ლონდონში მდებარე "საფარს პარკში", ატრაქციონის სახით, ბრიტანეთის არმიის შეიარაღებაზე მყოფი ქსმ Warrior მიიყვანეს. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა ახლოდან გაცნობოდა აღნიშნულ ჯავშანტექნიკას.
As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Sunday, February 25, 2018
Saturday, February 24, 2018
ემირატების დაზიანებული ტანკი Leclerc
იემენი, გაერთიანებული საემირატოს Leclerc-ი ტაიზის გზაზე დაზიანდა, 2018 წლის თებერვალი (Yemen: UAE' Leclerc MBT damaged on Taiz's road Feb2018). მეტი დეტალები უცნბოია, სავარაუდოდ ნაღმზე შედგა, ტიპს ფოტოში მუხლუხის წევრი უკავია. ეს ამ ტანკის მეორე ცნობილი დანაკარგია, პირველი იხილეთ შემდეგ ბმულზე - არაბებმა Leclerc–ისთვისაც მოიცალეს.
Friday, February 23, 2018
აშშ-ს დაზვერვა: იერიშის შესახებ პრიგოჟინი მოსკოვთან და დამასკოსთან საუბრობდა
ამერიკულ გაზეთ washingtonpost-ში გამოქვეყნდა საინტერესო ანალიტირკუი სტატია, 7 თებერვალს მომხდარი სასაკლაოს შსახებ, სტატიაში ამერიკული სადაზვერვო სამსახურების მიერ გაკეთებული მოხსენების ინფორმაციაა გახმოვანებული:
აშშ-ს დაზვერვის თანახმად, რუსი ოლიგარქი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ამ თვეს, სირიაში, აშშ-ს ძალებზე და მათ მოკავშირეებზე იერიშის მიმტან დაქირავებულებს აკონტროლებს, იერიშის დაწყებამდე და მის შემდეგ, რამდენიმე კვირთი და დღეებით მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა კრემლისა და სირიის მაღალ რანგის პირებთან.
მოსმენების შედეგად მოპოვებულ საუბრებში, იანვრის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინი, ეუბნება მაღალჩინოსან სირიელ ოფიციალურ პირს, რომ მან, დაუსახელებელი რუსი მინისტრისგან, წინ "სწრაფი და ძლიერად" წაწევის "ნებართვა მიიღო", რომელიც თებერვლის დასაწყიში განხორციელდება.
დაზვერვის მოხსენება ინცინდენტის შესახებ, რომელსაც დაინტერესებული მხარეები ბუნდოვნად აღწერენ, დამატებითი ინფორმაციას შეიცავს. ამასთან პენტაგონი რამდენიმე დეტალს ახმოვანებს, ხოლო რუსები მუდმივად ცვალებად აღწერას გვთავაზობენ. ამერიკელმა სპეცსამსახურება სადაზვერვო ანგარიშის კომენტირებაზე უარი განაცხადეს.
დამაფიქრებელი იერიში
აღნიშნული ინცინდენტი 7-დიდან 8 თებერვლის ღამეს მოხდა, როდესაც დეირ-ეზ-ზორის მახლობლად, მდინარის ნაპირიდან აღმოსავლეთით რამდენიმე მილში მდებარე სტრატეგიულ ნავთობსაბადოსთან განლაგებული ამერიკული ჯარების და მათი სირიელი მოკავშირეების შტაბ-ბინაზე, 300-500 კაციანმა "პროასადურმა" დაჯგუფებამ მიიტანა იერიში.
ამერიკელებმა სწრაფად მოამზადეს მკაცრი პასუხი, მათ შორის AC-130-ი ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების, რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავების და Apache-ს ტიპის საიერიშო ვერტმფრენების მონაწილეობით. სამი საათის შემდეგ მოიერიშე დაჯგუფებამ უკან დაიხია, და აშშ-სსამხედროების განცხადების თანახმად, დაჯგუფებამ ბრძოლის ველზე 100-მდე გვამი დატოვა. ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების რიგებში (SDF) მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.
