ავღანეთი, ჰელმანდის პროვინცია, ბაზა შუკვანზე ქართველი მეომრების მემორიალური დაფა (დაფაზე მარჯვენა ზედა სურათზე ამერიკელი საზღვაო ქვეითი, სერჟანტი Julian Chase არის გამოსახული, რომელიც 2012 წლის 28 მაისს დაიღუპა, როდესაც ქართველებთან ერთად საბრძოლო ოპერაციას ასრულებდა, მემორიალურ დაფაზე ქართველი მებრძოლების, მინდია აბაშიძის და გიორგი კიკაძის სურათები აკლია) – (C) თამაზ დემეტრაშვილი
ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები
- ლეიტენანტი მუხრან შუკვანი - დაბადების თარიღი: 31.01.1984. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური. დაიღუპა სნაიპერის ტყვიით 2010 წლის 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში. დაკრძალეს მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
- პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი - დაბადების თარიღი: 15.01.1967. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ოფიცერი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
- სერჟანტი დავით ცეცხლაძე - დაბადების თარიღი: 07. 09. 1975. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
- კაპრალი ნუგზარ კალანდაძე - დაბადების თარიღი: 27.07.1989. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
- კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი - დაბადების თარიღი: 03.03.1989. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
- კაპრალი გიორგი ავალიანი - დაბადების თარიღი: 04.04.1981. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 22 თებერვალს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
- კაპრალი ვალერი ვერსკიანი - დაბადების თარიღი: 13.11.1979. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. სასიკვდილოდ დაიჭრა 2011 წლის 5 მარტს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. გარდაიცვალა 2011 წლის 16 მარტს გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში.
- უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე - დაბადების თარიღი: 08.12. 1985. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 27 მაისს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
- რიგითი გია გოგუაძე - დაბადების თარიღი: 04.10.1990. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 19 ივნისს თალიბების თავდასხმის შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობებით, ჰელმანდის პროვინციაში.
- სერჟანტი რეზო ბერიძე - დაბადების თარიღი: 16. 10.1979. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 30 აგვისტოს თალიბების თავდასხმის შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობებით, ჰელმანდის პროვინციაში.
- კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი - დაბადების თარიღი: 02.10.1988. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 30 დეკემბერს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
- კაპრალი შალვა ფაილოძე - დაბადების თარიღი: 02.10.1988. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 5 იანვარს. ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
- კაპრალი ვალიკო ბერაია - დაბადების თარიღი: 17.06.1987. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
- კაპრალი რუსლან მელაძე - დაბადების თარიღი: 20.09.1991. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს, საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
- კაპრალი პაატა კაჭარავა - დაბადების თარიღი: 29.07.1975. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
- სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე - დაბადების თარიღი 19.08.1976. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 24 აპრილს პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
- კაპრალი გივი ფანცულაია - დაბადების თარიღი 29.08.84. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში. 2012 წლის იანვარში დაიჭრა ნაღმმტყორცნის ჭურვით. 6-თვიანი მკურნალობის მიუხედავად, ჯარისკაცი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა 26 ივლისს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
- კაპრალი მინდია აბაშიძე - დაბადების თარიღი 27.10.1989. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური. დაიღუპა 2012 წლის 10 ოქტომბერს ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს.
- სერჟანტი გიორგი კიკაძე – დაბადების თარიღი 1988 წლის 16 იანვარს ქალაქ ბორჯომი. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2009 წლიდან მსახურობდა. კრწანისის სასწავლო ცენტრში საბრძოლო მომზადების კურსის გავლის შემდეგ სერჟანტი კიკაძე II ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონში ჩაირიცხა. 2012 წლის გაზაფხულზე მან სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად გადასროლის წინა მოსამზადებელი 6 თვიანი კურსი გაიარა. გიორგი კიკაძე ავღანეთში 2012 წლის ოქტომბერში გაემგზავრა. სერჟანტი გიორგი კიკაძე 19 დეკემბერს ავღანეთში გაუჩინარდა. 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძიება-გადარჩენის ოპერაცია. თუმცა, 29 დეკემბერს სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.
- ბორის ცუგოშვილი .....
- ზვიად სულხანიშვილი .....
- ზურაბ გურგენაშვილი .....
- მიხეილ ნარინდოშვილი .....
- გიორგი ღუჭაშვილი .....
- თეიმურაზ ორთავიძე .....
- გიორგი ადამოვი .....
- ზვიად დავითაძე .....
- ვლადიმერ შანავა .....
- ალექსანდრე კვიწინაძე .....
მარადიული ხსოვნა ქართველ მეომრებს!!!
No comments:
Post a Comment