Friday, December 7, 2012

სამი ახალი Су-35С


გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოების, КнААПО–ს  (Комсомольское-на-Амуре авиационное производственное объединение имени Ю.А. Гагарина) პრეს–სამსახურმა გამოაქვეყნა რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალებისთვის აწყობილი ახალი სამი Су-35С–იდან ერთერთის სურათები – საბორტე ნომერი "წითელი 06" (სერიული ნომერი 01–06). ცნობილია რომ სამი ახალი Су-35С, რომლებიც კომპანიამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან 2009 წელს გაფორმებული 48 მანქანიანი კონტრაქტის მიხედვით ააწყო, უკვე გადის საფრენოსნო გამოცდებს. ამ თვითმფრინავების საბორტე ნომრებია "წითელი 05" (სერიული ნომერი 01–05), "წითელი 06" (სერიული ნომერი 01–06) და "წითელი 07" (სერიული ნომერი 01–07) და შეღებილი არიან რუსეთის საჰაერო ძალების ახალ ფერებში – მუქი–ნაცრისფერი ზედა და ცისფერი ქვედა მხარე.
სამივე მანქანა დეკემბრის ბოლოს რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალებს უნდა გადაეცეს. სავარაუდოდ წლის ბოლოს დამატებით კიდევ სამი მანქანა იქნება მიწოდებული. არსებული ინფორმაციით ეს ექვსი გამანადგურებელი გადაცემული იქნება ლიპეცკში მდებარე, სამხედრო–საჰაერო ძალების პირადი შემადგენლობის გადამზადებისა და საბრძოლო გამოყენების მე–4,  ჩკალოვის სახელობის ცენტრში. მთლიანობაში უკვე 7 ცალი Су-35С აწყობილი.




სურათების წყარო:
Су-35С для ВВС России

Thursday, December 6, 2012

ისევ სამხრეთ სამხედრო ოლქი

2012 წელს 250–ზე მეტი ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი და საბრძოლო მანქანა მიეწოდა რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქს.

"2012 წელს სახშეკვეთის ფარგლებში ვლადიკავკაზის გაერთიანებულ სამხრეთ სამხედრო ოლქში შენაერთებმა და სამხედრო ნაწილებმა 250–ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ჯავშანტექნიკა მიიღო შეიარაღებაში" – იუწყება სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს–სამსახური.

მე–19 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის БТР-82А




























მხსენებაში საუბარია იმაზე რომ ოლქის არტილერისტებმა შეიარაღებაში მიიღეს ისეთი მოდერნიზირებული ტექნიკა, როგორებიცაა – თვითმავალი საარტილერიო დანადგარები "Мста-С", "Акация", "Гвоздика", ნაღმტყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსები "Штурм-С" და "Хризантема-С". 
ოლქის მოტომსროლელთა ბრიგადები აგრძელებენ ტანკების ახლი და მოდერნიზირებული მოდელების მირებას – Т-90А, და Т-72БМ, ასევე ბრიგადებს მიეწოდება ქვეითთა საბრძოლო მანქანები БМП-3ები და ჯავშანტრანსპორტიორი БТР-82А–ები.

მე–19 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის Мста-С–ები





















წყარო:

Wednesday, December 5, 2012

ახალი რუსული პროექტი – აირტურბინული ძრავით და ელექტრო ტრანსმისიით აღჭურვილი ქვეითთა საბრძოლო მანქანა "Рыцарь"

რუსეთში, კომპანია "СКБМ" (Специальное конструкторское бюро машиностроения) დაიწყო მუშაობა პერსპექტიულ ქვეითთა სავრძოლო მანქანის პროგრამაზე, სახელქოდებით "Рыцарь" (რაინდი). ამის შესახებ კომპანიის ვებ–გვერდზე განთავსებულ ყოველწლიურ ანგარიშშია საუბარი:
Годовой отчет ОАО «Специальное конструкторское бюро машиностроения»за 2011 год.



დოკუმენტში ასევე სხვა საინტერესო პროექტებიცაა განხილული:


20 მილიარდი დოლარი რუსეთისგან თურქეთს ატომური ელექტროსადგურის ასაგებად

რუსეთის პრესიდენტმა, ვლადიმირ პუტრინმა, თურქეთის პრემიერ მინისტრ ერდოღანთან გუშინდელ შეხვედრაზე განაცხადა – "რუსეთი მზადაა უზარმაზარი თანხით დააფინანსოს თურქეთში, აკუგიუში, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა და ამ პროგრამიდან მოგებას ორივე მხარე ნახავს".