თავდასხმის შემდეგ თავის განცხადებებში პენტაგონმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის ამ ინცინდენტს იძიებს, და რომ მას ჯერ არანაირი დასკვნა არა აქვს თავდამსხმელთა ვინაობის შესახებ. თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მატტისმა, ინცინდენტს "დამაფიქრებელი" უწოდა და დასძნა: "მე არ შემიძლია რაიმე განმარტების მოცემა", თუ რატომ გადაკვეთეს მდინარე "პროასადურმა" ძალებმა და რატომ მიიტანეს აშშ-ს ჯარებისა და SDF-ის ცნობილ შტაბ ბინაზე იერიში".
რუსეთის მთავრობამ თავისი მონაწილეობა სასტიკად უარყო. ამასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "პროასადურ მეამბოხეთა დაჯგუფება" აწარმოებდა "დაზვერვას" მოწინააღმედეგის, სავარაუდოდ ისლამური სახელმწიფოს, შენაერთების მიმართ, რომლებმაც ვითომდა ნაღმტყორცნი ცეცხლი გაუხსნეს პროასადური ძალების პოზიციებს. რუსეთმა განაცხადა რომ, მეამბოხეები არ აპირებდნენ SDF-ის ბაზის იერიშს. ამის ნაცვლად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მეამბოხეების წინააღმდეგ არაპროვოცირებული იერიშის განხორციელებაში დაადანაშაულა აშშ-ს სამხედროები.
რუსული საინფორმაციო სააგენტოს, ТАСС-ის განცხადებაში რუსული მხარე იუწყება რომ, მეამბოხეებმა "სირიაში რუსულ ოპერატიულ ჯგუფს" არ აცნობეს დაზვერვის გეგმების შესახებ. რუსულ გაზეთ "Коммерсант"-ის სტატიაში სამხედრო მოხელის სიტყვების ციტირება ხდება, რომლის თანახმადაც სირიაში რუსული სამხედრო მეთაურობა ამ ინცინდენტს "საშიშ დილეტანტიზმად" განიხილავს.
"კარგი სიურპრიზი"
სატელეფონო მოსმენები ამტკიცებს არა მარტო იმას, რომ პრიგოჟინი პირადად მონაწილეობდა თავდასხმის დაგეგმვაში, არამედ იმასაც რომ, ის იერიშს მაღალ რანგიან სირიელ მოხელეებთან განიხილავდა, მათ შორის საპრეზიდენტო საქმეების მინისტრ, მანსურ ფადალლახ აზზამომთან.
24 იანვრის საუბარში პრიგოჟინმა თქვა, რომ ცოტა ხნის წინ მან დაუსახელებელი რუსი მინისტრისგან წინ "სწრაფად და ძლიერად" წაწევის ნებართვა მიიღო და რომ ეხლა სირიის მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება.
30 იანვრის საუბარში პრიგოჟინმა თქვა, რომ ასადისთვის მას "კარგი სიურპრიზი" აქვს, რომელიც 6-დან 9 თებერვლამდე განხორციელდება. ერთი სადაზვერვო შეტყობინების თანახმად, მან ასევე დაარწმუნა აზზამი, რომ მას ეს სამუშაო აუნაზღაურდება.
მოხსენებაში ასევე აღნიშნულია რომ, იმავე პერიოდში გაიზარდა საუბრების ინტენსივობა კრემლის მოხელეებსა და პრიგოჟინს შორის, მათ შორის პუტინის ადმინისტრაციის მეთაურთან, ანტონი ვაინოსთან და გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილესთან, ვლადიმირ ოსტროვენკოსთან, მაგრამ ამ საუბრების შინაარსი უცნობია. საუბრები 5 თებერვლამდე გაგრძელდა და განახლდა იერიშის შემდეგ.
მატტისისა და აშშ-ს საჰაერო ძალების ცენტრალური სამმართველოს სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ჯეფრი ლ. ჰარრიგიანის, განცხადების თანახმად, აშშ-ს სპეცდანის ძალებმა ბაზაზე და დაზვერვამ როგორც მინიმუმ იერიშამდე ერთი კვირით ადრე დააფიქსირა იერიშისთვის მომზადებული დაჯგუფება. მათ ამის შესახებ რუსებს იმ დღესვე აცნობეს და გააფრთხილეს, რომ ბაზა თავს დაიცავს.
