Wednesday, March 20, 2013

Ил-476-ის (AKA Ил-76МД-90А) საფრენოსნო გამოცდები დაიწყო


ჟუკოვის სახელობის საგამოცდო ცენტრში დაიწყო ახალი რუსული სტრატეგიული–სატრანპორტო თვითმფრინავის Ил-476-ის (ასევე ცნობილკია სახელწოდებით Ил-76МД-90А) საფრენოსნო გამოცდები დაიწყო:


თვითმფრინავი Ил-76МД-90А წარმოადგენს Ил-76МД–ეს ღრმა მოდერნიზაციას. მოდერნიზაცია შეეხო საბორტე რადიო–ელექტრონულ აპარატურას, კორპუსის კონსტრუქციას და ძრავებს. რის შედეგადაც მანქანის ტვირთ ამწეობა და ფრენის სიშორე საგრძნობლად გაიზარდა.

 












დღის ფოტო – თქვენი რეაქცია?




თქვენი არ ვიცი, მაგრამ სტალონეს რეაქციაზე დარწმუნებული ვარ:

Tuesday, March 19, 2013

საერთო მრავალფუნქციური ვერტმფრენი აშშ–ს ავიაციისთვის


Sikorsky–სა და Boeing–ის ერთობლივი პროექტი

ამ რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა კომპანიებმა Sikorsky–მ და Boeing–მა განაცხადეს რომ   JMR TD–ეს (Joint Multi-Role Technology Demonstrator – ერთიანი მრავალფუნქციური ვერტმფრენის ტექნოლოგიების დემონსტრატორი) კონკურსში მონაწილეობას ერთად მიიღებენ – რაც საკმაოდ დიდი სიურპრიზი იყო ავია წრეებში.  JMR TD–ეს კონკურსის ვერტიკალური აფრენ–დაფრენის საფრენ აპარატს ეხება, რომლის საფუძველზეც უნდა შეიქმნას საერთო მოხმარებისთვის და დამრტყმელი ფუნქციების მქონე ვერტმფრენები.
ეს ორი კომპანია კონკურსში მონაწილეობას მიიღებს კომპანია Sikorsky–ს ვერტმფრენ X–2–ის (რომელმაც ბოლო ფრენა 2011 წელს განახორციელა, რის შემდეგაც პროგრამა დაიხურა) საფუძველზე შექმნილი საფრენი აპარატით. შეგახსენებთ რომ X–2 წარმოადგენს ორმაგი წამყვანი ხრახნის მქონე ვერტმფრენს, რომელიც უკნიდან მიმწოლი მესამე ხრახნითაა აღჭურვილი.

Sikorsky X-2

ამავე პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ევროპულა კონსორციუმმა Eurocopter–მა, რომელმაც თავისი წინადადება ამერიკულ მხარეს  EADS North America–ს შუამავლობით წარუდგინა. წინადადების თანახმად Eurocopter მზადაა დაამზადოს ერთი ცალი ახალი თაობის მაღალის სიჩქარის მქონე ვერტმფრენი.

JMR TD–ეს კონკურსის Eurocopter–ის პროექტი 

Eurocopter–მა თავისი წინადადების წვრილმანები არ გაამხილა, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ კონკურსის მოთხოვნების მიხედვით ახალი ვერტმფრენის სიჩქარე 230 კვანძე ნაკლები არ უნდა იყოს, რაც  UH-60 Black Hawk–ისა და AH-64 Apache–ს სიჩქარეზე 50% მეტია, არაა გამორიცხული რომ კომპანია ჰიბრიდული ვერტმფრენ X–3–ზე დაფუნძნებული მანქანით წარსდგეს კონკურსზე.