"საუბარია ძაან დიდ და ბევრის მომცემ სამუშაოზე და მინდა ხაზი გავუსვა რომ ამ მიზნით რუსეთი საკმაოდ დიდ თანხას – 20 მილიარდ დოლარს გამოყოფს თურქეთისთვის" – განაცხადა პუტინმა. "ჩვენ სრულებით დავაფინანსებთ სამუშაოებს. გამოყოფილი თანხის არა ნაკლებ 25% წავა თურქეთში ახალი სამუშაოების შესაქმნელად". ასევე პუტინის განცხადების თანახმად ასზე მეტმა თურქმა მეცნიერმა ამ დარგში უკვე გაიარა მომზადება რუსეთში.
პუტინმა და ერდოღანმა ასევე განიხილეს რუსეთიდან თურქეთისთვის გაზსადენი Blue Stream–ის მეშვეობით დამატებითი ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი. 2011 წელს თურქეთმა რუსეთიდან 26 მილიარდი კუბური მეტრი ფიზიკური აირის იმპორტირება მოახდინა, აქედან 16 მილიარდი კუბური მეტრი Blue Stream–ის საშუალებით.
რუსეთის ფედერაციის ენერგო რესურსების მინისტრმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა რომ თურქეთს ამ რაოდენობის 3 მილიარდი კუბური მეტრით გაზრდა სურს და ამ საკითხის მოგვარებაზე ორ ქვეყანას შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება გაზსადენი South Stream, რომლის მშენებლობა მომავალ კვირას დაიწყება და 2015 წელს დასრულდება.


P.S. საკმაოდ სერიოზულ გეოსტრატეგიულ თამაშთანა გვაქვს საქმე – წინა კვირას რუსული საბრძოლო ხომალდები ღაზას სექტორთან იმყოფებოდა (აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა – Москва Vs Iwo Jima), რითაც საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნიდა დასავლელ პარტნიორებს. მანამდე თურქეთსა და რუსეთს შორის საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა რუსული თვითმფრინავის გადაჭერის გამო. მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აშკარა მოწმობს იმაზე რომ დასავლეთსა (უფრო აშშ–სა) და რუსეთს შორის ვაჭრობა შესდგა – ორივე მხარემ გარკვეული პოზიციები დასთმო და საპასუხოდ მოგებაც მიიღო. დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები, რომელთა ეპიცენტრშიც ისევ და ისევ სირია უნდა იყოს ჩემის აზრით.

Tuesday, December 4, 2012

პაკისტანური ბალისტიკური რაკეტა Ghauri/Hatf–V–ის წარუმატებელი გაშვება (?)

28 ნოემბერს პაკისტანის თავდაცვის სამინისტრომ ბალისტიკური რაკეტა Ghauri/Hatf–V–ის წარმატებული გამოცდის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
თუმცაღა პაკისტანური მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რაკეტის ნაწილი სიდის ოლქის სამხრეთით ჩამოვარდა, ეს ადგილი ტრაექტორიაზეა, მაგრამ მიზნიდა ძალიან შორსაა რაც სავარაუდოდ იმას მოწმობს რომ რაკეტა ჰაერში დაიშალა.


რაკეტის ნაწილები დასახლებულ პუნკტთან ჩამოცვივდა, მაგრამ მალევე იქნა გადატანილი სამხედროებისა და პოლიციის დახმარებით. პაკისტანის სამხედრო მმართველობის განცხადების თანახმად ეს რაკეტის პირველი ამაჩქარებელი საფეხურის ნაწილებია, რომელიც რაკეტას ფრენის დროს დასცილდა, მაგრამ როგორც რაკეტის ნარჩენებიდან ჩანს ერთერთ ნაწილზე წარწერაა – "Flight Control Computer", რაც არანაირად არ ემთხვევა პაკისტანური მხარის განცხადებას რომ ეს პირველი საფეხურის ნარჩენებია – ყველაზე სავარაუდოდ ეს მეორე საფეხურის ნარჩენებია, რომელშიც საბრძოლო ქობინი და ფრენის მართვის აპარატურაა მოთავსებული.



























წყარო:
Hatf-V/Ghauri test fails, missile crashes in Pakistani village

კიდევ ერთი ამერიკული უპილოტო ირანელების ხელში

ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების მთავარსარდლის განცხადებით მათ შეძლეს ამერიკის საზღვაო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატის, Scan Eagle–ს ხელში ჩაგდება იმ დროს როდესაც ის სპარსეთის ყურის თავზე სადაზვერვო მისიას ასრულებდა. რა თქმა უნდა ეს არაა ისეთი მეწინავე და სტელს ტექნოლოგიებით შექმნილი უპილოტო, როგორიც შარშან ირანელების მიერ ჩამოგდებული RQ-170 Sentinel–ია, მაგრამ მაინც საკმარისი დარტყმაა ამერიკული ღირსებისთვის, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით რომ სავარაუდოდ ეს ბოლოც მართვის ხაზის გადაჭერის საშუალებით იქნა გაუვნებელყოფილი – ირანელი კონტრ ადმირალი Ali Fadavi–ს თანახმად Scan Eagle–ს გადაჭერა სპარსეთის ყურის თავზე იმავე ხერხით განხორციელდა, რომლითაც შარშან RQ-170 Sentinel–ის დატყვევება მოხდა. აშშ–ს საზღვაო ძალებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.