ღამის თავდასხმაზე მატტისმა შემდეგი განაცხადი გააკეთა: "რუსების მტკიცებულების თანახმად, როდესაც დავურეკეთ, მათ არ იცოდნენ ამ დაჯგუფების შესახებ, რომელმაც მდინარე გადმოკვეთა და ამერიკულ პოზიციებს მიუახლოვდა. ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ როდესაც ცეცხლი გავხსენით", და მაშინ ამერიკელებს აცნობეს "მანდ რუსები არ არიან". ჰარრიგიანის თანახმად, როდესაც თავდამსხმელებმა მათ მიმართულებით ტანკებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გახსნეს, ამერიკელებმა კონტრიერიში განახორციელეს.
წყარო:
Thursday, February 22, 2018
M1 Abrams ისრაელში
1996 წელს, აშშ-ს საზღვაო ქვეითების M1 Abrams-ები ისრაელში Merkava-3-თან ერთად ვარჯიშობდნენ. ამას გარდა ამტკიცებენ რომ, 90-იანების დასაწყისში, ისრაელის არმიის "გამოსაცდელი ქვედანაყოფი", ახორციელებდა Abrams-ების გამოცდას Merkava-სთან ერთად მათი შესყიდვის ინტერესით. Merkava-ს წარმოების შეწყვეტის იდეა, Abrams-ების სასარგებლოდ სერიოზულად განიხილებოდა.
გამოცდები სამხედრო მოქმედების ორ თეატრზე მიმდინარეობდა: ნეგევის უდაბნოში, სინაის იმიტაციით და გოლანის სიმაღლეებზე, ანუ იმ გარემოს პირობებში, რომელიც სირიასა და ლივანს ჰგავდა. ნეგევში Abrams-მა Merkava-ზე სრული უპირატესობა უჩვენა სიჩქარეში და გამავლობაში. მაგრამ გოლანის სიმაღლეებზე Abrams-ის სავალი ნაწილი (პირველ რიგში ტრანსმისიამ და საკიდარმა), სწრაფად გამოდიოდა მწყობრიდან, ეს იმ დროს როდესაც Merkava-3 განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ახორციელებდა ფუნქციონირებას. ნუ როგორც ცნობილია Abrams-ის შესყიდვა არ მომხდარა.
როგორც ჩანს, ამგვარი შედეგები სრულიად მოსალოდნელი იყო. ისრაელის არმია უკვე 60-იანი ლწებიდან ცდილობდა გოლანის სიმაღლეებზე არ გამოეყენებინა მგრიხავი ღერძების მქონე საკიდრიანი ტანკები. მაგალითად 1973 წლის ომის დროს, ყველა М48, М60 და «Tiran-4/5» ეგვიპტის ფრონტზე იყო, ხოლოდ Centurion-ები და Sherman-ები, მათი ზამბარის საკიდრით ორივე ფრონტე იბრძოდნენ.
წყარო:
რუსული საავიაციო დაჯგუფება სირიაში - Су-35С, Су-57 და А-50У
სირიული წყაროების თანახმად, 2018 წლის 21 თებერვალს, პრივოლგიის აეროდრომიდან ჰმეიმის ავიაბაზაზე, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 4 ცალი Су-35С ჩაფრინდა, აღნიშნულ გამანადგურებლებს საჰაერო კოსმოსური ძალების სამგზავრო Ту-154М (რეგისტრაცია RA-85155) მიუძღვოდა წინ. ამას გარდა, იმავე დღეს რუსეთიდან ჰმეიმში რადიოლოკაციური დაზვერვისა და გამიზვნის А-50У (საბორტე ნომერი "47 წითელი") ტიპის თვითმფრინავი ჩაფრინდა და ვითომ დამატებით კიდევ 4 ცალი Су-25 ტიპის მოიერიშე.
А-50У (საბორტე ნომერი "47 წითელი") სირიიდან როტაციის საფუძველზე 2017 წლის დეკემბერს გამოიყვანეს. როგორ სირიული წყაროები იუწყებიან, დღეს რუსებს სირიაში ორი А-50У ტიპის თვითმფრინავი ყავს.
ოთხი ცალი Су-35С-ის წინამძღოლი Ту-154М-ის (რეგისტრაცია RA-85155) მარშუტი პრივოლგის აეროდრომიდან ხმეიმის ავიაბაზამდე www.flightradar24.com
ასევე ახლო აღმოსავლეთის ინტერნეტ რესურსების თანახმად, იმავე დღეს, ჰმეიმში ბაზირებუი რუსული საავიაციო დაჯგუფების რიგები, ორი ცალი Су-57 (Т-50) ტიპის, უახლესირ რუსული გამანადგურებლით შეივსო. ჩაფრენილი რუსული Су-57-ების კონკრეტული ნომრები უცნობია.
ჰმეიმში, რუსული საავიაციო დაჯგუფების რიგებში ჩავფრენილი ორი საფრენოსნო-საცდელი Су-57 (Т-50) ტიპის გამანადგურებელი 21.02.2018 twitter.com/WaelAlHussaini
Wednesday, February 21, 2018
F-22 vs F-18 Super Hornet
F-18 Super Hornet მთიულურს ეცეკვება F-22 -ს. როგორც ამბობენ "კრაზანამ" 3-იდან 2 მოუგოო მტაცებელს. ვიდეოში 47 წამზე სავარაუდოდ დაამიწა F-22
Saturday, February 17, 2018
"დელტას" პროდუქციის ექსპორტზე მუშაობა მიმდინარეობს
2017 წლის განმავლობაში "დელტა" არსებული კონტრაქტების შესრულებას ახორციელებდა, 2018 წლის მდგომარეობით კი ქართული შეიარაღების ექსპორტის თაობაზე მუშაობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანასთან მიმდინარეობს. სსსტც „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, გადაცემა "საქმის კურსში" გასული 2017 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. „გასული 2017 წლის განმავლობაში „დელტა“ აქტიურად მუშაობდა კლიენტების მოთხოვნაზე მორგებული სერიული პროდუქტის წარმოებასა და დახვეწაზე. ასევე დაინტერესებულ ქვეყნებთან შეთანხმებითა და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით გადაიდგა ნაბიჯები ახალი პროდუქციის შექმნისკენ. შედეგად, 2018 წელს ცენტრი კვლავ შეძლებს გააგრძელოს მუშაობა საერთაშორისო კონტრაქტებზე“.
„დელტას შესაბამისი გუნდი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს პოტენციურ მყიდველებთან. ამ ეტაპზე გვყავს წარმომადგენლობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში, ისინი აქტიურად მუშაობენ ადგილობრივ შემსყიდველებთან, რათა მოახდინონ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი.“
„დელტას მიერ შემუშავებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა უზრუნველყოფს 96-97 პროცენტიან ეფექტურობას, დარჩენილი 3-4 პროცენტი, ყველაზე უფრო მტკივნეულად ამახსოვრდება საქართველოს მოსახლეობას, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი რაოდენობით განეიტრალებული სეტყვასაშიში პროცესები და თავიდან აცილებული მნიშვნელოვანი ზარალი. რამაც გამოიწვია იმ ქვეყნების დაინტერესება, რომლებიც იყენებენ ძველ სისტემებს, რომელთა რეაგირების დრო საშუალოდ 7-15 წუთია მაშინ როდესაც ჩვენს სისტემას გადაწყვეტილების მიღებიდან პირველი გასროლის განხორციელებამდე საშუალოდ 15-20 წამი ჰყოფნის.“
„დელტა აქტიურად მუშაობს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განვითარებაზე, ამავდროულად მივდივართ ჯავშანტექნიკის მიმართულებით, სადაც განსაკუთრებულ ფოკუსს ვაკეთებთ მოდულურ და მულტიფუნქციურ ჯავშანტექნიკაზე, ასევე ვმუშაობთ საარტილერიო სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისა და პირადი შეიარაღების მიმართულებებითაც.“ „მულტიფუნქციური მოდულური სისტემებით შესაძლებელია მრავალწლიანი კომერციული ურთიერთობების დამყარება, ვინაიდან ერთი ტიპის ჯავშანტექნიკის შემთხვევაში შესაძლებლობა გვეძლევა ერთი პლატფორმის ბაზაზე ათობით სხვადასხვა დანიშნულების ჯავშანმანქანა შევთავაზოთ.
