Showing posts with label CH-47 Chinook. Show all posts
Showing posts with label CH-47 Chinook. Show all posts

Tuesday, April 30, 2019

რა ბედი ეწვევა აშშ-ს არმიის უახლეს CH-47F Block II და JLTV-ს?

ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ამერიკის სამხედრო დოქტრინის რადიკალური ცვლილება გამოიწვია - ის არაკონვენციურიდან კონვენციური კონფლიკტისკენ შემოტრიალდა. შესაბამისად წლების განმავლობაში შემუშავებისა და შექმნის სტადიაში მყოფი პროგრამები, რომლებიც ავღანეთსა და ერაყში სამოქმედოდ იყო განკუთვნიული, მიმზიდველობას კარგავს და პენტაგონი რუსეთთან და ჩინეთთან დაპირისპირებაზე ახდენს ფოკუსირებას.


JLTV

2019 წლის 15 აპრილს, აშშ-ს არმიის მინისტრმა მარკ ესპერმა (Mark Esper), აშშ-ს არმიის მიერ CH-47 Block II Chinook-ის ტიპის უახლესი ვერტმფრენების შესყიდვის საკითხი წამოჭრა.

ესპერის თანახმად, არმია ჰავაის კუნძულებზე INDOPACOM-ის სარდლობას შეხვდა და განიხილა თუ როგორ ხედავ სამსახური ჩინეთთან დაპირისპირებას.

ეს შეხვედრა მიზნად ისახავდა იმის გარკვევას თუ რამდენად ითვალისწინებს არმიის შესაძლებლობებს INDOPACOM-ის სარდალი ადმირალ ფილ დევიდსონი, სამხედრო გეგმის შესადგენად.

კითხვაზე - თუ რომელ შესაძლებლობებს თვლის საციცოცხლოდ მნიშვნელოვასნ წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, ესპერმა უპასუხა: "დიდ დისტანციებზე წერტილოვანი დარტყმები, მომავლის ვერტმფრენების პროგრამა, ჰაერ და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, სამხედრო ქსელები და მებრძოლის ეფექტურობის გაზრდა".

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ამერიკის სამხედრო უწყება ეძებს გამოსავალს, რათა მოახდინოს პრიორიტეტული პროგრამებისთვის აუცილებელი დაფინანსების მოძიება - შესაბამისად ხდება სხვა პროგრამების შეკვეცა ან გაუქმება. ამ შეკვეცაში მოყვა ისეთი პროგრამები, როგორებიცაა JLTV-ის ტიპის ჯავშანმანქანები და CH-47 Block II ტიპის ვერტმფრენები.


ამ ორი პროგრამის შექმნა დაფუძნებული იყო "ავღანეთისა და ერაყის გამოცდილებაზე", და შესაბამისად დღეს უკვე კარგავენ თავიანთ აქტუალურობას - განმარტა ესპერმა.

"რატომ უნდა ატაროს CH-47-მა უფრო მეტი ტვირთი და იფრინოს უფრო მაღლა ცხელ კლიმატში? რა მიზნით გაიზარდა ვერტმფრენის მარგი დატვირთვა? ის ჯავშანმანქანა JLTV-ის ტრანსპორტირებაზე იქნა მორგებული.

თავის მხრივ რამ გამოიწვია JLTV-ს შექმნა? რა თქმა უნდა ავღანეთსა და ერაყში არსებულმა თვითნაკეთმა ასაფეთქებელმა მოწყობილობებმა" - განაცხადა ესპერმა. "მეტწილად ეს ორი მანქანა სხვა კონფლიქტისთვის შეიქმნა. ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ გამოვიყენებთ მათ მომავალში, მაგრამ დღეს-დღეობით მე კონცენტრირება უნდა მოვახდინო ჩემი ჯავშნის, საბრძოლო მანქანების და იმ თვითმფრინავების გამართულობის გაუმჯობესებაზე, რომლებიც მოახერხებენ რუსული და ჩინური ჰსთ-ს გარღვევას, რომლებიც შესძლებენ ჩამოაგდონ რუსული და ჩინური უპილოტოები, რაკეტები, ვერტმფრენები და თვითმფრინავები".

CH-47

"დღეს ჩვენ ამ გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით და პერსონალს მოუწევს ამ გამოწვევებთან შეხვედრა და მათთან გამკლავება".

ესპერის განცხადების თანახმად "JLTV-ის საერთო რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება - ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენად შეკვეცავენ ადრე დაგეგმილი 49 000 მანქანის შეკვეთას. მაგრამ ამ რაოდენობის შესახებ ზუსტი პასუხი ალბათ უახლოეს წლებში გახდება ცნობილი".

