2014 წლის 5 იანვარს გადაღებული ერაყის ახალი არმიის მე–9 ჯავშანსატანკო დივიზიის ტანკების, M1A1M Abrams–ების, ქალაქ ელ–ფალუჯასთან თავშეყრის ფოტოსურათი. როგორც ცნობილია ერაყის ქალაქები ელ–ფალუჯა და რამადი 2014 წლის პირველ ღამეებში რადიკალური სუნიტური დაჯგუფების "ლევანატისა და ერყაის ილსამური სახელმწიფო"–ს (დავალტ ალ–ისლამ ირაკ ვა შამ) კოტროლის ქვეშ მოექცა. დაჯგუფებამ ეს ქალაქები "ისლამურ საემირატოებად" გამოაცხადა. 7 იანვარს ღამით, ერაყის არმიის მიერ განხორციელებული ქალაქის განთავისუფლების ოპერაცია ბანდ–ფორმირებებმა წარმატებით უკუაქციეს. ამ მომენტში ქალაქ ელ–ფალკუჯასა და რამადის გარშემო ერაყის პოლიციისა და არმიის მსხვილი ქვედანაყოფები იყრიან თავს, თუმცაღა ერაყის მთავრობა ამ ქალაქებში მსხვილმაშტაბიანი ოპერაციების განხორციელებას თავს არიდებს.
P.S. აშშ–მ ერაყის ახალ არმიას 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის თებერვლამდე 140 ცალი М1А1М (დაკონსერვებაზე მყოფი М1А1–ის მოდერნიზირებული ვარიანტი). ტანკები ერაყის არმიას 2008 წელს 2,16 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტის ფარგლებში მიეწოდა. 2013 წელს აშშ–მ ერაყს დამატებით კიდევ 6 ცალი М1А1М მიაწოდა. М1А1М ტანკებით აღჭურვილია მე–9 ჯავშანსატანკო დივიზიის ოთხი სატანკო პოლკი – დივიზია ერაყის ახალი არმიის ყველაზე მძიმე ქვედანაყოფია, დივიზიის კიდევ სამ პოლკს შეიარაღებაზე Т-72М1 ყავს. პოლკის საშტატო შემადგენლობაში 35 ტანკი შედის – 11 ტანკი სამ სატანკო ასეულში და ორი პოლკის მმართველობაში.
საახალწო ღამეს ალ–ფალუჯაში რადიკალი ისლამისტების მიერ განადგურებული ერაყის არმიის ექვსი ცალი ჯავშანმანქანა HUMVEE
ერაყის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული რაიდი ქალაქ ალ–ფალუჯაში (რეიდის შედეგად განადგურებული იქნა 33 ისლამისტი)
No comments:
Post a Comment