Scan Eagle პატარა, უპილოტო საფრენი აპარატია, რომლის აფრენაც კატაპულტის საშუალებით ხორციელდება, დაწვრილებით მის შესახებ: ScanEagle


ScanEagle–ს მართვის ცენტრი

Scan Eagle ირანელების ხელში



წყარო:


P.S. უკვე ჩვევაში გადაეზარდა ირანს ამერიკული უპილოტოების კოდების გატეხვა (თუ რა თქმა უნდა ეს მართალია).

Ramstein Rover-2012

5–დან 21 სექტემბრამდე ჩეხეთში მიმდინარეობდა NATO–ს ავიამაკორეკტირებლების საერთაშორისო სწავლება, რომელსაც ორგანიზირებას უკეთებს NATO–ს სამხედრო–საჰაერო ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა (გერმანია, ბაზა რამშტეინი).


სწავლებაში მონაწილეობდა ოცდაათამდე ავიაკონტროლიორი და თხუთმეტამდე ინსტრუქტორი. სწავლებაში ასევე მონაწილეობდნენ შემდეგი საფრენი აპარატები – თურქული F-16, ამერიკული A-10, ჩეხური L-159, L-39, Ми-24, Ми-171, Ми-17, სლოვაკური L-39 და Ми-17, გერმანული Learjet და PC-9 და ბრიტანული KC-135.










დამატებით ფოტოები:

Monday, December 3, 2012

პირველი ინდური თვითმავალი ჰაუბიცა


India Today.in–ის თანახმად – "ინდურმა საწარმოო ჯგუფმა Tata–მ დღეს ნიუ–დელიში წარადგინა ახალი 155მმ–ნი მობილური ჰაუბიცა, რომელიც ამ სფეროში პირველი ინდური ნაწარმია".


52 კალიბრის სიგრძის ლულის მქონე, 155მმ–ანი ჰაუბიცა შვედური კომპანია Bofors–ის ტექნოლოგიებითაა შექმნილი და განთავსებულია 8x–სავალი ფორმულის მქონე სატვირთოზე. არტსისტემა შექმნილია პროგრამა Mounted Gun Project–ის ფარგლებში, Tata Power Strategic Electronics Division–ის მიერ. სისტემას სამი წუთის განმავლობაში 40 კილომეტრზე ექვსი ჭურვის სროა შეუძლია.
ხვალ ეს სისტემები მანეკშაუში, საარმიო სემინარზე იქნება წარდგენილი. ბოლო 25 წლის განმავლობაში ინდოეთმა კორუპციული სკანდალების გამო ვერ შეძლო ჰაუბიცების იმპორტირება. ბოლო ხელშეკრულება 1987 წელს შვედებთან გაფორმდა (410 ცალი ჰაუბიცა FH-77B), მას შემდეგ არმიის ჰაუბიცების პარკი არ განახლებულა. საწყის ეტაპზე ინდოეთის არმია 814 ცალი საკუთარი წარმოების ჰაუბიცის შესყიდვას გეგმავს.
კომპანია Bofors–ის ჰაუბიცებმა 1999 წელს, კარგილეს კონფლიქტში თავი შესანიშნავად გამოიჩინეს. მთლიანობაში ინდოეთი 2200 ცალი ახალი ჰაუბიცის შესყიდვას გეგმავდა, რომლებიც ხუთ სხვადასხვა ვარიანტში უნდა ყოფილიყო, მაგრამ კორუპციული სკანდალის გამო, რომელშიც ჩარეულები აღმოჩნდნენ ისეთი ფირმები, როგოებიც არიან Rheinmetall, Singapore Technologies Kinetics, Soltam და Denel, ვერ მოხერხდა ამ გეგმის განორციელება.

ჰაუბიცა FH-77B კარგილეს კონფლიქტში


წყარო:

Tata to unveil India's first indigenous 155 mm Bofors-type howitzer

OPFOR გერმანულად

გერამანული Leopard-2, რომელიც საბჭოთა T-80 გამოსახავს


მიზნის ავტომატურად მიყოლა ცეცხლსასროლ იარაღზე


მიზნის ავტომატურად მიყოლის ფუნქცია უკვე დიდი ხანია არსებობს ავიაციაში და ასევე ინერგება ჯავშანექნიკის ცეცხლის მართვის კომპლექსშიც – ამჯერად ეს ფუნქცია ქვეითის ცეცხლსასროლ იარაღშიც გამოჩნდა.



სამიზნე იწარმოება კომპანია ΤrackingPoint–ის მიერ. როგორც მწარმოებელი იუწყება – სამიზნე კომპლექს «Intelligent Digital Tracking Scopes» შეუძლია ავტომატურად განახორციელოს სამიზნის ჩაჭერა და მისი მიყოლა.




წყარო:
http://tracking-point.com/