2014 წლის 8 ივნისს ბრიტანეთის სამხედრო–საჰაერო ბაზა ფაიერფორდზე (RAF Fairford) აშშ–დან ორი, დაბალი შემჩნევადობის სტრატეგიული ბომბდამშენი Northrop Grumman B-2A Spirit ჩაფრინდა. თვითმრინავები აშშ–ს ავიაციის გლობალური დარტყმის მმართველობის 509–ე საბომბდამშენო ავიაფრთას ეკუთვნის და მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილი შტატ მისურიში მდებარე ავიაბაზა ვჰაიტმენია (Whiteman Air Force Base). როგორც ცნობილია ბომბდამშენები ბრიტანეთში NATO–ოს სწავლება Saber Strike–ში და BALTOPS–ში სამონაწილეოდ, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელდება, იქნა გადმოსროლილი, თუმცა მათი გამოჩენა სავარაუდოდ რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად განხორციელდა.
დიდ ბრიტანეთში ძველი ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების, В-52Н–ების (სამი მათგანი იმავე ფაიერფორდის ავიაბაზაზე 4 ივნისს ჩაფრინდა, რათა ზემოთ აღნიშნულ სწავლებებში, NATO Saber Strike–ში და BALTOPS–ში მიიღოსნ მონაწილეობა) გადასროლა საკმაოდ ხშირად ხორციელდება და არანაირ გაოცებას არ იწვევს, მაგრამ В-2А–ს ბრიტანულ ავიაბაზებზე გაშლა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და მათი ევროპაში გადმოსროლა რუსეთისადმი პირდაპირ გზავნილად შეიძლება იქნას აღქმული.
გადმოსროლილი თვითმფრინავები Block–30 მოდიფიკაციისა და მათი სახელებია Spirit of Indiana (სერიული ნომერი AV-04, აშშ–ს საჰაერო ძალების ნომერი 82-1069) და Spirit of Louisiana (სერიული ნომერი AV-21, აშშ–ს საჰაერო ძალების ნომერი 93-1088) და მათი სახმისებია Death 11 და Death 12.
წყარო:
No comments:
Post a Comment