რაც შეეხება თვითონ ვერტმფრენების პროგრამას - 2020 წლის ფინანსურ წელში ჩადებული იყო 542 ცალი Chinook  Bock II-ის აწყობა, აქედან 473 ცალი F-მოდელი არმიისთვის და 69 ცალი G-მოდელი სპეცდანიშნულების ძალებისთვის. ახალი რეალობიდან გამომდინარე არმიისთვის გაუმჯობესებული ვერტმფრენების შესყიდვა გაჩერებულია, კომპანია Boeing-მა მხოლოდ სპეცდანისთვის განკუთვნილი 69 ცალი G-მოდელის შეკვეთა მიიღო.

ტაქტიკური ჯავშანმანქანისა და სატრანსპორტო ვერტმფრენის პროგრამის შეკვეცით პენტაგონი უახლოესი 5 წლის განმავლობაში 60 მილიარდი აშშ დოლარის დაზოგვას გეგმავს. გამონთავისუფლებული ფინანსები ექვს პრიორიტეტულ მიმართულებაზე გადანაწილდება. ესენია - შორი წერტილოვანი დარტყმები, ახალი თაობის საბრძოლო მანქანები, მომავლის ვერტმფრენები, სამხედრო ქსელები, ჰაერ და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა და ჯარისკაცების ლეტალურობა (Long-Range Precision Fires, Next-Generation Combat Vehicle, Future Vertical Lift, the Network, Air-and-Missile Defense and Soldier Lethality).

წყარო:

Monday, February 3, 2014

დღის ფოტო – სიკვდილის ვარსკვლავი

ვერტმფრენი CH-47 ტრანსპორტირებას უკეთებს ვარსკვალვის სქემით დაკიდებულ 6 ცალ 105მმ–იან ჰაუბიცა M-102 (ფოტო გადიდებადია)

Friday, December 21, 2012

Tuesday, December 11, 2012

პირველი ინდური С-17A

2012 წლის 7 დეკემბერს კალიფორნიაში, ლონგ–ბიჩში, კორპორაცია Boeing–ის საწარმოოდან განხორციელდა ინდოეთის სამხედრო–საჰაერო ძალების პირველი მძმე სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავი C-17A Globemaster–ის გამოგორება. თვითმფრინავის სერიული ნომერია F-253 (IAF-1), ხოლო ინდური საბორტე ნომერი СВ-8001. თვითმფრინავმა ფრენები წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. მისი გადაცემა ინდოეთის სამხედრო–საჰაერო ძალებზე 2013 წლის ივნისშია დაგეგმილი.


ინდოეთის მხარემ აშშ–სთან მძიმე სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავის Boeing C-17A Globemaster III შესყიდვის კონტრაქტს Foreign Military Sales (FMS) ხაზით ხელი 2011 წლის 13 ივნისს მოაწერა. კონტრაქტის თანახმად 10 სატრანსპორტო თვითმფრინავის მიწოდება 2013–2015 წლებში უნდა განხორციელდეს. ეს 4,1 მილიარდ დოლარინი ხელშეკრულება გახდა ინდოეთის ყველაზე მსხვილი სამხედრო შესყიდვა ამერიკაში, რითაც საგრძნობლად გამტკიცდა აშშ–ს პოზიციები ინდოეთის ბაზარზე. ამჟამად ინოეთის თავდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებას აწარმოებს დამატებით 6 ცალი С-17А–ს შესყიდვის შესახებ.

