Saturday, August 27, 2016

რუსული Ми-28А და შვედეთის Strv 121 (იგივე Leopard-2A4)


1995 წელი, შვედეთის Strv 121 (იგივე Leopard-2A4) რუსული Ми-28А, ამ ბოლოს სატენდერო გამოცდების დროს

Thursday, August 25, 2016

საუდელთა "დიდგორის" დანაკარგები

ინტერნეტში გავრცელდა ჰუსიტების ჩასაფრებაში მოყოლილი ქართული წარმოების ჯავშანმედევაკის, "Didgori"-ს, დაზიანებისა და დანაკარგის ვიდეოკადრები.

როგორც ცნობილი გახდა ადგილი ჰქონდა შემდეგ ფაქტს: 
ვიდეოზე ასახული ჩასაფრება დაახლოებით 2 კვირის წინ მოხდა. მანქანის გაჩერება არის მძღოლ მექანიკოსის ბრალი. ელემენტარული ტაქტიკის წესების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას ქონდა ადგილი.
პანიკაში იყო ჩავარდნილი და გრუნტის ცუდ გზაზე დასაშვებზე მეტი სიჩქარით გარბოდა.
გარდა მაგისა ჩავარდნამდე მანქანის სავალი ნაწილი 12,7 მმ იანი ბრაუნინგით იყო დაცხრილული.
გარდა ამისა ორმოში ჩარტყმის მომენტში დაატორმუზა და გააჩერა ბორბლები რამაც გამოიწვია ის რომ მანქანაზე უკნიდან 8 ბორბლიანი Cockerill LCTS 90 კოშკურით აღჭურვილი Piranha II-ის დაჯახების შემდეგ ჯავშანკაფსულა წინ წაიწია და გაჩერებული წინა ბორბლები მთლიანად მოტეხა და მანქანის ქვეშ შევიდა.
აღსანიშნავია რომ მანქანაზე ყუმბარმტყორცნის 2 მოხვედრის შემდეგაც კი მანქანას ცეცხლი არ მოკიდებია რაც იმის ბრალია რომ სპეციალური ცეცხლგამძლე მინაბოჩკოვანი სარჩულით არის აღჭურვილი. ცეცხლი მოეკიდა მას შემდეგ რაც სალონში ხელყუმბარა შეაგდეს. თუმცა რათქმაუნდა იმას არ ვამბობ რომ ყუმბარმტყორცნს უძლებს, არც უნდა გაუძლოს.
P.S მაგათ გარდა ჩასაფრებაში კიდევ 2 მედევაკი მოყვა აქედან ერთი ტყვიამფრქვევებით დაცხრილეს მაგრამ მაინც გამოვიდა. მეორეს კი 4-5 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა მოარტყეს და დაწვეს.
სავალი ნაწილის დაზიანება მხოლოდ ამ მანქანაზე მოხდა. 


Monday, August 15, 2016

ბიატლონზე ჩინურ ტანკ Type-96B-ს საყრდენი გორგოლაჭი მოძვრა

რუსეთში მიმდინარე სატანკო ბიატლონზე გორაკების დაძლევისას ჩინურ ტანკს საყრდენი გორგოლაჭი მოძვრა.





Sunday, August 14, 2016

ბრიტანული SAS სირიაში

ბრიტანული მედიარესურს BBC-იზე დაყრდნობით, გავრცელებულ ფოტოებზე სირიაშ ბრიტანული სპეციალური დანიშნულების პოლკის, SAS-ის ქვედანაყოფია გამოსახული 

Friday, August 12, 2016

Т-90МС გამოცდებზე ქუვეითში



F-35 ინფრაწითელი კამერის ობიექტივში

გადარება ფრანბოროს ავიასალონზე Star SAFIRE 380-HLD-ის დახმარებით მოხდა. საინტერესოა სითბური კვალი, განსაკუთრებით ვერტიკალური აფრენის დროს.

