Monday, September 30, 2019

SIG SAUER NGSW-Rifle - ვიდეო

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ყოფილი ჯარისკაცი და აშშ-ს სენატორი, ტომ კოტტონი, არკანზასში, ქალაქ ჯექსონვილში მდებარე SIG SAUER-ის ტყვიაწამლის ქარხანას ეწვია, სადაც მას აშშ-ს მომავლის შაშხანის კონკურსში მონაწილე NGSW-Rifle-ს და მისი ჰიბრიდული ვაზნების პირადად გატესტვის საშუალება მიეცა.


ვიდეოდან ერთი საკმაოდ საინტერესო მომენტი ირკვევა - შაშხანას, მიუხედავად იმისა რომ ორფეხეაზე დგას და თვითონ მსროლელიც შთამბეჭდავი ზომისს, საკმაოდ სერიოზული უკუცემა აქვს. რას იზამენ ავტომატური ცეცხლის შემთხვევაში გაუგებარია.

კონკურსის შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა:

Sunday, September 29, 2019

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ეშელონირება

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

რადგანაც ჰიპერბგერითი ტექნოლოგიები თანამედროვე რაკეტების შესაძლებლობების რადიკალურ ტრანსფორმაციას იწვევს, სისტემები, რომლებიც მათგან დასაცავად გამოიყიენება, განვითარების უწყვეტ ციკლში იმყოფებიან. მრავალშრიანი თავდაცვითი საშუალებები მოიცავს მძლავრ ლოკაციურ რადარებს, მეწინავე კომპიუტერულ ანალიზს, გზაგადამჭრელ რაკეტებს და ამ ბოლომ დროს ძაან გავრცელებულ მიმართული ენერგიის შეიარაღებას (ლაზერებს). აღნიშნული საშუალებები გადამწყვეტ როლს თამაშობენ როგორც კონტინენტური, ასევე საექსპედიციო ანტისარაკეტო თავდაცვის ინტეგრირებულ ქსელებში.

"რაკეტა შესანიშნავად მუშაობდა, თუ არ ჩავთვლით იმას რომ არასწორ პლანეტაზე დაეშვა" (The rocket worked perfectly, except for landing on the wrong planet) - განაცხადა ვერნერ ფონ ბრაუნმა, მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში ლონდონზე წარმატებული სარაკეტო იერიშების შედმეგ.

პირველივე დღეებიდან, ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს და მათგან თავდაცვის საშუალებებს შორის ტექნოლოგიური "კატა-თაგვობანას" თამაშ მიმდინარეობს, რაც როგორ თავდამსხმელებს, ასევე თავდამცველებს, მუდმივი ტაქტიკური და სტრატეგიული სტრიმის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

რაკეტა LGM-118A Peacekeeper-ის განცალკევებადი, თვითამიზნებადი ქობინის ბლოკების შემოსვლის მომენტი ატმოსფეროში

ბოლო წლებში "განცალკევებადი, ინდივიდუალური თვითდამიზნებადი ბლოკებით აღჭურვილი ქობინების" და ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტების გამოჩენა საგრძნობლად აფერხებდა საიმედო, ეკონომიკურა ეფექტური და გადარჩენადობის მაღალი ხარისხის მქონე ანტისარაკეტო თავდაცვის შექმნას. საპასუხოდ აშშ-მ, რუსეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, ისრაელმა და საფრანგეთმა დიდი თანხები ჩადეს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბაზირების ანტისარაკეტო სისტემების შექმნაში. 

წარსულში რეიგანის ადმინისტრაციის მიერ წამოყენებული "სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივის" (Strategic Defence Initiative - SDI) პოსტულატი, რომელიც უპირატესობას ანიჭებდა კოსმოსურ, კერძოდ კი ლაზერით აღჭურვილ თანამგზავრებს, როგორც ეკონომიკურად ეფექტურ და სიცოცხლისუნარიან ანტისარაკეტო სისტემას, ერთ-ერთი მიზეზი გახდა სსრკ-ს ეკონომიკური კოლაფსისა და თვითონ აშშ მიიყვანა თავისი ფინანსური და საწარმოო შესაძლებლობების ზღვარზე.

მაგრამ რაკეტების სირთულე, რომელიც შერწყმულია სიჩქარესთან, მანევრულობასთან და სისტემის ორიენტაციის ცვლასთან, ტაქტიკური და სტრატეგიული ანტისარაკეტო თავდაცვისგან მრავალშრიან მიდგომას მოითხოვს, რითაც მას ფასსა და სირთულეს უმატებს. ანტისარაკეტო თავდაცვა სამ დონედ იყოფა და თვითოეული მათგანი ტექნოლოგიებისა და პლატფორმების სხვადასხვა დონეს მოითხოვს. ქვემოთ ამოთვლილია მაგალითები:

ტაქტიკური: მისი დანიშნულებას ახლო მანძილე მოქმედ, 1,5კმ/წმ-ზე ნაკლები სიჩქარის მქონე ტაქტიკურ, ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძლა წარმოადგენს. ტაქტიკურ რსთ სისტემებს, როგორც წესი ახასიათებს მცირე მანძილზე მოქმედება (20-დან 80 კილომეტრამდე), იცავენ მსხვილი ინფრასტრუქტურის მქონე რაიონებს, მათ შორის ქალაქებს, პორტებს, აეროდრომებს და მეწინავე სამხედრო ბაზებს. დღეისთვის მსგავს სისტემებს განეკუთვნებიან ამერიკული MIM-104 Patriot, ებრაული Iron Dome და რუსული С-300В. 
ოპერატიული: მისი დანიშნულებას საშუალო მანძილე მოქმედ, 3კმ/წმ სიჩქარის მქონე, ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძლა წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს საბრძოლო მოქმედებების ლოკალური რაიონის თავდაცვას (როგორც ჩვეულებრივ რამდენიმე ასეული კილომეტრის რადიუსში). დღეისთვის მსგავს სისტემებს განეკუთვნება ამერიკული THAAD, ებრაული Arrow და რუსული С-400. 
სტრატეგიული: მისი დანიშნულებას, 7კმ/წმ სიჩქარის მქონე, საკონტინენტთაშოიროს ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძლა წარმოადგენს. ეს სისტემები სენსორების, კომპიუტერულ სისტემებსა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტების რთულ ქსელს ეფუძნება. დღეისთვის მსგავს სისტემებს განეკუთვნება რუსული А-135, რომელიც იცავს მოსკოვს და ამერიკული GMD (Ground-Based Midcourse Defense).

რსთ-ს ეშელონირების ამერიკული პარადიგმა

მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვითი სისტემების როლები და შესაძლებლობები ასე კონკრეტულადაა განსაზღვრული, სარაკეტო სისტემების სწრაფი განვიტარება და მათი მობილურობა და სისწრაფე ასიმეტრიულ საფრთხეებთან ერთად, ქმნიან სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც ანალოგიურად მოქნილ და შთამბეჭდავ პასუხს მოითხოვენ, რათა ეფექტურად მოხდეს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვა. ვნახოთ უახლოეს წლებში რას შემოგვთავაზებს სამხედრო მრეწველობა.

Saturday, September 28, 2019

AH-64D მაღალი ძაბვის კაბელების წინააღმდეგ

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

Apache AH-64-მა მაღალი ძაბვის კაბელებთან შეტაკებას გაუძლო. გუშინ 26 სექტემბერს, ამერიკული ვერტმფრენი გერმანიაში სასწავლო ფრენის დროს მაღალი ელექტროძაბვის კაბელებს შეეჯახა.


აშშ-ს არმიის მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადის (2th Combat Aviation Brigade) მოიერიშე ვერტმფრენი Apache AH-64D სასწავლო ფრენას ასრულებდა. ფრანკფურტის ჩრდილოეთით, სოფელ ლინდენთან, ვერტმფრენი ელექტროგაყვანილობის კაბელებს წამოედო და ექსტრემალური დაშვება განახორციელა.

როგორც გერმანული მხარე იუწყება - ვერტმფრანმა 110 კილოვატიანი ექვსი კაბელი გაწყვიტა, ერთ-ერთი ელექტროანძა წაიქცა, მეორემ სერიოზული დაზიანებები მიიღო. შეჯახების შემდეგ ვერტმფრენმა ახლომდებარე მინდორში ავარიული დაშვება განახორციელა. ვერტმფრენის დაზიანებები ფოტოს მიხედვით შეგიძლიათ შეაფასოთ.

პრინცი ჰარი ნაღმების წინააღმდეგ

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

პრინცმა ჰარიმ, ლედი დიანასავით, დანაღმულ ველზე გაიარა.


სასსექსის ჰერცოგმა ჰარიმ, თავისი აფრიკული ტურნის ფრაგლებში ანგოლა მოინახულა, სადაც ნაწილობრივ გასუფთავებულ დანაღმულ ველზე გაიარა, რითაც თავისი დედის საქციელს მიაგო პატივი. 1997 წელს პრინცესა დაიანამ ნაწილობრივ გასუფთავებულ დანაღმულ ველზე გაიარა, რათა ნაღმებით დასახიჩრებული ადამიანებისადმი მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიექცია და მიეღწია ამ იარაღის გამოყენების აკრძალვისთვის.


ჰარიმ ქალაქ უამბოსთან დანაღმულ ველში გახსნილ ბილიკზე გაიარა, ამ ბილიკს ადგილობრივი მოსახლეობა იყენებს. ამას გარდა პრინცი შეხვდა იმ კლინიკის პაციენტებს, რომელიც დედამისმა მოინახულა თავის დროზე, ეს კლინიკა დღეს დიანას სახელს ატარებს.

Friday, September 27, 2019

უპილოტო «Охотник»-ის და Су-57-ის ერთობლივი ფრენა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


უახლესმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა "Охотник"-მა და მე-5 თაობის მრავალფუნქციურმა გამანადგურებელმა Су-57-მა, ერთობლივი, 30 წუთის ხანგრძლივობის, ფრენა განახორციელეს. როგორც ცნობილია, ეს ორი საფრენი აპარატი ერთ კომპლექსად იქმნება და მათი გამოყენება ინტეგრირებული ალგორითმით მოხდება.

Thursday, September 26, 2019

დღის ფოტო - დრონით გადაღებული პირველი მსოფლიო ომი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ბრიტანეთის არმიის ქვეითებმა Mk.V.-ის გვერდით ნახეს თავშესაფარი 

დამატებით კიდევ რამდენიმე ფოტო კონფლიქტიდან:

ჭურვით დაზიანებული გვერდითი ტურელი

თავშესაფრად გადაკეთებული დაზიანებული ტანკი

იერიშის დროს ტალახის ხაფანგში მოყოლილი ტანკები

მტრის შეცდომაში შესაყვანად ჩალისგან დამზადებული ტანკის მაკეტი

Wednesday, September 25, 2019

დღის ფოტო - ე-F-ები და ერთი B-ე

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ჩრდილოეთის ზღვაში ბრიტანეთის ორი F-35, აშშ-ს საჰაერო ძალების ორი F-15 და ერთიც სტრატეგიული ბომბდამშენი B-2

Tuesday, September 24, 2019

მსუბუქი ტანკი General Dynamics Griffin II

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ვირჯინიის შტატში, ქალაქ კვანტიკოში, 17-დან 19 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე ყოველწლიური გამოფენა Modern Day Marine-2019-ზე, კორპორაცია General Dynamics-მა, პირველად წარადგინა მის მიერ შემუშავების ეტაპზე მყოფი, მსუბუქი ტანკის -" Griffin II"-ის მოდელი. როგორც ცნობილია, აშშ-ს არმიამ ეს პროექტი კონკურს Mobile Protected Firepower (MPF)-ის ერთ-ერთ მონაწილედ აირჩია. ხოლო კონკურსის ფინალურ ეტაპზე მის კონკურენტად ВАЕ Systems-ის პროექტი დასახელდა.

Griffin II საცეცხლე გამოცდებზე (კოშკურა ჯავშან მოდულების გარეშე)

აშშ-ს არმიამ 2018 წლის დეკემბერში, ВАЕ Systems-სა და General Dynamics-ს, მუხლუხოვანი საცეცხლე მხარდაჭერის მაქნანის პროგრამის (Mobile Protected Firepower - MPF) ფარგლებში, მანქანების შექმნაზე გაუფორმა ხელშეკრულება. ВАЕ Systems-მა და General Dynamics-მა შესაბამისად 375,9 და 335 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღეს. თვითოეულმა კომპანიამ საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაოს (Engineering, Manufacturing, and Development - EMD) ფარგლებში თორმეტ-თორმეტი საცდელი პროტოტიპი უნდა ააწყოს. პროტოტიპების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში უნდა დაიწყოს და 18-19 თვის მერე უნდა დასრულდეს. 2021 ფინანსური წლის დასასრულისთვის აშშ-ს არმიამ, შედარებითი გამოცდების საფუძველზე, უნდა ამოარჩიოს გამარჯვებული პროექტი, რომლის სერიული წარმოებაც 2022 წელს უნდა დაიწყოს. პირველი წინასერიული პარტია 26 მანქანისგან იქნება შემდგარი, მომდევნო პარტია 28 მანქანიანი იქნება, ხოლო 2025 წლისთვის მანქანების სრულმაშტაბიანი წარმოებაა დაგეგმილი.

აერსებული პროგრამის ფარგლებში იგეგმება 504 ცალი სერიული MPF-ის შეძენა. პირველ რიგში ეს მანქანები ქვეით ბრიგადებში (Infantry Brigade Combat teams - IBCT) შესაქმნელად დაგეგმილი ცალკეული ასეულების აღსაჭურვად იქნება გამოყენებული (ასეულს 14 მანქანიანი საშტატო შემადგენლობა ექნება). რეგულარული არმიისა და ეროვნული გვარდიის არსებული 33 ქვეით ბრიგადაში თითო ასეთი ასეულის დაარსებაა დაგეგმილი. პირველმა მასეთმა ასეულმა საბრძოლო მზადყოფნას 2025 წელს უნდა მიაღწიოს.

Mobile Protected Firepower (MPF) აშშ-ს არმიამ 2015 წელს წამოიწყო, მის ფარგლებში დაგეგმილი იყო მაქსიმუმ 32 ტონიანი მანქანის შექმნა (ბოლო მონაცემების თანახმად ლიმიტი 38 ტონამდე გაიზარდა - თუმცა არაა გამორიცხული რომ მოკლე ტონებზე იყოს საუბარი), რომელიც აღჭურვილი იქნებოდა 105 ან 120 მილიმეტრიანი ქვემეხითა და აქტიური დაცვის სისტემით. ჩანაფიქრის თანახმად, MPF-ს უფრო მაღალი ოპერატიული და ტაქტიკური ამძრაობა ექნება, ვიდრე მის უფროს ძმას Abrams-ს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ВАЕ Systems-ი პროგრამაში მსუბუქი ტანკის - М8 Armored Gun Systems (AGS) Buford-ის განახლებული ვერსიით მონაწილეობს. აღნიშნული მანქანა საჰაერო-სადესანტო შენაერთებში М551 Sheridan-ის შესაცვლელად 80-იანების ბოლოს - 90-იანების დასაწყისში კომპანია FMC-იმ შექმნა (შემდეგში გადავიდა United Defense-ს მფლობელობაში და ამჟამად ВАЕ Systems-ს ეკუთვნის). 1995 წელს М8 აშშ-ს არმიის შეიარაღებაზე იქნა მიღებული, მაგრამ 1997 წელს, სერიული წარმოების დაწყებამდე, М8-ის პროგრამის ანულირება მოხდა, პირველ რიგში დაფინანსების შემცირების მიზეზით. ამ პერიოდში სულ 6 საცდელი ნიმუშის გამოშვება მოესწრო. მსუბუქი ტანკი М8, შესაცვლელი დაცვის ვარიანტიდან გამომდინარე, 19-დან 25 ტონამდე იწონის და ის ავტომატური დამტენით აღჭურვილი 105 მილიმეტრიანი M35 ტიპის ქვემეხითაა აღჭურვილი.

ВАЕ Systems-ის მიერ პროგრამაში მონაწილეობისთვის ტანკ М8 Armored Gun Systems (AGS) Buford-ის განახლებული ვარიანტი


ამის პარალელურად, პროგრამა MPF-ის ფარგლები, General Dynamics-ი შემკვეთს სრულიად თავიდან აწყობილ Griffin II-ს სთავაზობს - ზემოთ აღნიშნულ გამოფენამდე აღნიშნული მანქანის გარეგანი იერი უცნობი იყო. ცნობილია, რომ Griffin II ამ რამდენიმე წლის წინ წარდგენილი Griffin I-ის ბაზაზეა შექმნილი, რომელიც თავის მხრივ 120 მილიმეტრიანი  ХМ360-ი ტიპის ქვემეხით აღჭურვილი M1А2SEPv2 Abrams-ის კოშურის შემსუბუქებული და მოდიფიცირებული კოშკურით აღჭურვილ ASCOD 2-ის ბაზას წარმოადგენდა, იგივე ბაზა გამოყენებული ახალ ბრიტანულ ჯავშანმანქანა Ajax-ზე (ASCOD 2-ის შემქმნელი და მწარმოებელი General Dynamics-ის ევროპული შვილობილი კომპანიებია - ესპანური General Dynamics European Land Systems Santa Bárbara Sistemas და ავსტრიული General Dynamics European Land Systems - Steyr). Griffin I-ის კოშურის მთლიანი წონა 22 ტონიდან (ტანკ М1А2SEPv.2-ის კოშკურის წონა) ვითომდა 8 ტონამდე იქნა შემცირებული, ხოლო მთლიანად Griffin I-ის წონა 30 ტონაზე ნაკლებია (მთელი რიგი პუბლიკაციების თანახმად 27-28 ტონა).

გამოფენაზე პირველად წარდგენილი Griffin II-ის მაკეტი


ამასთან ინტერნეტში არსებული ცნობების თანახმად თვითონ Griffin II-ის საბრძოლო მასა MPF-ის ზღვრულ 38 ტონას უტოლდება. უნდა აღინიშნოს, რომ Griffin II-ის გავრცელებულ ფოტოებზე, კოშკურის ზომები ტანკის კოშურისთვის დამახასიათებელ ნორმალურ ზომებს დაუბრუნდა - მეტწილად ეს მასიური მოდულური ჯავშანდაცვის ბლოკების დამსახურებაა.

 Griffin II-ის კოშკურაზე მასიური მოდულური ჯავშან ბლოკები


ავსტრალის არმიამ პირველი Boxer მიიღო

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


24 სექტემბერს, Rheinmetall-მა ავსტრალიის არმიას, ბრისბონში, ენნიგერას სამხედრო ნაწილში, პირველი შეკვეთილი ჯტრ Boxer 8x8 გადასცა. მანქანა MPV ვერსიაშია (Multi Purpose Variant) შესრულებული და მისი გადაცემა ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვეში განხორციელდა.

თვითონ ხელშეკრულების შესახებ ინფირმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე - ავსტრალიის არმია 211 ცალი ქსმ Boxer-ს 3,3 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს


ავსტრალიის კონკურს Land 400-ის შესახებ, ბლოგზე განთავსებული ფოტო მასალა და ინფორმაცია იხილეთ მოყვანილ ბმულებზე:

ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთში დაღუპულ ქართველ მეომარს პატივი მიაგეს

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

გუშინ, 23 სექტემბერს, აშშ-ში საქართველოს საელჩოს მისაღებში, ამერიკელმა სამხედროებმა, 2015 წლის 22 სექტემბერს, ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს, ვასილი კულიჯანაშვილის სამახსოვრო წერილი და ყვავილები დატოვეს. 

მადლობთ თქვენ ამ ადამიანური საქციელისთვის - დიდება გმირებს!!!



აშშ-ს შეიარაღებული ძალების იმ წევრებისგან, რომლებიც ქართველი ჯარისკაცების გვერდითი მსახურობდა და მათგან მვინც თქვენს გვერდით იბრძოდა. თქვენი მსხვერპლი არაა დაკარგული ან დავიწყებული.
ხელმოწერა - ყველა ჩვენგანი.