P.S. ამჟამად ინდოეთის მხარეს კოლოსალური ხარჯები აქვს მიმდინარე სამხედრო შესყიდვებში, რითაც ცდილობს ყველა ძირითადი სამხედრო მიმართულების გაძლიერებას და მოდერნიზაციას. 
ბოლო პერიოდში აზიაში და ძირითადად წყნარი ოკეანის აუზიშ ქვეყნებში გავრცელებული შეიარაღების ციცებ–ცხელებაში ინდოეთი პირველ ადგილს იკავებს, მის მიერ სამხედრო ტექნიკის შესყიდვის მთლიანი პაკეტი არც მეტი არც ნაკლები 100 მილიარდ დოლარს უტოლდება. ამ ყველაფრის შედეგი კი რეგიონის ყველაზე დიდ მოთამაშესთან, ჩინეთთან დაპირისპირება გახდება – სწორედ ამიტომაც ინდური მხარე განსაკუთრებულ დაწოლას აკეთებს საავიაციო სფეროს განვითარებაზე და სურს აჯობოს მეტოქეს არა მარტო ხარისხში არამედ რაოდენობაშიც.
რომელ შესყიდვებზეა საუბარი – ყოფილი საბჭოთა ავიამზიდის შესყიდვა და მოდერნიზაცია რუსეთში, თანამშრომლობა რუსეთთან მე–5 თაობის გამანადგურებლის, T-50 ПАК-ФА–ს პროგრამაში, ტენდერ MMRCA–ს შედეგად 126 ცალი ფრანგული Rafale–ს შეკვეთა, ვერტმფრენები AH-64D Apache და CH-47F Chinook შესყიდვა ამერიკაში, საზღვაო პატრულირების თვითმფრინავი Boeing P–8I და საშუალო სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed Martin C-130J Super Hercules კონტრაქტი და ასევე ზემოთ მოყვანილი C-17A Globemaster II–ის შესყიდვა, Су-30МКИ მოდერნიზაცია, საჰაერო ტანკერი А-330MRTT–ს ხელშეკრულება, Т-90С შესყიდვების გაგრძელება და მოდერნიზაცია Т-90МС დონემდე, წყალქვეშა ნავების პროგრამა, პერსპექტიული ქვეითთა საბრძოლო მანქანის პროგრამა, ტენდერი ახალ ავტომატურ შაშხანაზე და სხვა მრავალი პროგრამები – რომელთა განხორციელებაც მომავალ ათწლეულში ინდოეთის არმიას საკმაოდ მაღალ დონეზე გაიყვანს როგორც რაოდენობრივ ასევე ხარისხობრივ ასპექტში.

Friday, November 2, 2012

რუსეთი ინდოეთის ბაზარს კარგავს

Defense News-ის თანახმად რუსულმა საჰაერო ტანკერმა, Ил-78МКИ-მ წააგო ინდოეთის ტენდერი. ინდურმა არმიამ რუსულ ტანკერს ევროპული А-330MRTT ამჯობინა. Рособоронэкспорт-ს ტენდერის შედეგების შესდახებ რაიმე ოფიციალური ცნობა ჯერ არ მიუღია. 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში ინდურმა მხარემ Airbus-ისა და Рособоронэкспорт-ის შეთავაზებები მიიღო. როგორც ცნობილი გახდა რუსული ტანკერი უფრო იაფი ღირდა, მაგრამ მისი საწვავის და შენახვის ხარჯი გაცილებით მეტი იყო ვიდრე ევროპული მანქანისა. სხვა ინფორმაცია ამ ორი კონკურენტის შესახებ არ გამჟღავნებულა.

Ил-78МКИ-ს და А-330MRTT-ს გამოცდები 2012 წელს დასრულდა. ეს, რიგით მეორე გამოცდები, 2010 წელს დაიწყო. თავდაპირველად გამოცდებში მხოლოდ Рособоронэкспорт მონაწილეობდა. Airbus-მა ტენდერში მონაწილეობა 2011 წლის იანვარში გადაწყვიტა.
პირველი ტენდერი 2009 წელს ევროპული ტანკერის გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ინდოეთის ეკონომიკის სამინისტრომ ეს კონტრაქტი А-330MRTT-ს მიუღებლად მაღალი ფასის გამო დაბლოკა. ცნობისათვის ინდოეთს 12 ერთეული საჰაერო ტანკერი ესაჭიროება. ექვს ტანკერს Airbus-ისგან იყიდის. ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროს განცხადებით - მეორე ექვესი ტანკერისთვისაც სავარაუდოდ ტენდერი გამოცხადდება.
ამჟამად ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალებს თავის შემადგენლობაში ექვსი საჰაერო ტანკერი Ил-78МКИ ყავს. აქამდე ინდოეთის მხარემ რამდენჯერმე გამოთქვა უკმაყოფილება Ил-78МКИ-ს სათადარიგო ნაწილების რუსეთიდან მიწოდებაზე და რუსეთის მხრიდან ცუდ ტექნიკურ მომსახურებაზე.

