Showing posts with label Як-130. Show all posts
Showing posts with label Як-130. Show all posts

Saturday, January 6, 2018

2017 წელს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალებისთვის მიწოდებული ავიატექნიკა

2017 წელს რუსეთის საავიაციო მრეწველობამ კვლავ შეინარჩუნა წარმოების მაღალი ტემპი. ამავდროულად რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალებისთვის და საზღვაო ფლოტისთვ გადაცემული ავიატექნიკის საერთო რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირდა, რაც 2016 წელს МиГ-29СМТ-სი და МиГ-29КР/КУБР-ის კონტრაქტის და Су-30М2-ის მიწოდების დასრულებასთან და ასევე Як-130 ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების ტემის შემცირებასთანაა დაკავშირებული. ამასთან ისეთი თანამედროვე გამანადგურებების, როგორებიცაა Су-30СМ, Су-34 და Су-35С, მიწოდების ტემპი უკვე სტანდარტულად ქცეულ დონეზეა შენარჩუნებული
გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2017 წელს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სულ 43 ცალი ახალი წარმოების საბრძოლო თვითითმფრინავი (17 Су-30СМ, 16 Су-34 და ათი Су-35С) და ექვსი სასწავლო-საბრძოლო Як-130 მიიღეს.

Су-30СМ
2017 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდებული თვითმფრინავების ნუსხა შემდეგენაირად გამოიუყურება:
17 ცალი Су-30СМ-ის ტიპის გამანადგურებელი. 2017 წლის განმავლობაში ПАО "Корпорация "Иркут"-ის ქარხანამ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 17 ცალი მარავალფუნქციური გამანადგურებელი, Су-30СМ, მიაწოდა. აქედან 12 ცალი 2012 წელს მოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო დანარჩენი ხუთი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ გაფორმებული ცალკე ხელშეკრულების ფარგლებში გაბხორციელდა.
2012 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სულ 116 ცალი Су-30СМ-ის ტიპის გამანადგურებელი შეუკვეთა. აქედან 88 ცალი საჰაერო-კოსმოსურ ძალებისთვის, დანარჩენი 28 სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის. 2017 წლის შედეგების თანახმად საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა 80 ცალი გამანადგურებელი უკვე მიიღეს (აქედან 12 ცალი 2016 წელს და 2017 წელს კიდევ ამდენივე), საზღვაო ძალების ავიაციას 20 ცალი გადაეცა (აქედან 7 ცალი 2016 წელს და 5 ცალი 2017 წელს). კიდევ ექვსი ცალი Су-30СМ-ის ტიპის გამანადგურებელი 2015-2016 წლებში ყაზახურმა მხარემ მიიღო.
2017 წლის 11 დეკემბერს, მე-14 გვარდიული საავიაციო პოლკის შემადგენლობაში გადაცემული 10МК5 1506 სერიული ნომრის მქონდე გამანადგურებელი (საბორტე ნომერი "წითელი 82") იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემული Су-30СМ-=ის ტიპის მეასე გამანადგურებელი. ამგვარად Су-30СМ რუსეთის საჰაერო ძალებისთვის გახდა თვითმფრინავების მეორე ტიპი, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდში ასი ცალის ოდენობით იქნა გადაცემული (პირველმა ამ რაოდენობას Су-34-მა მიაღწია).
16 ცალი Су-34-ის ტიპის საფრონტე ბომბდამშენი. 2017 წლის განმავლობაში ПАО "Компания "Сухой"-იმ რუსეთის საჰაერო ძალებს 16 ცალი Су-34-ი ტიპის საფრნტე ბომბდამშენი გადასცა.
2017 წელს გადაცემული ყველა Су-34, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან 2012 წელს 92 თვითმფრინავზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებშია წარმოებული. 2012 წლის კონტრაქტის ფარგლებშუ, 2017 წელს გადაცემული 16 ცალი Су-34-ის ჩათვლით, რუსეთის საჰაერო ძალებისთვის უკვე 70 ცალი Су-34-ია მიწოდებული. ამ ხელშეკრულების პირველი ორი თვითმფრინავი 2013 წლის 24 დეკემბერს გადაეცა შემკვეთს, მომდევნო 18 აპარატი 2014 წელს, 2015 წელს შემდეგი 18მანქანიანი პარტია იქნა გადაცემული, ხოლო 2016 და 2017 წლებში რუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა 16-16 თვითმფრინავი მიიღეს.

Су-35С
2017 წლის შედეგბის თანახმად, ყველა ხელშეკრულებით მიწოდებულმა Су-34-ების რაოდენობამ 114 ერთეული შეადგინა (მათ შორისაა შვიდი ცალი საცდელი და წინასერიული ნიმუშებიც). პოსტსაბჭოთა პერიოდში Су-34 გახდა პირველი თვითმფრინავი, რომელიც რუსეთის საჰაერო ძალებმა 100 ცალის ოდენობით შეიძინეს.
10 ცალი Су-35С-ის ტიპის გამანადგურებელი. 2017 წელს АО "Компания "Сухой"-მ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს 10 ცალი Су-35С გადასცა. გამანადგურებლები 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში იქნა წარმოებული. ხელშეკრულება ხუთ წელზეა გათვლილი და სულ 50 ცალი Су-35С-ის ტიპის გამანადგურებელი უნდა იქნას გამოშვებული.
მანამდე АО "Компания "Сухой"-მ წარმატებით დაასრულა 2009 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს 48 ცალი Су-35С გადაეცა. ამგვარად Су-35С-ის მთლიანი რაოდენობა რუსეთის საჰაერო-კოსმოსრუ ძალებში 68 ერთეულს შეადგენს.
Як-130-ის ტიპის ექვცის ცალი სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი. 2017 წელს,ირკუტსკის საავიაციო ქარხანამ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს ექვსი ცალი Як-130-ის ტიპის ექვცის ცალი სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა. თვითმფრინავები 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში იქნა წარმოებული, ხელშეკრულების თანახმად 2016-2018 წლებში, საწარმოომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს 30 ცალი ამ ტიპის თვითმფრინავი უნდა მიაწოდოს. სულ 2017 წლის მდგომარეობით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს 95 ცალი Як-130-ის ტიპის ტვითმფრინავი გადაეცა. ამ ჟამად წარმოებული თვითმფრინავების გადაცემა შეჩერებულია, რაც სავარაუდოდ 21 ივნიის ამ ტიპის თვითმფრინავის ორ კატასტროფასთანაა დაკავშირებული. მწარმოებელი მათ დახვეწაზე და ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობს.

2008 წლიდან დღემდე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალებისთვის და სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის გადაცემული საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობა

ასევე აღსანიშნავია რომ, 2017 წელს АО "Компания "Сухой"-მ ჰაერში აწია მე-5 თაობის, Су-57 (Т-50)-ის ტიპის სამი, გამოცდების დამასრულებელი ეტაპის, გამანადგურებელი. ესენია Т-50-9 (პირველი ფრენა 2017 წლის 24 აპრილი). Т-50-11 (6 აგვისტო) და Т-50-10 (23 დეკემბერი). მანამდე, 2010-2016 წლებში გამოცდებში Т-50-ის შვიდი პროტოტიპი იყო ჩართული. 
ექსპორტის შესახებ აღსანიშნავია 33 ცალი ახალი აწყობილი საბრძოლო თვითმფრინავის მიწოდება - 15 МиГ-29М/МиГ-29М2 ეგვიპტეს, 6 Су-30МКИ(А) ალჟირს, 2 Су-30СМ ყაზახეთს, 10 Су-35 ცინეთს და 3 სასწავლო-საბრძოლო Як-130 მიანმას.


დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

Wednesday, December 26, 2012

რუსეთის 2013 წლის სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვები 1,3 ტრილიონ რუბლ შეადგენს


მომავალ წელს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების შესყიდვები 1,3 ტრილიონ რუბლს გაუტოლდება (41 მილიარდი დოლარი), რაც მიახლოებით ერთნახევარჯერ მეტია წელს ამ მიზნით გამოყოფილ თანხაზე. კერძოდ შეიარაღებული ძალები 40 საბრძოლო თვითმფრინავს და ასზე მეტ ვერტმფრენს შეიძენს.  

"2013 წელს სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვებით დასახული ამოცანების შესასრულებლად 1,3 ტრილიონ რუბლზე მეტია გამოყოფილი, რაც 2012 წელს ამ მიზნით გამოყოფილ თანხაზე ერთნახევარჯერ მეტია" – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოდაგილემ, იური ბორისოვმა. შეგახსენებთ რომ 2012 წლის შესყიდვებისთვის 900 მილიარდი რუბლი იყო გამოყოფილი.
ბორისვომა ასევე დასძინა რომ 2012 წლის სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვები წარმატებულად შესრულდა: "სტრატეგიული ბირთვული ძალების მხრივ შესრულებამ პრაქტიკულად 100% მიაღწია. ასევე არ გაგვიცრუეს იმედები ავია და ხომალდმშენებლებმა. ბოლო ორი წელია სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვების პროგრამის გადაჭარბებითაც კი სრულდება ვიატექნიკის მოწოდება". მინისტრის მოადგილემ აღნიშნა რომ გარკვეული ჩამორჩენები აქვთ ხომალდმშენებლებს, მაგრამ გამოთქვა იმედი რომ მომდევნო სამ წელიწადში ეს ეს ჩამორჩენა ლიკვიდირებული იქნება. ამას გარდა, მისივე სიტყვების თანახმად, ჯავშანტექნიკაში არსებობს ჩამორჩენა და გეგმის შეუსრულებლობა. კერძოდ ეს დაკავშირებულია სამხედრო–საწარმოო კომპანიასთან, რომელიც ახორციელებს რუსეთის არმიისთვის ტექნიკის მიწოდებას.
სახელმწიფო–თავდაცვითი პროგრამის შესრულების კონკრეტულ მიმართულებებზე საუბრისას, ბორისვომა აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ 2012 წელს მრეწველობისგან მიიღებს 40 საბრძოლო თვითმფრინავს (Су, МиГ, Як-130) და 127 ვერტმფრენს (Ми-28Н, Ка-52, Ми-35, Ми–26 და სხვები). "სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვების 2012 წლის პროგრამის ფარგლებში უკვე მიღებული გვაქვს 32 თვითმფრინავი, წლის ბოლომდე კიდევ რვას მივიღებთ" – დასძინა ბორისოვმა. მისივე თქმით, ამას გარდა ჰოლდინგმა "Вертолеты России", 2012 წელს არმიას 127 სხვადასხვა დანიშნულების ვერტმფრენი მიაწოდა.

იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შესყიდვების მექანიზმები და პრინციპები

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ტექნიკის მხრივ რუსეთის არმიამ 2012 წელს მიიღო 34 ცალი რადიოლოკაციური სადგური. ასევე შესრულდა "КамАЗ"–ისა და "Урал"–ის მარკის ავტომანქანების მიწოდების პროგრამაც. მრეწველობამ შეასრულა ტანკ Т-72–ის მოდრენიზაციისა და ოპერატიულ–ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის, "Искандер"–ის მიწოდების მოვალეობები.
"ასევე შესრულებულია ტულას საკონსტრუქციო ბიუროს მიერ კომპლექს "Панцирь-С"–ის მიწოდების ყველა ვალდებულება. მიწოდებულია ოთხი კომპლექსი" – განაცხადა ბორისოვმა. მან ასევე აღნიშნა რომ უწყება 2014 წლიდან გეგმავს ახალი თაობის ტანკის, "Армата"–ს შესყიდვებს". "2014 წლიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს განათავსოს შეკვეთა მრავალფუნქციური, სახეობათაშორისი მძიმე მუხლუხოვანი პლატფორმის, "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი ახალი თასობის ტანკის 16 ერთეულიან საცდელ–საწარმოო პარტიის მიწოდებაზე". მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა რომ ტანკების პირველი პარტია განკუთვნილი იქნება საჯარისო საკონტროლო გამოცდების ჩასატარებლად.
ამ ყველაფერთან ერთად სამხედრო–სამრეწველო კომპლექსმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2012 წელს შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საგრძნობი რაოდენობა ვერ მიაწოდა. "მთლიანობაში 2012 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფ–თავდაცვითი შესყიდვების ფარგლებში 14,5 მილიარდი რუბლის ღირებულების ტექნიკის ხარისხზე განაცხადა პრეტენზია და უკან დაუბრუნა მწარმოებელს".
მინისტრის მოადგილის სიტყვების თანახმად რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მევალეები არიან: ОАО "Оборонсервис" და მისი შვილობილი კომპანიები – ОАО "Спецремонт" და ОАО "Авиаремонт", ასევე ამ სიაში შედიან სამხედრო–საწარმოო კომპანია, ОАО "Туполев", ОАО "Амурский судостроительный завод", "Прибалтийский судостроительный завод "Янтарь" და ОАО "ПО "Севмаш".
კითხვაზე – მიღებულია თუ არა გადაწყვეტილება კიდევ ორი სადესანტო ხომალდის, "Мистраль"–ის მშენებლობის შესახებ, ბორისოვმა უპასუხა, რომ თავდაცვის სამინისტრო გეგმავს "აიღოს პაუზა", რათა შეაფასოს მათი მშენებლობის მიზანშეწონილობა. "იმედი გვაქვს, რომ 2014–215 წლებში პირველი ორი "Мистраль" გადაცემული იქნება სამხედრო–საზღვაო ძალებზე. და პაუზის აღება სწორედ აქ იქნება სწორი, რათა მოხდეს "Мистраль"–ის საქმეში შემოწმება, რამდენად შეესაბამება ის სტრატეგიას და მოხდეს მისი საექსპულატაციო გამოცდა" – დაამატა ბორისოვმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ 2013 წლის სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვების გეგმაში გათვალისწინებულია მოდერნიზირებული БМД-4М–ის საცდელ–საწარმოო პარტიის შესასყიდი თანხა.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფ–თავდაცვითი შესყიდვების გეგმები 2020 წლამდე


წყარო: