пятница, 23 февраля 2018 г.

აშშ-ს დაზვერვა: იერიშის შესახებ პრიგოჟინი მოსკოვთან და დამასკოსთან საუბრობდა

ამერიკულ გაზეთ washingtonpost-ში გამოქვეყნდა საინტერესო ანალიტირკუი სტატია, 7 თებერვალს მომხდარი სასაკლაოს შსახებ, სტატიაში ამერიკული სადაზვერვო სამსახურების მიერ გაკეთებული მოხსენების ინფორმაციაა გახმოვანებული:
აშშ-ს დაზვერვის თანახმად, რუსი ოლიგარქი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ამ თვეს, სირიაში, აშშ-ს ძალებზე და მათ მოკავშირეებზე იერიშის მიმტან დაქირავებულებს აკონტროლებს, იერიშის დაწყებამდე და მის შემდეგ, რამდენიმე კვირთი და დღეებით მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა კრემლისა და სირიის მაღალ რანგის პირებთან. 
მოსმენების შედეგად მოპოვებულ საუბრებში, იანვრის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინი, ეუბნება მაღალჩინოსან სირიელ ოფიციალურ პირს, რომ მან, დაუსახელებელი რუსი მინისტრისგან, წინ "სწრაფი და ძლიერად" წაწევის "ნებართვა მიიღო", რომელიც თებერვლის დასაწყიში განხორციელდება. 
დაზვერვის მოხსენება ინცინდენტის შესახებ, რომელსაც დაინტერესებული მხარეები ბუნდოვნად აღწერენ,  დამატებითი ინფორმაციას შეიცავს. ამასთან პენტაგონი რამდენიმე დეტალს ახმოვანებს, ხოლო რუსები მუდმივად ცვალებად აღწერას გვთავაზობენ. ამერიკელმა სპეცსამსახურება სადაზვერვო ანგარიშის კომენტირებაზე უარი განაცხადეს.

დამაფიქრებელი იერიში

აღნიშნული ინცინდენტი 7-დიდან 8 თებერვლის ღამეს მოხდა, როდესაც დეირ-ეზ-ზორის მახლობლად, მდინარის ნაპირიდან აღმოსავლეთით რამდენიმე მილში მდებარე სტრატეგიულ ნავთობსაბადოსთან განლაგებული ამერიკული ჯარების და მათი სირიელი მოკავშირეების შტაბ-ბინაზე, 300-500 კაციანმა "პროასადურმა" დაჯგუფებამ მიიტანა იერიში. 
ამერიკელებმა სწრაფად მოამზადეს მკაცრი პასუხი, მათ შორის  AC-130-ი ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების, რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავების და Apache-ს ტიპის საიერიშო ვერტმფრენების მონაწილეობით. სამი საათის შემდეგ მოიერიშე დაჯგუფებამ უკან დაიხია, და აშშ-სსამხედროების განცხადების თანახმად, დაჯგუფებამ ბრძოლის ველზე 100-მდე გვამი დატოვა. ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების რიგებში (SDF) მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. 
თავდასხმის შემდეგ თავის განცხადებებში პენტაგონმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის ამ ინცინდენტს იძიებს, და რომ მას ჯერ არანაირი დასკვნა არა აქვს თავდამსხმელთა ვინაობის შესახებ. თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მატტისმა, ინცინდენტს "დამაფიქრებელი" უწოდა და დასძნა: "მე არ შემიძლია რაიმე განმარტების მოცემა", თუ რატომ გადაკვეთეს მდინარე "პროასადურმა" ძალებმა და რატომ მიიტანეს აშშ-ს ჯარებისა და SDF-ის ცნობილ შტაბ ბინაზე იერიში".
რუსეთის მთავრობამ თავისი მონაწილეობა სასტიკად უარყო. ამასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "პროასადურ მეამბოხეთა დაჯგუფება" აწარმოებდა "დაზვერვას" მოწინააღმედეგის, სავარაუდოდ ისლამური სახელმწიფოს, შენაერთების მიმართ, რომლებმაც ვითომდა ნაღმტყორცნი ცეცხლი გაუხსნეს პროასადური ძალების პოზიციებს. რუსეთმა განაცხადა რომ, მეამბოხეები არ აპირებდნენ SDF-ის ბაზის იერიშს. ამის ნაცვლად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მეამბოხეების წინააღმდეგ არაპროვოცირებული იერიშის განხორციელებაში დაადანაშაულა აშშ-ს სამხედროები. 
რუსული საინფორმაციო სააგენტოს, ТАСС-ის განცხადებაში რუსული მხარე იუწყება რომ, მეამბოხეებმა "სირიაში რუსულ ოპერატიულ ჯგუფს" არ აცნობეს დაზვერვის გეგმების შესახებ. რუსულ გაზეთ "Коммерсант"-ის სტატიაში სამხედრო მოხელის სიტყვების ციტირება ხდება, რომლის თანახმადაც სირიაში რუსული სამხედრო მეთაურობა ამ ინცინდენტს "საშიშ დილეტანტიზმად" განიხილავს.

"კარგი სიურპრიზი" 

სატელეფონო მოსმენები ამტკიცებს არა მარტო იმას, რომ პრიგოჟინი პირადად მონაწილეობდა თავდასხმის დაგეგმვაში, არამედ იმასაც რომ, ის იერიშს მაღალ რანგიან სირიელ მოხელეებთან განიხილავდა, მათ შორის საპრეზიდენტო საქმეების მინისტრ, მანსურ ფადალლახ აზზამომთან. 
24 იანვრის საუბარში პრიგოჟინმა თქვა, რომ ცოტა ხნის წინ მან დაუსახელებელი რუსი მინისტრისგან წინ "სწრაფად და ძლიერად" წაწევის ნებართვა მიიღო და რომ ეხლა სირიის მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება. 
30 იანვრის საუბარში პრიგოჟინმა თქვა, რომ ასადისთვის მას "კარგი სიურპრიზი" აქვს, რომელიც 6-დან 9 თებერვლამდე განხორციელდება. ერთი სადაზვერვო შეტყობინების თანახმად, მან ასევე დაარწმუნა აზზამი, რომ მას ეს სამუშაო აუნაზღაურდება.
მოხსენებაში ასევე აღნიშნულია რომ, იმავე პერიოდში გაიზარდა საუბრების ინტენსივობა კრემლის მოხელეებსა და პრიგოჟინს შორის, მათ შორის პუტინის ადმინისტრაციის მეთაურთან, ანტონი ვაინოსთან და გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილესთან, ვლადიმირ ოსტროვენკოსთან, მაგრამ ამ საუბრების შინაარსი უცნობია. საუბრები 5 თებერვლამდე გაგრძელდა და განახლდა იერიშის შემდეგ. 
მატტისისა და აშშ-ს საჰაერო ძალების ცენტრალური სამმართველოს სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ჯეფრი ლ. ჰარრიგიანის, განცხადების თანახმად, აშშ-ს სპეცდანის ძალებმა ბაზაზე და დაზვერვამ როგორც მინიმუმ იერიშამდე ერთი კვირით ადრე დააფიქსირა იერიშისთვის მომზადებული დაჯგუფება. მათ ამის შესახებ რუსებს იმ დღესვე აცნობეს და გააფრთხილეს, რომ ბაზა თავს დაიცავს.  
ღამის თავდასხმაზე მატტისმა შემდეგი განაცხადი გააკეთა: "რუსების მტკიცებულების თანახმად, როდესაც დავურეკეთ, მათ არ იცოდნენ ამ დაჯგუფების შესახებ, რომელმაც მდინარე გადმოკვეთა და ამერიკულ პოზიციებს მიუახლოვდა. ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ როდესაც ცეცხლი გავხსენით", და მაშინ ამერიკელებს აცნობეს "მანდ რუსები არ არიან". ჰარრიგიანის თანახმად, როდესაც თავდამსხმელებმა მათ მიმართულებით ტანკებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გახსნეს, ამერიკელებმა კონტრიერიში განახორციელეს.

წყარო:

Комментариев нет:

Отправить комментарий