Saturday, November 2, 2013

SR-72 – ჰიპერბგერითი სადაზვერვო თვითმფრინავის პროექტი

ჟურნალმა "Aviation Week & Space Technology"–მ 2013 წლის 1 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში Guy Norris "Exclusive: Skunk Works Reveals SR-71 Successor Plan" წარმოადგინა მისთვის, კომპანია Lockheed Martin–ის მიერ მიწოდებული ექსკლუზიური ინფომრაცია ამ კორპორაციაში შემავალი, საკმაოდ ცნობილი პერსპექტიული სამუშაოების ქვედანაყოფის, Skunk Works–ის მიერ შემუშავების სტადიაში მყოფი პერსპექტიული ჰიპერბგერითი სადაზვერვო–დამრტყმელი თვითმფრინავის, SR-72–ის პროექტის შესახებ, რომელიც ცნობილი Lockheed SR-71–ის მემკვიდრე უნდა გახდეს.

SR-72-სა და SR-71–ის შედარებითი გამოსახულება 
თვითმფრინავი SR-72 Lockheed Martin–ის (Skunk Works) საინიციატივო პროგრამაა, რომელიც აშშ–ს საჰაერო ძალებისს და DARPA–ს მიერ, "სწრაფი დარტყმის" პლატფორმის შესაქმნელად წამოყენებული მოთხოვნების მიხედვით იქმნება. SR-72–ის ძირითად ამოცანად დაზვერვა სახელდება, მაგრამ მას ასევე შეეძლება დამრტყმელი ამოცანების შესრულება. ორძრავიანი თვითმფრინავი SR-72–ის სიგრძე 100 ფუნტზე მეტი, ხოლო მისი კრეისერული სიჩქარე იქნება. 
პროექტის წარმატების საფუძვლად ითვლება პროგრესი, რომელიც Skunk Works–მა და Aerojet Rocketdyne–მ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, კომბინირებული ძალური დანადგარის შესაქმნელად ერთობლივი მუშაობით მიაღწიეს. ძალური დანადგარი წარმოადგენს  ტურბორეაქტიული ძრავისა და ჰიპერბგერითი პირდაპირი დინების საჰაერო–რეაქტიული ძრავის ნაზავს – ამგვარი სქემა ამერიკაში Тurbine-based Сombined Сycle (TBCC) იწოდება. ტურბორეაქტიული ძრავა ასაფრენ–დასაფრენი რეჟიმების დროს იმუშავებს და ასევე უზრუნველყოფს 3M სიჩქარემდე აჩქარებას, რაც საკმარისია პირდაპირი დინების რეაქტიული ძრავის უპრობლემო მუშაობისთვის. თავის მხრივ პირდაპირი დინების საჰაერო–რეაქტიული ძრავა თვითმფრინავს 6M–მდე ააჩქარებს.
ამასთან მთავარ "know how" წარმოადგენს პირდაპირი დინების რეაქტიული ძრავის მყარი მუშაობა "წევის ჩავარდნის" (thrust chasm) დიაპაზონში, რომელიც ტურბორეაქტიული ძრავის მაქსიმალური სიჩქარისა (3M-მდე) და პირდაპირი დინების რეაქტიული ძრავის მყარი მუშაობის მინიმალურ (მიახლოებით 4M) ზღვრებს შორის მდებარეობს. როგორც ჩანს შემქმნელებმა პირდაპირი დინების რეაქტიული ძრავის მუშაობის მინიმალური ზღვარის დაწევა მოახერხეს, თუმცაღა Skunk Works არ ამხელს თუ როგორ მიაღწია ამ შედეგს.

SR-72–სთვის შემუშავებული ძრავაის კონცეფცია (Тurbine-based Сombined Сycle (TBCC))
ძალური დანადგარის ამგვარი კონცეფცია პირველად წარმოდგენილი იქნა DARPA ეგიდით წარმოებულ Skunk Works, Вoeing, Pratt & Whitney და АТК მიერ ერთობლივი ექსპერიმენტალური ჰიპერბგერითი საფრენი აპარატის, HTV-3X Blackswift–ის პროექტში. ეს პროგრამა 2009 წელს იქნა ანულირებული. როგორც მწარმოებელი იუწყება SR-72–ზე, "ტურბო–რეაქტიული საფეხურად" გამოყენებული იქნება "გამანადგურებლის მოდერნიზირებული ძრავა" (სავარაუდოდ Pratt & Whitney ნაწარმი).
ამჟამად Skunk Work–ი ძრავა ТВСС–ის დაბალი სიმძლავრის დემონსტრატორის სახმელეთო გამოცდებს ანხორციელებს. როგორც Skunk Works იუწყება, უახლოეს რამდენიმე წელიწადში შემოთავაზებული ძრავის, TBCC–ის ტექნოლოგია გამოცდილი იქნება გამანადგურებელ F-22–ის ზომის საცდელ "თვითმფრინავ–დემონსტრატორზე", რომელსაც "შეეძლება რამდენიმე წუთის განავლობაში 6М სიჩქარით ფრენა".
შემდეგ 2018 წელს უნდა დაიწყოს "ოფციონალურად–პილოტირებადი" შემცირებული ზომის დემონსტრატორის, FRV–ეს (Flight Research Vehicle) საფრენოსნო გამოცდები. ამ დემონსტრატორის ფიუზელაჟის სიგრძე 60 ფუნტი იქნება და აღჭურვილი იქნება სრული ზომის ძრავით. სრულმაშტაბიანი სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ფინანსების მიღების შემთხვევაში თვითმფრინავ SR-72–ის შეიარაღებაზე მიღება სავარაუდოდ 2030 წლისთვის მოხდება. 

SR-72

წყარო:

No comments:

Post a Comment