ასევე, შესაბამისი მუშაობა მიმდინარეობს არსებული კადრების შენარჩუნების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი კადრების მოზიდვის მიზნითაც. ამისათვის „დელტაში“ ფუნქციონირებს შესაბამისი სასწავლო ცენტრი".
წყარო:
Friday, February 16, 2018
აშშ-ს ჯავშანტექნიკის აქტიური დაცვის სისტემების პროგრამის შესახებ
აშშ-ს არმიის ჯავშანტექნიკაზე აქტიური დაცვის სისტემების დაყენების გადაწყვეტილების შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი (სტტია შემდეგ ბმულზე იხილიეთ - 2018 წელს Abrams-ი და Bradley აქტიური დაცვით აღიჭურვება) შეგახსენებთ რომ M1A2 Abrams-სზე ებრაული Rafael-ის წარმოების Trophy-ს, Bradley-ზე ებრაული IMI-ს Iron Fist-ის, ხოლო Stryker-ზე ამერიკული Aris Corporation-ის Iron Curtain-ის დაყენება გადაწყდა.
Iron Curtain-ით აღჭურვილი Stryker
Trophy-ით და Iron Fist-ით აღჭურვილი Abrams და Bradley შესაბამისად
თითოეული ტიპის ჯავშანტექნიკის აქტიური დაცვის სისტემამ 3 საფეხურიანი გამოცდები უნდა გაიაროს. პირველი - მახასიათებლების ფაზა (characterization phase), იმის შემოწმება, რომ აქტიურ დაცვას მოცემულ ჯავშანტექნიკაზე საბაზისო სისტემებისთვის ხელის შეუშლელად მოქმედება შეუძლია, პლიუს საბაზისო გამოცდები. მეორე ეტაპი - სრულმაშტაბური გამოცდები (production-representative tests), ანუ სისტემის რეალურ საბრძოლო პირობებთან მიახლოებულ სიტუაციში გამოყენების გამოცდები. ამ გამოცდების სცენარი სამივე აქტიური დაცვის სისტემისთვის ერთნაირია. მესამე ეტაპი - სისტემის გაშლა (deployment of the system).
ამ მომენტისთვის მხოლოდ M1A2 Abrams-ზე გაწერილი Trophy იმყოფება გამოცდების მეორე ფაზაში, ეს საფეხური ზაფხულისთვის უნდა დსრულდეს, რის შემდეგაც დაიწყება მე-3 საფეხური. სხვა ორის სიტემა გრაფიკს ჩამორჩება, სხვა მიზეზებთან ერთად მათ შედარებით გვიან დაიწყეს გამოცდები, თანხები 2017 ფინანსურ წელს იქნა გამოყოფილი. ამ მომენტში Iron Fist 8 თვით, ხოლო Iron Curtain – 6 თვით ჩამორჩებიან გრაფიკს.
სისტემა Iron Curtain-ს რადიოლოკაციური სადგურის (რლს) ინტეგრაციასთან აქვს პრობლემა, რაც მის შეცვლასთანაა დაკავშირებული. ამ სისტემაში ინტეგრირებული იყო 2 სახეობის რლს - ებრაული Rada-ს RPS-10 და ამერიკული Mustang Technology Group-სის Mustang. რადგანაც Mustang-ის ინტეგრირება ადრე მოხდა, მაშინ შეცვლაში ალბათ RPS-10-ზე გადასვლა იგულისხმება, ამის მიზეზი სავარაუდოდ Mustang-ის ძალიან გაძვირება გახდა. სხვა პრობლემა - ეს გამოცდების დაწყების მომენტისთვის სისტემის საერთო მოუმწიფებლობაა (არასაკმარისი მზადყოფნა). ეს ეტაპი თებერვლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. რის შემდეგაც სამუშაოების გაგრძელების გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
Bradley-ზე დაყენებული Iron Fist-ის პრობლემა მთლიანობაში ამ ქსმ-ის ენერგეტიკულ სისტემასთანაა დაკავშირებული, რომელსაც საერთოდ არ შეეძლო რაიმე აქტიური დაცვის მაგვარი სისტემის უზრუნველყოფა. საჭირო გახდა სისტემაში ცვლილებების შეტანა, რომლის დროსაც Bradley-ს მომავალ მოდერნიზაციაში გაწერილი კომპონენტების გამოყენება გახდა საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი სისტემის დაყენება და გამოცდების პირველი საფეხურის დაწყება. შემდეგში პრობლემები თვითონ აქტიური დაცვის სისტემაში გამოვლინდა: მისი მუშაობის ლოგიკა, ელექტროენერგიის ხარჯვის მართვა და ასე შემდეგ. IMI-ს სპეციალისტებს ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რეგულარულად უხდებოდათ ცვლილებების შეტანა, ბოლო ხარვეზზე მუშაობა დეკებრის ბოლოს მოუწიათ. თებერვლის შუა რიცხვებისთვის სავარაუდოდ შესწორებების შეტანა დასრულდება და ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება გამოცდების გაგრძელება.