Sunday, July 24, 2016

Leopard-2 + M-48 - საშუალო ტანკ М-48-ზე შემოდგმული ძირითადი საბრძოლო ტანკის, Leopard-2-ის კოშკურა


ბუნდესვერის შეიარაღებაზე არსებული ტანკ М-48-ს მოდერნიზაციის ფარგლებში გერმანელებმა 80-იანების ბოლოს - 90-იანების დასაწყიშში მანქანაზე "თავის შეცვლის" ექსპერიმენტი განახორციელეს. ცივი ომის დასრულებასთან და ტანკ М-48-ის პარკის უტილიზაციასთან დაკავშირებით პროგრამა შეწყვეტილი იქნა.

Wednesday, July 6, 2016

NATO-ს 2016 წლის სამხედრო ხარჯები

ჟურნალ "Jane's Defence Weekly"-ში გამოქვეყნებული Zachary Fryer-Biggs-ის სტატიაში, სახელწოდებით "NATO updates estimates for member 2016 spending"-ში აღწერილია NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ხარჯები 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით. მონაცემები ალიანსმა 4 ივლისს გამოაქვეყნა. სტატიის თანახმად ალიანსის ხარჯები სასურველი 3% არის გაზრდილი. ხარჯების გაზრდა ევროპის ქვეყნება რუსეთთან მოსალოდნელი დაპირისპირების და ასევე აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ტერორიზმის საფრთხის ფონზე მოხდა.

NATO-ს 2014 და 2015 წლებთან შედარებით 2016 წლის ოფიციალური სამხედრო ხარჯები

თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 2%-ზე მეტს NATO-ს ხუთმა წევრი ინარჩუნებს. ეს ქვეყნებია - აშშ, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი და პოლონეთი. ალიანსის 2016 წლის სამხედრო ხარჯები 2015 წლის 829 მილიარდ აშშ დოლართან შედარებით 918 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. აღსანიშნავია რომ სამხედრო ხარჯების პიკი 2009 წელს იყო, როდესაც ალიანსის სამხედრო ბიუჯეტმა 1100 მილიარდ დოლარს მიაღწია.


წყარო:

Sunday, June 26, 2016

BrahMos-ით აღჭურვილი Су-30МКИ-ს სადემონსტრაციო ფრენა

2016 წლის 25 ივნისს რუსულ-ინდურმა ერთობლივმა კომპანია BrahMos Aerospace-მ ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა BrahMos-ით აღჭურვილი ინდოეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელ Су-30МКИ-თ სადემონსტრაციო ფრენა განახორციელა.


ფრენა ნასიკში მდებარე ინდოეთის სახელმწიო აეროკოსმოსური კორპორაცია Hindustan Aeronautics Limited-ის (HAL) აეროდრომიდან განხორციელდა ფრენის შედეგად BrahMos Aerospace-მ "წარმატებულად განახორციელა ყველაზე მეწინავე ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა BrahMos-ისა და ინდოეთის ძირითადი გამანადგურებლის, Су-30МКИ-ს, თავსებადობის დემონსტრირება".
კორპორაცია 2,5 ტონიანი რაკეტის პირველი საჰაერო საცდელი სროლების განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს





წყარო:

Saturday, June 25, 2016

„Samson MK2"-ით აღჭურვილი ლიტვის ჯტრ Boxer

22 ივნისს გერმანიაში, კლიცეს პოლიგონზე, ლიტვის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის და სხვა ოფიციალოური პირებისთვის გაიმართა ლიტვისთვის განკუთვნილი ჯტრ Boxer-ის პროტოტიპის ჩვენება. მანქანა ებრაული წარმოების, 30 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხით აღჭურვილი „Samson MK2" ტიპის დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულითაა აღჭურვილი. მოდულზე ასევე შესაძლებელია ტსმრ  SPIKE‬-ს განთავსება.
როგორც მოყვანილი წყარო იუწყება, მანქანის ეს კონფიგურაცია არაა საბოლოო და მწარმოებელი ჯერ კიდევ მუშაობს მის საბოლოო სახემდე მისაყვანად.


წყარო: