As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Thursday, June 13, 2013
Wednesday, June 12, 2013
ჩინური stealth ბომბდამშენი
ინტერნეტში გავრცელდა ჩინური stealth ბომბდამშენის პროექტის მაკეტის ფოტოსურათები (როგორც წესი ჩინურ "ვითომდა გაჟონილ" ინფორმაციას ყოველთვის სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ).
P.S. როგორც 3D გამოსახულებიდან და მაკეტიდან ჩანს ბომბდამშენი მეწინავე, stealth დიზაინითაა შექმნილი და არაა გამორიცხული რომ რუსულ ПАК ДА-ს ან ამერიკული ანალოგიური პროგრამის საპირწონე იყოს. თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ჩინელები ერთი წელია რუსებს ეხვეწებიან Су-35С მოგვყიდეთო (რასაც საბოლოოდ მიაღწიეს და რუსებმა მათ ამ გამანადგურებლის დემონსტრაციაც კი ჩაუტარეს ჩინურ დელეგაციას), არ გამიკივრდება რომ ეს პროგრამაა უბრალოდ სამეცნიერო–საკვლევი პროგრამა იყოს, რომელსაც მომავალი არც გი გააჩნია.
Tuesday, June 11, 2013
КАМАЗ-ის საცდელი პროტოტიპების ვიდეო და ფოტოები
ინტერნეტში გავრცელდა კომპანია "КАМАЗ"–ში რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ვიზიტის ვიდეო, სადაც მას კომპანიის მიერ წარმოებული საცდელი ჯავშანმანქანები წარუდგინეს:
4Х4 სავალი ფორმული მქონე მოდულური "Камаз-63969 Тайфун"
ჯავშანდაცვის ელემენტები
ვიზიტის ვიდეომასალა
წყარო:
Tuesday, June 4, 2013
РПГ-32–ის საწარმოო ხაზი იორდანიაში
გასულ კვირას იორდანიის დედაქალაქ, ამანთან ახლოს, რუსულმა კორპორაცია "Ростех"–მა ყუმბარმტყორცნ РПГ-32–ის (არაბულად ყუმბარმტყორცნს "ნაშ–შამი" ეწოდება, რაც თარგმანში "არბალეტს" ნიშნავს) საწარმოო ხაზი გახსნა. საწარმოოს წელიწადში 60 ათასი გასროლის გამოშვება შეუძლია. პირველ ეტაპზე იორდანული მხარე მხოლოდ ყუმბარმტყორცნის აწყობით დაკავდება. შემდგომში დაგეგმილია წარმოების მაქსიმალურად ლოკალიზაცია.
გახსნის ცერემონიალს იორდანიის მეფე, აბდალლა–II იბნ ჰუსეინი და "Ростех"–ის ხელმძღვანელი სერგეი ჩემეზოვი დაესწრნენ. ჩემეზოვის განცხადებით იორდანიაში საწარმოოს გახსნა რუსეთისთვის წინ გადაგმული ნაბიჯია, რადგანაც რუსულმა საწარმოებმა ნაწარმის გარდა ტექნოლოგიებით ვაჭრობაც დაიწყეს.. რაც შეეხება მეფეს, გახსნის შემდეგ მან თვითონ გამოსცადა ყუმბარმტყორცნი და 500 მეტრზე მიზანი გაანადგურა.
"ნაშ–შაბი" რუსული РПГ-26 და РПГ-27–ის ბაზაზეა შექმნილი. სრულებით აღჭურვილი ყუმბარმტყორცნი 10კგ–ს იწონის (გამშვები მოწყობილობა სამიზნესთან ერთად 3კგ, რაკეტა 7კგ) და აღჭურვილია მოხსნადი ოპტიკური სამიზნით. РПГ-32–ის სროლის მანძილი 160–700 მეტრია. ყუმბარმტყორცნი ორი სახეობის რაკტას მოიხმარს – თერმობარულს და ტანდემურ კუმულაციურს. კუმულაციური ჭურვის ჯავშანგამტანობა დინამიკური დაცვის გავლის შემდეგ 650 მილიმეტრს, ხოლო დინამიკური დაცვის გარეშე კი 1000 მილიმეტრს უდრის.
დაწვრილებით ყუმბარმტყორცნის შესახებ – РПГ-32
Monday, June 3, 2013
შვეიცარიული დანის წინაპარი
მრავალფუნქციური შვეიცარიული დანით, რომელიც დანის გარდა სხვადასხვა პირებითაა აღჭურვილი, დღეს ვეღარავის ვერ გააკვირვებ.
ზუსტად როდის დაიწყეს ამ დანის გამოშვება უცნობია, მაგრამ ცნობილია რომ ამგვარ დანებს რომაელი ჯარისკაცები ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის მე–2 საუკუნეში იყენებდნენ:
ინგლისში, ფიცუილიამის მუზეუმში (Fitzwilliam Museum) შენახული რომაელი ლეგიონერის მრავალფუნქციური დანა (ჩვენი წელთაღრიცხვის მე–2 – მე–3 საუკუნე), დანის კორპუსი ვერცხლისაა, პირები ფოლადის
Subscribe to:
Posts (Atom)
.jpg)



















