ბოლო წლის განმავლობაში ბლოგში არაერთხელ ვწერდი აშშ-ს არმიის ჯავშანტექნიკისთვის აქტიური დაცვის (ადს) კომპლექსების შესყიდვის შესახებ.
თემატური სტატიები იხილეთ ბმულებზე:
შეგახსენებთ რომ ჯავშანტექნიკის 3 სახეობისთვის 3 სხვადასხვა ტიპის ადს-ის შერჩევა მიმდინარეობდა, ესენია: M1A2SEP v.3 Abrams-ზე ებრაული Rafael-ის წარმოების Trophy, Bradley-ზე ებრაული IMI-ს Iron Fist, ხოლო Stryker-ზე ამერიკული Aris Corporation-ის Iron Curtain. პირველმა კომპლექსმა გამოცდები წარმატებით გაიარა და სერიაშიც წავიდა, მალე ამ კომპლექსით აშშ-ს არმიის 4 ჯავშანსატაკო ბრიგადა აღიჭურვება.
Iron Curtain-ით აღჭურვილი ამერიკული არმიის Stryker-ი გამოცდებზე
Iron Fist-ის გამოცდები გრძელდება და ჯერ კიდევ გაურკვეველია მისი ბედი. რაც შეეხება მესამე, ამერიკული წარმოშობის კომპლექსს, 24 აგვისტოს, აშშ-ს არმიამ Iron Curtain-ზე უარი ოფიციალურად განაცხადა. გამოცდება უჩვენეს რომ, სისტემა უმეტეს შემთხვევებში ანადგურებდა საფრთხეებს, მაგრამ ის ჯერ არ იყო საიმედოობის სათანადო დონემდე მიყვანილი. თავისი როლი ამ უარყოფით მაჩვენებლებში რლს-ის შეცვლამაც ითამაშა: თავდაპირველად კომპლექსი ამერიკული Mustang Technology Group-სის მიერ წარმოებული Mustang-ის ტიპის რლს-ით იყო აღჭურვილი. ამ რადიოლოკაციურმა სადგურმა თავი ვერ გამოიჩინა და ის ებრაული Rada-ს RPS-10-ით შეცვალეს. მაგრამ როგორც ჩანს ახალი რლს-ის ინტეგრაციამ ბევრი დრო წაიღო და Aris Corporation-მა ვერ მოახერხა მისი აშშ-ს არმიისთვის დამაკმაყოფილებელ კონდიციამდე მიყვანა.
Iron Curtain-ის პროგრამიდან გამოვარდნა, ქსმ Bradley და ჯტრ Stryker-ზე ებრაული წარმოების ადს-ის დაყენების შანსებს საგრძნობლად ზრდის. ებრაულმა Rafael-მა ამ ფაქტთან დაკავშირებით, IMI-ს Iron Fist-ის გვერდით, გამოცდებზე საკუთარი Trophy VPS-იც წარადგინა, კომპლექსი განკუთვნილია როგორც Stryker-ისთვის, ასევე Bradley-სთვის. Trophy VPS (Vehicle Protection System) – ეს Trophy-ს შემსუბუქებული ვარიანტია და ის სხვადასხვა სახის ჯტრ-ებისა და ქსმ-ების დასაცავადაა განკუთვნილი.
ებრაული IMI-ს Iron Fist-ით აღჭურვილი Bradley
Rafael-ის ახალი შეთავაზება - Trophy VPS
ებრაული სისტემების პოტენციურ კონკურენტად, გერმანული Rheinmetal-ის ADS (Active Defense System) განიხილება. ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკული არმიის გადაწყუვეტილება 2019 წლის პირველ კავრტალში გახდება ცნობილი.
No comments:
Post a Comment