ინტერნეტში გავრცელდა გამოფენა MSPO-2013-ზე (გამოფენის სამზადისის შესახებ უკვე ვწერდი – MSPO-2013-ის სამზადისი)გამოყვანილი ახალი პოლონური ტანკის ფოტოსურათები. გამოფენა ჯერ არ გახსნილა, მაგრამ მასზე გამოტანილი გემრიელობები უკვე ფურორს ახდენს.
რამოდენიმე სიტყვა ტანკის შესახებ (მის შესახებ ადრეც ვწერდი – პერსპექტიული პოლონური ტანკი):
- პოლონურ პრესაში ტანკი სხვადასხვა კლასიფიკაციით მოიხსენიება (საშუალო ტანკი, ძირითადი საბრძოლო ტანკი, საიერიშო–მხარდამჭერი მანქანა), თვითონ პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო მანქანის შესახებ არ კონკრეტდება.
- 120მმ–ნი ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო მოდული დისტანციურია, ქვემეხი სავარაუდოდ გერმანული Rhinemetall–ისაა.
- ბაზად შვედური CV-90-ის კორპუსი და სავალი ნაწილია გამოყენებული, რომელიც დამატებითი ჯავშნითაა აღჭურვილი.
- კოშკურაზე აქტიური დაცვის კომპლექსია განთავსებული.
- სახელწოდება CONCEPT PL-01 იმაზე მიუთიტებს რომ ეს პირველი კონცეპტუალური მანქანაა (იდეაში ტექნოლოგიების დემონსტრატორი) და მას სხვა საცდელი მანქანებიც მოყვება.
No comments:
Post a Comment