რუსეთში მიმდინარე გამოფენა "რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინოვაციების დღე"–ს და მასე გამოფენილი მოდელების შესახებ უკვე ვწერდი – "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი სპეცტექნიკა. ამავე გამოფენაზე კიდევ რამოდენიმე საინტერესო ჯავშანტექნიკის გარეგანი იერი გამჟღავნდა:
პლაკატზე გამოსახულია რუსეთის მომავლის არმიის მოტოქვეითებისთვის და მოტომსროლელებისთვის განკუთვნილი ჯავშანტექნიკის სამი სხვადასხვა სახეობა:
პირველი "Бумеранг" - საბურავებიანი ჯავშანტრანსპორტიორი. ფოტოს მიხედვით ძალიან ჰგავს დასავლურ ანალოგებს. მანქანა ნახატის მიხედვით აღჭურვილია აქტიური დაცვის სისტემით (სავარაუდოდ "Афганит") და საბრძოლო მოდული "эпоха"-თი.
ქვეითთა საბრძოლო მანქანა "Курганец-25" – ძრავის წინა განლაგებითა და საბრძოლო მოდული "эпоха"-თი.
ქვეითთა მძიმე საბრძოლო მანქანა "Армата"–ს ბაზაზე – წინა მანქანების მსგავსად აღჭურვილია საბრძოლო მოდული "эпоха"-თი. ტანკისგან განსხვავებით მანქანას ძრავა წინ უყენია.
P.S. რა თქმა უნდა ნახატებზე და მოდელებში ტექნიკა ზუსტად არაა გამოსახული, თუმცა ზუსტადაც რომ იყოს მათ სერიაში ჩაშვებამდე კიდევ ბევრი რამე შეიცვლება. ამიტომ ამ გამოსახულებებზე ბოლომდე ნდობა არშეიძლება, თუმცა რუსული ჯავშანტექნიკის განვითარების ძირითად მიმართულებას სწორედ ასახავს.
No comments:
Post a Comment