Trophy-ს გამოცდები
ამ ორი სისტემის (Iron Fist და Iron Curtain) მიერ გამოცდების პირველი საფეხურის ჩაგდების შემთხვევაში, აშშ-ს არმია შეიძლება კონკურსიდან ადრე გაცხრილულ, გერმანული Rheinmetall-ის აქტიური დაცვის სისტემას, ADS-ს (Active Defense System) მიუბუნდეს.
წყარო:
Systems to protect Stryker, Bradley vehicles from missile attacks delayed
აღსანიშნავია რომ პრობლემებს გამოცდებზე Abrams-იც წააწყდა. გასული წლის ივნისის ტესტებზე დამატებითმა წონამ (რომელიც 2,2 ტონას აღწევს), კოშკურის მობრუნებაში დისბალანსი გამოიწვია. ტანკის 5 გრადუსიან დახრაზე დაყენების შემთხვევაში ეკიპაჟს არ შეეძლო კოშკურის ხელით ობრუნება, ხოლო 8 გარდუსზე მეტი დახრის შემთხვევაში მობრუნების მექანიზმის სიმძლავრე საგრძნობლად მცირდებოდა. ტექნიკურმა ანალიზმა ასევე უჩვენა ქვემეხის სასხლეტის დაშვებასა და გასროლას შორის შეყოვების მაღალი ალბათობა.
2017 წელის სექტემბერში განხორციელებულმა შემდგომმა გამოცდებმა გაუმჯობესება უჩვენეს, შემცირდა კოშკურის მობრუნების მაჩვენებლის დეგრადაცია იმდენად რომ, ეკიპაჟს შეეძლო აქტიური დაცვის სისტემით აღჭურვილი ტანკიდან ბრძოლის წარმოება. ასევე არ შეიმჩნეოდა შეყოვნება გასროლების დროს. მიუხედავად ამისა, არმიას ჯერ არ გადაუწყვეტია ბოლომდე ამ ცვლილებების შეტანის შესახებ.
აღნიშნული პრობლემების შესახებ საუბარია FY2017 DOT&E annual report-ში:
- The June 2017 user assessment event identified a degradation in turret traverse performance resulting from an imbalance of the turret due to the additional weight of the Trophy system. The crew could not traverse the turret manually on slopes greater than 5 degrees and power traverse capability was degraded on slopes greater than 8 degrees. Technical analysis indicated a high likelihood of delays between pulling the trigger and the main gun round actually firing.
- The subsequent user testing in September 2017 identified several mitigations that reduced the degradation in turret traverse performance enough for crews to conduct combat operations with the additional weight, and the potential trigger delay problems were not observed during the event. The Army has not made a final decision on the final configuration for mitigations.

Wednesday, February 14, 2018
ამერიკელი გენერლის ვერსია დეირ-ეზ-ზორში 7 თებერვალს მომხდარი მოვლენების შესახებ
დღეს პენტაგონში, გენერალ ლეიტენანტ ჯეფრი ჰარრიგანთან, ბრიფინგი გაიმართა, გენერალი ცენტრალურ და სამხრეთ დასავლეთ აზიაში აშშ-ს საჰაერო ძალების მეთაურია. გენერალი ბრიფინგის მსვლელობისას ასევე შეხო 7 თებერვალს დეირ-ეზ-ზორთან მომხდარ შეტაკებას. სწორედ ამ ბრძოლაში დიღუპნენ რუსი დაქრიავებულები, თუმცაღა თვითონ ჰარრიგანმა მათი დაღუპვის ფაქტი არც დაადასტურა და არც უარყო.
ჰარრიგანის სიტყვების თანახმად, 7 ტებერვალს "მტრის ძალებმა" ბატალიონის შემადგენლობით ქვეითად დაიწყეს გადაადგილება "სირიის დემოკრატიული ძალების" პოზიციებისკენ, ამ პოზიციებზე ასევე იმყოფებოდნენ ამერიკელი მრჩეველები, რომლებიც დაჯგუფებას ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ეხმარებიან. სირიის დემოკრატიული ძალების პოზიციების მიმართ თავდამსხმელებმა საარტილერიო და სატანკო ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგაც ამერიკელმა მაკორექტირებლებმა ცეცხლი გამოიძახეს და მტრის მიმართულებით რამდენიმე საათი მართავდნენ "წერტილოვან დარტყმებს". გენერალმა ასევე დაამატა რომ, იერიშის მოგერიებაში მონაწილეობდნენ F-15E-ს ტიპის გამანადგურებლები, MQ-9 Reaper-ის ტიპის უპილოტოები, B-52 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები, მფრინავი ბატარეა AC-130 და AH-64 Apache-ს ტიპის მოიერიშე ვერტმფრენები.
საარტილერიო დანადგარისა და ტანკების განადგურების შემდეგ "მოწინააღმდეგეთა ძალები" იძულებულები იყვნენ უკან დაეხიათ. ჰარრიგანმა უარი განაცხადა დაეზუსტებინა თუ ვინ იმყოფებოდა "მოწინააღმდეეთა რიგებში". მან ასევე განაცხადა რომ არ იცის ვინ მართავდა ტანკ Т-72-ს, რომელიც ამერიკულმა ავიაციამ 10 თებერვალს გაანადგურა.
მთლიანი ბრიფინგი იხილეთ ბმულზე:
Tuesday, February 13, 2018
ახალი ინფორმაცია სირიაში განადგურებული რუსების შესახებ (ფოტო და ვიდეო)
CNN-მა გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც ასახულია 7-8 თებერვლის ღამეს ამერიკულ-ქურთულ პოზიციებზე მოიერიშე სიეირელებისა და რუსების ტექნიკის განადგურების ამსახველი კადრები.
ვიდეოს დასაწყისში ასახულია თუ როგორ ანადგურებს ამერიკული ავიაცია Т-72-ის ტიპის ტანკს, მომდევნო კადრში ჩანს არტილერიის პოზიცია, კერძდ 122 მილიმეტრიანი М1938 (М-30) ტიპის ჰაუბიცა დასახლებულ პუნქტში, აღნიშნული გზაჯვარედინი მდებარეობს სოფელ Khsham-ში, ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სწორედ იმ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მახლობლად (7-8 კილომეტრში ქარხნიდან აღმოსავლეთით). გზაჯვარედინის კოორდინატებია 35.299211, 40.296639.
კადრი ვიდეოდან. ქვემოთ google maps-იდან ამოღებული გზაჯვარედინის თანამგზავრული ფოტოსურათი, დააკვირდით ისრებს ფერების მიხედვით, იდენტური ადგილებია მონიშნული
ასევე გაირკვა რამოდენიმე დაღუპილი რუსის ვინაობა:
შიხოვ ალექსეი "კადეტ" (ნიჟნი ნოვგოროდი, 13/10/91) იბრძოდა დონბასში, დაიღუპა 07/02/18 დეირ-ეზ-ზორის რაიონში
კირილ ანანევი
Олег Терещенко, 01.10.82, житель станицы Крыловская Краснодарского края. Погиб 7 февраля, в Дейр-эз-Зоре
Subscribe to:
Posts (Atom)
































