Sunday, March 30, 2014

უკრაინამ რუსეთთან სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობა გაყინა

საინტერესო ამონარიდი უკრაინის სახელმწიფო კონცერნ "Укроборонпром"–ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ი.ტერეშენკოს ინტერვიუდან:
რუსეთის აგრესიისა ფონზე და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის შედეგად ქვეყნის მეთაურობამ რუსეთთან ყველანაირი სამხედრო–საწარმოო თანამშრომლობა გაყინა.
ი. ტერეშენკოს განცხადების თანახმად – უკვე დღეს გასაგები მიზეზების გამო უკრაინა რუსეთს სამხედრო ტექნიკას აღარ აწვდის. კონფლიქტის დეესკალაციის მომენტამდე ჩვენი ურთიერთობა გაყინულ მდგომარეობაში დარჩება. კი ჩვენ ეკონომიკურ დანაკარგებს განვიცდით, მაგრამ განა ჭკვიანურია მოწინააღმდეგის არმიის შეიარაღება?
დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ეკონომიკური და სამხედრო–ტექნიკური ურთიერთობა რუსეთთან, უმაღლეს სამთავრობო დონეზე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში განხილვას იმსახურებს – დასძინა ტერეშენკომ.

წყარო:


P.S. როგორც ცნობილია რუსეთის არმია უკრაინის სამხედრო მრეწველობისგან მთელ რიგ მომსახურებას იღებდა:

  1. Зоря машпроэкт - სახომალდო აირტურბინული ძრავები.
  2. ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტების თვითდამიზნების თავაკები – ამ რამდენიმე წლის წინათ 100%–ით უკრაინისგან ყიდულობდა, ახლა არაა გამორიცხული ეს ნაწილი რუსეთში იწარმოებოდეს.
  3. საკონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტის "Воевода"–ს ტექმომსახურება
  4. ხარკოვში იწარმოებოდა რაკეტებისა და თვითმფრინავების მართვის სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები.
  5. ვერტმფრენის ძრავები – თვითონ თავის პარკს რუსეთი მოემსახურება, მაგრამ ექსპორტზე სერიოზული პრობლემები შეექმნება, თუმცა საკუთარი ძრავების წარმოება უკვე დაწყებულია, ორ წელიწადში სრულ სიმძლავრეზე გასვლას გეგმავენ.




No comments:

Post a Comment