Saturday, September 16, 2017

აშშ-ს არმიის როტაცია პოლონეთში

ამა წლის 13 სექტემბერს, აშშ-ს არმიის, კანზასში, ფორტ-რეილიში ბაზირებული ქვეითთა 1-ლი დივიზიის, მე-2 ჯავშანსატანკო საბრძოლო ბრიგადის სამხედრო ტექნიკამ პოლონეთში, გდანსკის პორტში ჩააღწია. აღნიშნულმა ქვედანაყოფმა, პოლონეთში, "Atlantic Resolve"-სის ფარგლებში 9 თვით გადასროლილი, ქვეითთა მე-4 დივიზიის, მე-3 ჯავშანსატანკო საბრძოლო ბრიგადა უნდა ჩაანაცვლოს.
მთლიანობაში პორტში საზღვაო გზით 87 ცალი ტანკი M1, 103 ცალი ქსმ Bradley, 18 ცალი თსდ Paladin და ათეულობით სატრანსპორტო ტექნიკა იქნა გადასროლილი.



წყარო:
Armor arrives in Poland for back-to-back rotation

სამხრეთ კორეამ F-15K-დან Taurus-ის საცდელი გაშვება განახორციელა

სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა, 12 სექტემბერს, გამანადგურებელ F-15K-დან პირველად განახორციელა ფრთოსანაი რაკეტა Taurus-ის საცდელი გაშვება. მანამდე გამოცდებს, იგივე პლატფორმიდან, SLAM-ER გადიოდა. Taurus-მა მიზნამდე 400 კილომეტრი "იმოგზაურა".
აღსანიშნავია რომ, სამხრეთ კორეა, Taurus-ის მომხმარებლების სამეულში შედის (სხვა ორი მომხმარებელი გერმანია და ესპანეთია) და ამასთანა ერთადერთია, რომელსაც ეს ფრთოსან რაკეტება F-15-ის პლატფორმაზე აქვს ადაპტირებული.

Thursday, September 14, 2017

აალებული БМПТ Терминатор (Объект 199 «Рамка»)

ცეცხლმოკიდებული БМПТ Терминатор (Объект 199 «Рамка») - არა, საბრძოლო კადრები არაა. უბრალოდ 2006 წელს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს "38-ე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში" (38НИИ), სახელმწიფო გამოცდებზე, შეამოწმეს ქვემეხების შალითების მდგრადობა აალებადი სითხეების წინააღმდეგ.

 ცეცხლი თვითონ ჩაქრა და ვერც მანქანა დააზიანა. ამას გარდა მანქანა საცეცხლე გამოცდებზე გაატარეს და ბოლოს ნაღმდგრადობაზეც შეამოწმეს (ნაღმდგრადობის გამოცდების ფოტოები ინტერნეტშიც იძებნება).

ფოტოების წყარო:

Sunday, September 10, 2017

ახალი Т-90М ("Объект 188М")

2017 წლის 9 სექტემბერს, ლუგაში (ლენინგრადის ოლქი), 33-ე საერთოსაჯაიროს პოლიგონზე, გაიმართა რუსეთის არმიის ტანკისტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნა სამხედრო ტექნიკის ახალი და მოდერნიზირებული ვარიანტები. ჩვენების ფარგლებში პირველად მოხდა Т-90 ტიპის ტანკის მოდერნიზირებული  ვარიანტის, Т-90М ("Объект 188М")-ის პრეზენტაცია (ამავე ღონისძიებაზე გამოყვანილი Т-80БВМ-ს შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი).

Т-90М-ის შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერა (Т-90 Прорыв-3 - რუსეთის არმიის Т-90А-ს ახალი ვარიანტი). პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, მანქანა ჯაჭვებზე დაკიდებული ცხაურების ნაცვლად, ბადისებრი ეკრანებით იყო აღჭურვილი.

როგორც ცნობილია, 2017 წლის 24 აგვისტოს, საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმ "Армия-2017"-ზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომა და სააქციო საზოგადოება УВЗ-მ ხელი მოაწერეს  Т-90М უცნობი რაოდენობის შესყიდვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

7 სექტემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "მთავარი ავტოჯავშანსატანკო სამმართველოს" (Главное автобронетанковое управление - ГАБТУ) ხელმძღვანელმა, ალექსანდრე შევჩენკომ, განაცხადა რომ, ГАБТУ ახორციელებს, საკონსტრუქციო სამუშაო "Прорыв-3"-ის ფარგლებში შექმნილი Т-90М-ის სახელმწიფო გამოცდებს.


ქვედა სამ ფოტოზე კოშკურის დაცვის ორნაირი ვარიანტია მოყვანილი - ზედა ორ ფოტოზე ბოლო ჩვენების დროს გამოყვანილი ტანკის ბადებიანი ეკრანია, ქვედაზე - მანქანის ჯაჭვებიანი ცხაურებით აღჭურვილი, ადრეული ვერსია

არაფრის მტქმელი ტტმ

ფოტოების ავტორი - ფორუმ otvaga2004.mybb.ru-ს მომხმარებელი Decoder.