Eurocopter X-3



SPA BAZALT - Catalogue from IDEX-2013

რუსეთის ფედერაციის საავიაციო, საარტილერიო საბრძოლო მასალებისა და ხელის ყუმბარმტყორცნების ერთ–ერთი უმსხვილესი საწარმოოს –  "Базальт"–ის ნაწარმის კატალოგი გამოფენა IDEX-2013-იდან:



ბროშურის გადმოსაწერი ბმული/Catalogue Link:

COMMING SOON:
BMPT Terminator
T-72M1 Modernized
T-90S Main Battle Tank
MSTA-S Self-Propelled Howitzer
T-90SM
TOS-1A Heavy flamethrower System
UKRSPECEXPORT - Armoured Vehicles and Armament


SIPRI–ს ციფრები მსოფლიო იარაღის ბაზრის შესახებ

2013 წლის 18 თებერვალს SIPRI–მ (Stockholm International Peace Research Institute – სტოკჰოლმის საერთაშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტი) გამოაქვეყნა გასული წლების იარაღის გაყიდვების ტოპ–100 სია:

სტოკჰოლმი, 2013 წლის 18 თებერვალი, SIPRI Top 100 – ორგანიზაციის კვლევების თანახმად 2011 წელს ტოპ–100–ულის გაყიდვების საერთო ღირებულებამ 2011 წელს 410 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2010 წლის ტოპ–100–ეულის გაყიდვებთან შედარებით ეს ციფრი 5 პროცენტითაა შემცირებული. მთლიანობაში 2002 წლიდან ტოპ–100–ულში იარაღის გაყიდვის მაჩვენებელი 51 პროცენტითაა გაზრდილი.
ჩრდილოეთ ამიერიკისა და დასავლეთ ევროპის კომპანიები 100 საუკეთესო იარაღის ექსპორტიორთა სიაში ისევ დომინირებენ, ამ სიაში ინფორმაციის სიმწირის გამო არ არის შეყვანილი ჩინური კომპანიები. 44 ამერიკული იარაღით მოვაჭრე კომპანიის საერთო წილი ტოპ–100–ეულის გაყიდვების 60% უდრის, ხოლო დასავლეთ ევროპაში ბაზირებული 30 კომპანიის წილი საერთო თანხიდან 29% შეადგენს.
ორგანიზაცია იარაღით ვაჭრობის შემცირების რამოდენიმე მიზეზს ასახელებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ორია – მკაცრი ეკონომიკის პოლიტიკა, რაც ეკონომიკური კრიზისითაა გამოწვეული და ერაყიდან და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა.
ორგანიზაციის ცნობით ბოლო წლებში ასევე შეიცვალა იარაღის ექსპორტიორ ქვეყნების პირველი ხუთეულის შემადგენლობაც – დიდი ბრიტანეთი, რომელიც ხუთეულში მეხუთე ადგილზე იყო ჩინეთმა ჩაანაცვლა. ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად მოხდა რომ ჩინეთი ხუთ უმსხვილეს ექსპორტიორთა სიაში მოხვდა.


რამოდენიმე საინტერესო ფაქტი იარაღის მსოფლიო ბაზრის შესახებ:

  • ჩვეულებრივი შეიარაღების ექსპორტის მოცულობა 2003–07 წლებთან შედარებით 2008–12 წლებში 17% გაიზარდა.
  • იარაღის მიმწოდებელი ხუთი უმსხვილესი ქვეყანა 2008–12 წლების მიხედვით – აშშ, რფ, გერმანია, საფრანგეთი, ჩინეთი. მათი ჯამური მაჩვენებელი საერთო თანხიდან 75 პროცენტ უდრის.
  • იარაღის ხუთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნებია – ინდოეთი, ჩინეთი, პაკისტანი, სამხრეთ კორეა და სინგაპური. მათი იარაღის იმპორტის საერთო რაოდენობა ბაზრის 32 პროცენტ შეადგენს.
  • 2008–12 წლებში იარაღის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი აზიისა და ოკეანიის რეგიონი გახდა (მათზე იმპორტის 47 პროცენტი მოდის), შემდეგია ახლო აღმოსავლეთი (17 პროცენტი), ევროპა (15 პროცენტი), ამერიკა (11 პროცენტი) და აფრიკა (9 პროცენტი).
  • 2008–12 წელბში 2003–07 წლებთან შედარებით მოხდა იარაღის იმპორტის საგრძნობი ზრდა აზიაში და ოკეანიაში (35 პროცენტით), ამერიკაში (34 პროცენტით) და აფრიკაში (104 პროცენტით), ასევე საგრძნობლად შემცირდა ისეთ რეგიონებში როგორებიცაა ევროპა (20 პროცენტით) და ახლო აღმოსავლეთში (7 პროცენტით).
  • პირველად ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩინეთი იარაღით მოვაჭრე სახელმწიფოების პირველ ხუთეულში მოხვდა, სადაც მან ბრიტანეთი ჩაანაცვლა და მეხუთე ადგილი დაიკავა.
იარაღის ხუთი უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა 2003–07 და 2008–12 წლებში და მათი იმპორტიორი ქვეყნები 2008–12 წლებში

