Saturday, July 22, 2017

ჩეხეთი ახალ ქსმ-ს ეძებს

ჩეხეთის არმია ახალი ქსმ-ის არჩევის მიზნით კანდიდატებს არბენინებს. ტესტებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს, ესენია:
  • PSM Puma
  • Rheinmetall Lynx KF31
  • BAE Systems CV90 და CV90 Armadilio
  • GDELS ASCOD



PSM Puma

BAE Systems CV90 და CV90 Armadilio

GDELS ASCOD

Rheinmetall Lynx KF3

ბევრი ფოტოები გამოცდებიდან:

ბრიფინგი „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის დაწყებასთან დაკავშირებით

თავდაცვის მინისტრის ბრიფინგი „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის დაწყებასთან დაკავშირებით
დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის შესახებ სპეციალური ბრიფინგი არმიჰოლში წარადგინა.
თავდაცვის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა წვრთნებში მონაწილე ქვეყნების შესახებ და ამ სწავლების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის ბრიფინგის შემდეგ სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ სწავლების მიმდინარეობისა და წვრთნებში წარმოდგენილი ტექნიკის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარმოადგინა.
თავდაცვის მინისტრის ბრიფინგს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე ასევე, იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე.
„ღირსეული პარტნიორი 2017“ ოფიციალურად 30 ივლისს ვაზიანის აეროდრომზე გაიხსნება და სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს, ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.
დაწყებულია სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის საქართველოში ეტაპობრივად ჩამოსვლა. ძირითადი კონტინგენტის გადმოსროლა 25 ივლისიდან განხორციელდება. ფოთის პორტში უკვე შემოვიდა წვრთნაში მონაწილე სამხედრო ტექნიკა და დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადაადგილდება.
,,ღირსეული პარტნიორი 2017“ აშშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია, რომელიც 7 ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება. ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო სწავლებები ,,SABER GUARDIAN 2017“ ბულგარეთში, რუმინეთსა და უნგრეთში, ხოლო ,,SEE BREEZE” - უკრაინაში.
სწავლებებში სულ 50 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ერთი ქვეითი ასეულის და ერთი ოცეულის შემადგენლობითაა ჩართული. ამ სწავლებების გაგრძელებაა ,,NOBLE PARTNER 2017“.
„ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში წელს უკვე მესამედ ტარდება და მიზნად სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას ისახავს.
სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში, მათ შორის აერომობილური ელემენტების გამოყენებასაც. სცენარი განკუთვნილია ბრიგადისა და უფრო დაბალი (ოცეულის ჩათვლით) დონის ქვედანაყოფებისთვის თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციებისას გადაწყვეტილების მისაღებად მართვისა და კონტროლის სავარჯიშოებისთვის.
,,ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა, მასშტაბები გაიზარდა და წელს მასში ნატოს 5 წევრი და 3 პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მონაწილეობს - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, სომხეთი და საქართველო. სწავლებაში 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. პირველად სწავლებაში გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსერი“ ჩაერთვება. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ასევე, ამერიკული ტანკები „აბრამსები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და „სტრაიკერი“, ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი.

წყარო:

ახალი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი "Орион-Э"

მოკოვში მიმდინარე ავიასალონ МАКС-ზე, ჯგუფ Кронштадт"-ის მიერ წარმოდგენილი იქნა საშუალო სიმაღლეზე ხანგრძლივმფრენი უპილოტო საფრენი აპარატი "Орион-Э". დღეისთვის ეს რუსეთში წარმოებული ერთადერთი ნორმალური ზომის უპილოტო საფრენი აპარატია. სხვა ყველა დანარჩენი ან მცირე ზომისაა, ან რუსული არაა ან კიდევ ჯერ არ დაფრინავს.

პრეზენტაციის შემდეგ გენდირექტორმა და გენკონსტრუქტორმა კითხვებზე უპასუხეს. მათი თქმით, შეკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია დამრტყმელი მოდიფიკაციის შექმნაც. არსებობს ამ უპილოტო საფრენი აპარატის მოდიფიკაციების, მათ შორის უფრო დიდი ზომის, 5 ტონიანი საფრენი აპარატრის შექმნის გეგმები. უპილოტო აპარატი უკვე დიდი ხანია დაფრინავს, ამჟამად მისი გამოცდები მიმდინარეობს.

პრეზენტაცია

კომპლექსის შემადგენლობაში შედის საფრენი აპარატი, ავტომატური აფრენისა და დაჯდომის სისტემა, მართვისა და მონაცემთა დამუშავების სახმელეთო პუნქტი, სააეროდრომო ტექნოლოგიური მოწყობილობები. სტენდზე მართვის სახმელეთო პუნქტი იყო გამოტანილი.
„Орион-Э“-ს დანიშნულებაა აწარმოოს საჰაერო პატრულირება, მიზანჩვენებითა და კორექტირებით მიზნების დაზვერვა, დარტყმების შედეგების შეფასება, ტოპოგრაფიული დაზვერვა. ამ მიზნებისთვის აპარატის აღჭურვილობის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. 

სქრინები ვიდეოდან

რამოდენინე სქემატური გამოსახულება

მახასიათებლები

წყარო:

Friday, July 21, 2017

"ღირსეული პარტნიორი 2017"- გერმანული სამხედრო ტექნიკა საქართველოშია

გერმანული სამხედრო ტექნიკა, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს სამხედრო სწავლება "ღირსეულ პარტნიორ 2017"-ში, უკვე საქართველოშია. ფოთის პორტიდან სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი სწავლების ადგილამდე თვითსვლით მივა.
სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017“ 30 ივლისს დაიწყება და 12 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს 5 წევრი და 3 პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. მასშტაბური სწავლება საქართველოში მესამედ ტარდება. 

წყარო - Rustavi2