Monday, April 11, 2016

აშშ-სა და რუსეთის ბირთვული პოტენციალის შედარება


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს 2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით აშშ–სა და რუსეთის ფედერაციის ბირთვული არსენალის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. მონაცემები “სტრატეგიული შეკავების იარაღის” ხელშეკრულების თანახმად ქვეყნდება. 

წყარო:


წინა წლების დინამიკა შემდეგნაირად გამოიყურება:


წყარო:

Sunday, April 10, 2016

აზერბაიჯანის არმიის ნაალაფარი

მთიან ყარაბახში აზერბაიჯანლების მიერ ხელში ჩაგდებული სომხური არმიის შეიარაღება

აზერბაიჯანელი სამხედროები დაკავებულ სიმაღლეებზე

Saturday, April 9, 2016

რუსული ვერტმფრენები Ми-35М, Ми-28Н და Ка-52 სირიაში, ავიაბაზა შაირათზე

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელზეც ასახულია სირიაში მდებარე რუსული ავიაბაზა "შაირათი" (მდებარეობს ქალაქ ჰოლმსიდან სამხრეთ აღმოსავლეთით 38 კილომეტრში). ვიდეოში ჩანს რუსეთის საარმიო ავიაციის კუთვნილი მოიერიშე ვერტმფრენები Ми-35М, Ми-28Н და Ка-52.

ასევე ჟურნალ "Jane's Defence Weekly"-ში ჯერემი ბინნიეს (Jeremy Binnie) სტატიაში, სახელწოდებით "Russia forward deploys new attack helicopters in Syria", გამოქვეყნებულია შაირათის აეროდრომის სპუტნიკური ფოტოსურათი, რომლის თანახმადაც ავიაბაზაზე ოთხი ცალი Ка-52, სამი Ми-28Н, ოთხი Ми-24/35 და ერთი Ми-8 არის განთავსებული.

წყარო:

სამხედრო აეროპორტი Миллерово - 20 მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су30СМ უკრაინის საზღვართან

კომპანია Airbus Defence and Space გაავრცელა რუსეთის სჰაერო-კომოსური ძალების სამხედრო აეროდრომ მილლეროვოს (Миллерово) კოსმოსური ფოტოსურათი. აეროდრომი ქალაქ მილლეროვოდან ჩრდილო აღმოსავლეთით 5 კილომეტრში მდებარეობს. ფოტოსურათზე 20 ცალი მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-30СМ არის დაფიქსირებული. 

აღსანიშნავია რომ აეროდრომიდან უკრაინის საზღვრამდე სულ რაღაცა 18 კილომეტრია. ქალაქ დონეცკამდე 205. ამგვარად რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები საჭიროების შემთხვევაში მთლიანად უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში შეძლებს საჰაერო მხარდაჭერისა და მოძრაობის კონტროლის განხორციელებას.

რუსმა გამნაღმველებმა ქალაქ პალმირას ისტორიული ნაწილის გაწმენდა დაიწყეს

რუსი გამნაღმველები სირიაში, ქალაქ პალმირას ისტორიული ნაწილის გაწმენდის მომენტში

ეკზოსკელეტი ტანკისთვის

სირიელები კვლავ გვაოცებენ


ქსმ Ajax-ის საცეცხლე გამოცდები

უელსში, რანდორის სასროლეთზე, ბრიტანეთის არმიის პერსპექტიულმა ქსმ Ajax-მა (მანქანის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - SCOUT SV - ბრიტანეტის არმიის მრავალფუნქციური პლატფორმა) პირველი საცეცხლე გამოცდები განახორციელა. მანქანამ სროლა სტატიკური მდგომარეობიდან მოახდინა, შემოწმებული იქნა 40მმ-ნი ქვემეხისა და ტყვიამფრქვევის სტაბილიზაცია.
შემდეგი გამოცდა ამ წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. გამოცდებზე სრულებით აღჭურვილი მანქანა იქნება გამოყვანილი.

ბრიტანეთის არმიის პერსპექტიულმა ქსმ Ajax რანდორის სასროლეთზე საცეცხლე გამოცდების დროს

Friday, April 8, 2016

ფრანგულ-გერმანული ბრიგადა ლიტვაში ჩავიდა


2016 წლის 8 აპრილი - ბუნდესვერის ქვეითთა 291-ე ფრანგულ-გერმანული ბრიგადის ლიტვაში ჩასვლის მომენტი. ქვედანაყოფის სწავლება "Šeštokai" მიიღებს მონაწილეობას.