იარაღის უმსხვილესი იმპორტიორი რეგიონები 2003–07 და 2008–12 წლებში


წყარო:
18 Feb. 2013: SIPRI Top 100 arms sales decreased in 2011: companies pursue diverse strategies in response to austerity measures

Monday, March 18, 2013

ქართულ ამერიკული სწავლება „Agile spirit 2013“ დაიწყო


ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile spirit 2013“ -ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას იღებს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შავი ზღვის როტაციული ძალების 350 სამხედრო მოსამსახურე და მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი. ამ ქართულ ქვედანაყოფს ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელიც დანაკარგის გარეშე დაბრუნდა საქართველოში.
სამხედრო სწავლება “Agile Spirit 2013” საქართველოში მესამედ ტარდება და  სამშვიდობო ოპერაციებში ორი ქვეყნის სამხედრო დანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას ისახავს მიზნად.
ერთ თვიანი სწავლება სამ ფაზად ჩატარდება. წვრთნების  აქტიური ფაზა დღეს დაიწყო და 29 მარტს დასრულდება.
ერთობლივი წვრთნები მედიისთვის ღიაა. პირველად ამ სწავლებაში თავად ჟურნალისტებიც მონაწილეობენ. ისინი ავღანეთში ISAF-ის მისიის გასაშუქებლად სპეციალურ მომზადებას გაივლიან.


The Georgian-U.S. Military Exercise „Agile spirit 2013“Started

An official ceremonial to mark the opening of joint exercise “Agile Spirit 2013” of Ministry of Defence of Georgia and United States Department of Defence has been organized at the drill ground of IV Infantry Brigade in Vaziani.
350 military servicemen of the U.S Marine Corps Black Sea Rotational Forces and 23rd Battalion of II Infantry Brigade take part in the joint training.  This Georgian unit has participated in the international security mission in Afghanistan and returned from the operation without any human losses.
The military exercise “Agile Spirit 2013” is conducted in Georgia for the third time and aims at enhancement of interoperability during peacekeeping operations between the military units of the two countries. 
One-month long exercise will be led in three phases. An active phase of the military training has launched today and will finish on 29 March.
The combined training is open for media outlets. Journalists are also engaged in the exercise for the first time. They will undergo special training to cover the ISAF mission in Afghanistan.















წყარო:
The Georgian-U.S. Military Exercise „Agile spirit 2013“Started


Т-80УД–ეს ოჯახობა


Объект–478ДУ – Т-64–ის მსგავსი შიდა ამორტიზაციის ლითონის გორგოლაჭებიანი Т-80УД, მონაწილეობდა 1992 წელს პაკისტანურ გამოცდებში.


Объект–478ДУ1 – ჩვეულებრივი სავალი ნაწილის მქონე  Т-80УД, მონაწილეობდა 1992 წელს პაკისტანურ გამოცდებში (პაკისტანმა ამ ვარიანტის 320 ცალი ტანკი შეისყიდა).


Т-84 Объект–478ДУ2 (სერიული ნომერი 54118) - 1995 წლის გაზაფხული, საერთაშორისო გამოფენა IDEX-95–ზე გაგზავნის წინ. წინამორბედისაგან მანქანა შედუღებულ–ნაგლინი კოშკურით, კომპლექს ТШУ-1 "Штора-1"–ის და ძრავა  6ТД-2–ის არსებობით გამოირჩეოდა.

