ამ დღეებში დააკავეს საბერძნეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი აკის ჯოხაჯოპულოსი, მიუყენეს კორუპციის მუხლი და 20 წლით ჩააყუდეს ციხეში. მას მიჰყვა მისი თანამოაზრე – 16 წელი, ბუღალტერი – 13 წელი და ყოფილი ცოლი – 6 წელი.
სადავო საკითხებს შორის იყო ქვეყნის თავდაცვისთვის მიყენებული ტექნიკური და ფინანსური ზარალი. აქედან ჩვენ გვაინტერესებს რუსეთში ნაყიდი ჰსთ კომპლექსები და კერძოდ ТОР-М1–ები.
როგორც ცნობილი ხდება ეს კომპლექსები საბერძნეთის სახმელეთო ჯარების შტაბმა დაბლოკა, მაგრამ თავდაცვის მინისტრის მცდელობის შედეგად მათი შესყიდვა მაინც მოხდა. ქვემოთ მოყვანილია ის მიზეზები თუ რატომ მოხდა რუსული კომპლექსების დაბლოკვა:
ცხრილების ორიგინალები იხილეთ შემდეგ ბმულზე – Ο Συγχωρεμένος (σήμερα) Βλάσσης Καμπούλογλου, η «Ντρουμίλαν Ιντερνάσιοναλ», ο Βενιζέλος, ό Ακης και ο Σμπώκος.
როგორც ცხრილებიდან ჩანს რუსული კომპლექსის ძირითადი პრობლემას მისი ნატოს ჰსთ სისტემებში ინტეგრაციის სირთულე წარმოადგენს. სწორედ ამიტომაც დღეს ეს სისტემები ბაზების დაცვაზეა გადაყვანილი და დამოუკიდებლად ახორციელებენ საჰაერო სივრცის კონტროლს, ანუ მათი შესაძლებლობების რეალიზაცია მსაკმაოდაა შემცირებული.
ასევე ჯოხაჯობულოს მინისტრობის დროს მოხდა ამერიკული კომპანია Raytheon–ის მიერ წარმოებული ანტისაარტილერიო რადიოლოკაციური სადგურების, TPQ-37-ების შესყიდვა, რომლებიც ასევე ვერ პასუხობდა ბერძნული არმიის მიერ დასმულ ვერც ერთ მოთხოვნას. თუმცა ამ რადარის შესახებ შემდე სტატიაში ვისაუბრებთ.
No comments:
Post a Comment