მოდერნიზირებული Т-80БВМ

როგორც ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, 2017 წლის 9 სექტემბერს, ლუგაში (ლენინგრადის ოლქი), 33-ე საერთოსაჯაიროს პოლიგონზე, გაიმართა რუსეთის არმიის ტანკისტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნა სამხედრო ტექნიკის ახალი და მოდერნიზირებული ვარიანტები. ჩვენების ფარგლებში პირველად მოხდა Т-80БВ ტიპის ტანკის მოდერნიზირებული  ვარიანტის, Т-80БВМ-ის პრეზენტაცია.
როგორც ცნობილია, 2017 წლის 24 აგვისტოს, საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმ "Армия-2017"-ზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომა და სააქციო საზოგადოება УВЗ-მ ხელი მოაწერეს Т-80 ტიპის ტანკების კაპიტალური რემონტისა და ღრმა მოდერნიზაციის ხელშეკრულებას. სამუშაოებს სამეცნიერო-საწარმოო კორპორაცია "Уралвагонзавод"-ში შემავალი სააქციონერო საზოგადოება "Омсктрансмаш" განახორციელებს. აღნიშნული ტანკის სახელმწიფო გამოცდები მოსამზადებელს საფეხურზეა.


P.S. ფოტოების მიხედვი ტანკი აღიჭურვა - Реликт-ის ტიპის დინამიკური დაცვით, დინამიკური დაცვითვეა აღჭურვილი კოშკურისა და კორპუსის ბორტები, კოსპურის ბორტები უკანა მხარეს ცხაურებითაა დაფარული, ცხაურებითაა დაფარული ასევე კორპუსისა და კოშკურის კიჩოც. ტანკზე დაყენებულია 2А46М-4 ტიპის ახალი ქვემეხი და მემიზნის, თბოხედვის კამერიანი სამიზნე Сосна-У (თუმცარა ეს ბოლო Т-72-ისთვისაა განკუთვნილი, ხოლო Т-80-ზე დაყენებული იგივე კომპლექსი Плисса-დ იწოდება, თუმცაღა დაველოდოთ ოფიციალურ ინფორმაციას). ტანკი არაა აღჭურვილი დამხმარე ენერგო აგრეგატით (დეა), მაგრამ ძრავას გააჩნია "მცირე გაზის" რეჟიმი, რომლის დროსაც საწვავის ხარჯვა ფაქტიურად უტოლდება დეა-ს ხარჯს. ტანკზე ასევე განახლებულია ეკიპაჟის დაკვირვებისა და თვალთვალის ხელსაწყოები და კავშირგაბმულობისა და ნავიგაციის სისტემები.




მოკლე ტტმ (ფაქტიურად არაფრის მთქმელი)

ფოტოების ავტორი - ფორუმ otvaga2004.mybb.ru-ს მომხმარებელი Decoder.

Saturday, September 9, 2017

„Agile Spirit 2017”-ის საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე

ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017”-ის საველე წვრთნები აქტიურად მიმდინარეობს. წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითების და არმიის, ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

საველე წვრთნების სცენარის მიხედვით, სამხედროები თავდასხმით, თავდაცვით და სტაბილურობის ოპერაციებს აწარმოებენ. 1300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე წვრთნებს თავმოყრის რაიონის დაკავებაში, რეკოგნოსცირება/სათვალთვალო საგუშაგოების დაკავებაში, სადაზვერვო ოპერაციებში, ბრძანების შემუშავებაში, მაღალი ღირებულების მიზნის განსაზღვრაში, სადესანტო საპარაშუტო ოპერაციებში, სპეციალური ოპერაციების ძალების რეკოგნოსირებაში, შეღწევა/ინფილტრაციაში და პირდაპირ მოქმედებაში, ასევე მანევრისა და ცეცხლის ინტეგრირებაში გადიან.
წვრთნებში გამოყენებულია საქართველოს შეიარაღებაში არსებული ტ-72 ტიპის ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) 1 და 2, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი DANA (152 მმ), სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი, ასევე ამერიკული ტანკი M1A1 Abrams, ამერიკული მსუბუქად შეჯავშნული ჯავშანტრასპორტიორი LAV, შეჯავშნული HMMWV, 155მმ საარტილერიო დანადგარი M777, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსი TOW, 50 კალიბრიანი ტყვიამფრქვევის ცეცხლის მართვის სისტემა CROW, უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი AN-26, 2 საფრენი აპარატი Iroquois UHIH, 73 მმ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი სპგ-9, 81, 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნები.
„Agile Spirit 2017“-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალები ატარებენ. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას.
სწავლება სამეთაურო-საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მისი მიზანი ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთანამშრომლობის დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის და შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.
სწავლების საველე და სამეთაურო-საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 11 სექტემბერს საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.

P.S. თავდაცვაშიც კლასიკურ პრესსამსახურია:
  • Т-72 და არა ტ-72
  • БМП-1 და 1 და არა (ქსმ) 1 და 2
  • 50 კალიბრიანი ტყვიამფრქვევის ცეცხლის მართვის სისტემა CROW - ეს არ ვიცი რა არის, მაგრამ სავარაუდოდ საუბარია CROWS-ის შესახებ, რაც იკითხება როგორც Common Remotely Operated Weapon Station და ნიშნავს "ერთიანი, დისტანცოიურად მართვადი შეიარაღების მოდული"
  • Ан-26 და არა AN-26,
  • Iroquois UHIH - სავარაუდოდ UH-1H
  • СПГ-9  და არა სპგ-9



წყარო: