Tuesday, March 24, 2015

"Армата" ახლოდან


ინტერნეტი უკვე აფეთქდა ხალი თაობის რუსული ჯავშანტექნიკის ფოტოებით, ამჯერად უკვე ვიდეოც გამოქვეყნდა. ვიდეოზე აღბეჭდილია პერსპექტიული რუსული ტანკი, Т-14 "Армата", იგივე "Объект–148".



თვითონ ვიდეო:

Monday, March 23, 2015

აშშ–ს გამანადგურებლები აღმოსავლეთ ევროპაში

 პარასკევს, 20 მარტს, გამანადგურებელთა 31–ე ფრთის 510–ე ესკადრილიის 14 ცალი F–16 იტალიიდან, ავიაბაზა ავიანოდან, რომელოიც მუდმივი დისლოკაციის ადგილია, ესტონეთში, ემარის აეროდრომზე გადაფრინდნენ. მათთან ერთად ესტონეთში მომსახურე პერსონალის 280 კაციანი ჯგუფიც იქნა გადასროლილი.
გეგმის მიხედვით ამერიკული გამანადგურებლები ესტონეთში 17 აპრილამდე დარჩებიან და მონაწილეობას მიიღებენ როგორს ესტონეთის ასევე ფინეთისა და შვედეთის საჰაერო ძალებთან ერთობლივ სწავლებებში.


წყარო:



18 მარტს, გერმანიიდან რუმენთში, კამპია ტურიზიის (Campia Turzii) აეროდრომზე, 10 ცალი F–16 იქნა გადასროლილი. გამანადგურებლებტან ერთად რუმინეთში 100–მდე მომსახურე პერსონალიც შაფრინდა.
ამერიკელები რუმინეთში 27 მარტამდე დარჩებიან და რუმინეთის საჰაერო ძალებთან ერთობლივ საჰაერო სწავლება "Dacian Warhawk"–ში მიიღებენ მონაწილეობას. 


წყარო:
USAFE, Romanian Airmen kick off Dacian Warhawk

თვითმავალი ჰაუბიცა 2С35 "Коалиция-СВ" აღლუმისთვის ემზადება

პერსპექტიული რუსული 152მმ–ნი თვითმავალი ჰაუბიცა 2С35 "Коалиция-СВ" 9 მაისის აღლუმისთვის ემზადება

მანქანის კოშკურის მარცხენა ბორტის ფოტო საგამოცდო მოდენიდან

Sunday, March 22, 2015

დღის ფოტო – კრეისერი "Киров" ამერიკელების სამიზნეში

ატომური სარაკეტო კრეისერი "კიროვი" (Киров) ამერიკული წყალქვეშა ნავის, USS "Guardfish"–ის, პერისკოპში

Monday, March 16, 2015

აშშ–ს ტანკები ლიტვაში

ლიტვაში, რკინიგზის სადგურ გაიჟუანში, 15 მარტს, ამერიკული სამხედრო ტექნიკის პირველი პარტია ჩავიდა. ტექნიკა ლიტველ სამხედროებთან ერთობლივ სწავლებაში იქნება გამოყენებული.
"ტექნიკა უკვე ჩამოვიდა, ამჟამად მისი ჩამოტვირთვა მიმდინარეობს, მას დისლოკაციის ადგილისკენ გასაგზავნად ამზადებენ", – განუცხადა BNS–ს ლიტვის სახმელეთო ჯარების უფროსმა ლეიტენანტმა, ანდრიუს დილდამ.
ლიტვაში ჩასული აშშ–ს არმიის ახალი ცვლა 150 სამხედრო მოსამსახურისგან და ხუთი ცალი ტანკი M1A2 Abrams–გან შესდგება. ეს და კიდევ სხვა ტექნიკა რუკლაში იქნება დისლოცირებული.
როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იუოზას ოლეკასმა განაცხადა, ლიტვაში მოკავშირეების ყოფნა ეს არის "გზავნილი მათთვის ვისაც შეუძლია რეგიონში მშვიდობა დაარღვიოს და ვისთვისაც უცხოა ის ფასეულობები, რომლებსაც ბოლო 25 წელია ასე ვუფრთხილდებით".

ამერიკელი სამხედროები პოლონეთში და ბალტიისპირეთში 2014 წლიდან დისლოცირდებიან.


წყარო: