ძალების გამანადგურებელთა 325-ე ფრთის გამანადგურებელთა 95-ე ესკადრილიის ორი ცალი მეხუთე თაობის Lockheed Martin F-22A Raptor-ის ტიპის გამანადგურებელი, რომლებიც 2016 წლის აპრილიდან ევროპის ქვეყნებში გასტროლებეზე არიან, ცოტა ხნით რუმინეთში, კონსტანცაში მდებარე აეროპორტ "მიხეილ კოგელნიჩანუზე" (Mihail Kogălniceanu Airport) ჩაფრინდნენ. აეროდრომი ასევე 2003 წლიდან წარმოადგენს აშშ-ს ევროპული მეთაურობის ჯგუფ "აღმოსავლეთის" მეწინავე ავიაბზას (Joint Task Force East - JTF-E). ამერიკული გამანადგურებლები რუმინეთში ქვეყნის საჰაერო ძალების მოდერნიზირებული МиГ-21 Lancer-ებთან ურთიერთქმედების დასახვეწად იქნა გადასროლილი.
აშშ-ს საჰაერო ძალების 325-ე ავიაფრთის 95-ე ესკადრილიის რვა ცალი F-22A Block 30 2016 წლის აპრილის დასაწყისიდან თვენახევრიანი ვადით ბრიტანულ ავიაბაზა ლეიკენჰეტზე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ევროპასთან მოკავშირეობის გამაგრების მიზნი "European Reassurance Initiative"-ს ფარგლებში იქნა გადასროლილი. რუმინეთში ცაფრენილი გამანადგურებლები სწორედ ლეიკენჰეტის ჯგუფიდან არიან.



Thursday, November 5, 2015

ეპოქების საჰაერო ბრძოლა

საინტერესო ფოტოები ევროპიდან - МиГ-21 და F-16 სადღაც აღმოსავლეთ ევროპის ცაში ახორციელებენ ახლო საჰაერო ბრძოლას

Saturday, March 9, 2013

ჩრდილოეთ კორეამ ისევ დაუძაბა სამხრეთ კორეას და გაეროს

ბოლო დღეებში, მას შემდეგ რაც ფხენიანმა უარი განაცხადა გაეროს გადაწყვეტილებებს დასთანხმებოდა, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მუქარის ტონი განსაკუთრებით გაიზარდა. ჩრდილოეთ კორეამ გააუქმა სამხრეთ კორეასთან დადებული ყველა ხელშეკრულება და მათ შორის ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებაც, რომელიც 1991 წელს გაფორმდა და ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენდა.

ამას გარდა გაწყვეტილი იქნა პირდაპირი სატელეფონო ხაზი ორი ქვეყნის მმართველებს შორის, რომელიც შემთხვევითი სამხედრო შეტაკების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენებოდა. ჩრდილოეთ კორეამ ასევე განაცხადა რომ – "შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში ყავს, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებიც". პარაკლელურად ქვეყანაში შეუწყვეტლად ხორციელდება სამხედრო სწავლებები.




P.S. МиГ-21–ის ფრენის ფოტოსურათები გადაღებულია გზატკეცილზე, რომელიც გეგმის მიხედვით ჩრდილო კორეის ავიაციამ ომის დროს საბაზისო აეროდრომების ნაცვლად უნდა გამოიყენოს. სწავლებას რა თქმა უნდა მისი "აღმატებულებაც" ესწრებოდა.