Объект–478ДУ3 – პროექტის დონეზე.


Т-84 Объект–478ДУ4 – მიიღო, ახალ, უფრო მძლავრ ძრავასთან ადაპტირებული გაუმჯობესებული სიჩქარეთა კოლოფი, რომელშიც ჩვეულებრივ 7 წინა გადაცემასთან ერთად დამატებული იყო 3 უკანა გადაცემა. ამ კოლოფმა ტანკის მოძრაობის სიჩქარეთა დიაპაზონი საგრძნობლად გაზარდა. მისი დახმარებით ტანკი კარგ გზაზე 60–ის ნაცლად 73კმ/სთ–ს ანვითარებდა, ხოლო უკან გადაადგილების სიჩქარე 32კმ/სთ–მდე გაიზარდა.


Т-84 Объект–478ДУ5 – კარგად ჩანს კოშკურის უკან განთავსებური ნაკვეთური, რომელშიც კონდიციონერი და საბრძოლო მასალების ნაწილია განთავსებული. მასზე ასევე იცდებოდა ტრანსმისიის ავტომატურად მართვის სისტემა, რომელიც საწვავის ეკონომიისა და მძღოლ–მექანიკოსზე დატვირთვის შემცირების მიზნით, ძრავის რეჟიმის მართვასა და სიჩქარეთა ავტომატურ გადართვას ახორციელებდა. ამ სისტემის გამოყენებამ კონსტრუქტორებს მანქანის ბერკეტებიდან საჭით მართვაზე გადაყვანის საშუალება მისცა. მანქანის ეს ვარიანტი თურქულ ტენდერში ღებულობდა მონაწილეობას.

Объект 478ДУ6 – პროექტის დონეზე.


Т-84 (Объект-478ДУ7) - 2000 წელი, მალაზიის ტენდერში.


სერიული ტანკი Т-84 "Оплот" (Объект–478ДУ9) – დინამიკური დაცვა "Контакт-5"–ის ნაცვლად დაყენებულია "Нож". მანქანა ასევე აღჭურვილია დამხმარე ძალური აგრეგატ (APU) ЭА-8А და რადიოსანავიგაციო აპარატურა 1КРНА–ით.


Объект–478ДУ9-1/478ДУ10 (Т-84 Оплот-М) – ყველასთვის კარგად ცნობილი მანქანა, რომელშიც მოდერნიზაცია ფაქტიურად ყველაფერს შეეხო.


Объект–478Н Ятаган – ასევე ცნობილია სახელებით Т-84-120 და КЕРН2-120. მონაწილეობდა თურქულ ტენდერში. წარმოადგენს ტანკ Т-84 «Оплот»–ის ნატოს სტანდარტებთან ადაპტირებულ ვარიანტს – აღჭურვილია 120მმ–ნი გლუვლუვლიანი ქვემეხით და კოშკურის უკანა ნაწილში მოთავსებული ავტომატური დამტენით. ტანკზე დაყენებული ევროპული მაკომპლექტებლებიდან აღსანიშნავია ფრანგული Thomson–ის რადიოსადგური და ბელგიური FN Herstal–ის ტყვიამფრქვევი.

დღის ფოტო – "ლურჯი", "ყავისფერი" და БОРЯ



ავიაბაზა Nellis AFB – სწავლება Red Flag–13-3–ში მონაწილე  F-15C Aggressors–ების ორი ფოტო სხვადასხვა შეფერილობაში (ფოტოგრაფი Ned Harris).


და დესერტად რამდენიმე წლის წინანდელი ფოტო – აგრესორების პილოტი კასკაზე მიწერილი სახელით

Sunday, March 17, 2013

პასუხი


აბანო და საუნები  ატომურ წყალქვეშა კრეისერ 949А "Челябинск"–ზეა 
გადაღებული http://twower.livejournal.com/638875.html




Saturday, March 16, 2013

Quiz

აბა მცოდნე ექსპერტებო – სადაა გადაღებული ეს კომფორტული საუნა–აბანოები–აკვარიუმები?