Cassidian–ის განცხადების თანახმად, ელექტრონული სკანირების რადარი, Captor-E, რომელიც გამანადგურებელ Eurofighter Typhoon–ის მოდერნიზაციისთვის არის განკუთვნილი, საბოლოო გამოცდების სტადიაშია შესული და თუ გამანადგურებლის მომხმარებელი ქვეყნების მიერ გამოხატული იქნება დაინტერესება და განხორციელდება პროგრამის დაფინანსება, მაშინ მწარმოებელი კომპანია ამ საბოლოო ფაზას უახლოეს დროში დაასრულებს.
რადარის გამოცდები დასრულებულია და მომდევნო ფაზაში განხორციელდება მისი ინტეგრირება იმ სტრუქტურაში, რომელიც ძველი, მექანიკური სკანირების რადარს, Captor-Μ–ს ეკუთვნის. ამ სამუშაოებს Selex შოტლანდიაში მდებარე ბაზაზე განახორციელებს.
No comments:
Post a Comment