А-330MRTT

როგორც ამ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ ამერიკული CH-47 Chinook ამჯობინა რუსულ Mи-26T2-ს. ორშაბათს გაზეთი «The Times of India» იუწყებოდა რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ მძიმე სატვირთო ვერტმფრენის ტენდერში გამარჯვებულად ამერიკული კომპანია Boeing-ის ვერტმფრენი CH-47 Chinook აირჩია. როგორც გაზეთი იუწყება ამერიკული ვერტმფრენის შეძენა და მომავალში შენახვის ხარჯები რუსულ ვერტმფრენთან შედარებით ნაკლები იყო.
რუსული მხარის განცხადებით Рособоронэкспорт-ს ტენდერის შედეგების შესახებ რაიმე ოფიციალური ცნობა ჯერ არ მიუღია.
CH-47 Chinook-მა სამსახური 1962 წელს დაიწყო და დღესდღეობით მას 16 ქვეყანა მოიხმარს. თითო ვერტმფრენის ფასი 29,9 მილიონ დოლარს უდრის. 
Mи-26 სერიაში 1980 წლიდანაა და მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო ვერტმფრენია. Ми-26Т2 ვარიანტი მისი მოდერნიზირებული ვერსიაა - გაუმჯობესებულია ელექტრონული სისტემები. მთლი რიგი ღონისძიებების წყალობით მოხერხდა ეკიპაჟის შემცირება ექვსიდან 2-3 კაცამდე. ვერტმფრენის ფასი ოფიციალურად არ ხმაურდება, თუმცა სპეციალისტების აზრით ის 20-25 მილიონი დოლარის ფარგლებში უნდა მერყეობდეს.
სტრატეგიის და ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძრვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე მაკიენკომ გაოცებულმა განაცხადა: "დავიჯერებდი რომ ამერიკული ვერტმფრენი უფრო იაფია ექსპულატაციაში და შენახვაში, მაგრამ ის რომ მისი შესასყიდი ფასი ნაკლებია რუსულ ვერტმფრენზე ეს წარმოუდგენელია და ამიტომ აუცილებლად უნდა დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებას".

მანამდე ინდოეთის არმიის საიერიშო ვერტმფრენის ტენდერში, რომელშიც ერთმანეთს იგივე ამერიკული და რუსული კომპანიები ხვდებოდნენ, რუსული Ми-28НЭ ამერიკული АН-64D Apache Longbow-ისგან დამარცხდა. ამ ტენდერის ფასი 1,4 მილიარდი დოლარი იყო.
შარშან რუსულმა მხარემ კიდევ ერთი ტენდერი წააგო ინდოეთში - ტენდერი 126 ცალ მრავალმიზნობრივ გამანადგურებელს ეხებოდა, რომელშიც ფრანდული Dassault-ის Rafale გამოვიდა გამარჯვებული. უფრო ადრე რუსულმა მხარემ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ტენდერი წააგო - ინდოეთის არმიამ რუსულ Ил-76-ეს ამერიკული C-130J-30 Super Hercules არჩია, კონტრაქტის ღირებულება 1 მილიარდი დოლარია.

Ил-78МКИ

ინდოეთი მსოფლიოში რუსული იარაღის უმსხვილეს იმპორტიორად ითვლება. წელს ინდურმა მხარემ იარაღის შესასყიდად 9,4 მილიარდი დოლარი გამოყო, აქედან უდიდესი ნაწილი (7,7 მილიარდი) რუსული საბრძოლო ტექნიკის შესყიდვაზე დაიხარჯა. ინდური კონტრაქტები მთელი რუსული იარაღის ექსპორტის 60% უდრის. წელს რუსეთმა ინდურ მხარეს 40 ერთეული Ми-17В-5, 21 ერთეული Су-30МКИ (იწარმოება ინდოეთში) და 9 МиГ-29К/КУБ მიაწოდა. ყველაზე ძვირად ღირებული რუსულ-ინდური პროექტი ეს ავიამზიდი Vikramaditya-ა. მისი ფასი 2,34 მილიარდი დოლარია და ჯერ კიდევ გამოცდების პროცესშია.
ამ ცოტა ხნის წინ ინდოეთმა გადაწყვიტა თავისი იარაღის მიმწოდებლების გამრავალფეროვნება, რათა არ ყოფილიყო დამოკიდებული მხოლოდ ერთ ქვეყანაზე. ამას ინდოეთის კანონმდებლობა ადასტურებს - რომლის თანახმადაც არ შეიძლება სამხედრო ტექნიკის მხოლოდ ერთი მიმწოდებლისგან შეძენა. ამას იყენებენ ამერიკული, ევროპული და ებრაული კომპანიები და ინდურ მხარეს ტექნოლოგიის უკანასკნლე მიღწევებს სთავაზობენ და ყველაფერთან ერთად რუსულ პრაქტიკას იყენებენ და წარმოების ლიცენზიის გადაცემაზეც არ ამბობენ უარს.

ბოლო წლებში აშშ-მ მოახერხა ინდოეთისთვის 8 მილიარდი დოლარის იარაღის მიყიდვა. ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ხელი მოაწერეს ამერიკულ კომპანიებთან 10 ერთეული С-17 Globemaster III, ექვსი ერტეული C-130 Super Hercules და რვა ერთეული საზღვაო პატრულირების ASW P-8i შესყიდვის კონტრაქტს. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს დამატებით ექვსი C-130 Super Hercules-ის და ოთხი ერთეული P-8i-ს შესყიდვის შესახებ.