Saturday, June 21, 2014

ერაყის არმიის დანაკარგები ჯავშანტექნიკასა და ვერტმფრენებში

დამწვარი ერაყული M1A1M–ის ტრანსპორტირება

2014 წლის 13 ივნისს ჟურნალ "Jane's Defence Weekly"–ში გამოქვეყნებული Jeremy Binnie–ს სტატიის თანახმად, სახელწოდებით "Iraqi Abrams losses revealed", 2014 წლის 1 იანვრიდან მაისის ბოლომდე ერაყის არმიამ 28 ცალი M1A1М Abrams დაკარგა, საუბარია ბრძოლებში დაზიანებულ ტანკებზე [damaged]. აქედან 5 შემთხვევაში მოხდა ჯავშნის გარღვევა ტსმრ–ს დახმარებით. აღუდგენელი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, დარწმუნებით მხოლოდ ერთი სრულებით განადგურებული  ერაყული М1А1М–ის შესახებ არსებობს ინფორმაცია.

განადგურებული ერაყული Abrams–ების ფოტოები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

სტატიის თანახმად ისლამისტები М1А1М–ების გასანადგურებლად/დასაზიანებლად ტსმრ "Корнет-Э", ხტყ РПГ-7 და იუგოსლავიურ ხტყ М-79 Оса  იყენებენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი ასაფეთქებელი მუხტები გამოიყენება.
2010 წლიდან 2013 წლამდე ერაყულმა არმიამ აშშ–დან 146 ცალი გარემონტებული და მოდერნიზირებული, საექსპორტო კომპლექტაციის მქონდე ტანკი М1А1М  მიიღო. მიუხედავად იმისა რომ მანქანა აღჭურვილია ინფორმაციის გაცვლის თანამედროვე სისტემებით, მას არ გააჩნია გაღარიბებული ურანის ჯავშანი, რაც მის ფრონტალურ დაცვას ასუსტებს. 
კუმულაციური მუხტით ჯავშნის გარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია ეკიპაჟის დაღუპვა, თუმცა არაა აუცილებელი რომ ტანკი მწყობრიდან გამოვიდეს. ეს საბრძოლო მარაგის დასახლებული ნაკვეთურიდან განცალკევებით მიიღწევა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია ის ფაქტიც რომ ერაყული არმია ტანკების ტექნიკურ მომსახურებასთან განიცდის პრობლემებს, თუმცა ერაყელები შეეცდებიან ბრძოლებში დაზიანებული ტანკების აღდგენას.
როგორც ფოტოებიდან ჩანს მინიმუმ ერთ Abrams–ში მოხდა აფეთქება, რომელიც ალ–ანბარის პროვინციაში მიმდინარე ბრძოლების დროს ტსმრ–ის მოხვედრის შედეგად აალდა. ფოტოების მიხედვით, რომლებიც უცნობი ვიდეოდანაა ამოჭრილი, ტანკისთვის მიყენებული ზიანი განსაზღვრა შეუძლებელია, ნაჩვენებია ტანკზე ჭურვის მოხვედრის მომენტი, მაგრამ არა მისი ეფექტის შედეგი.
ფოტოების სერიით თუ ვიმსჯელებთ, ISIL–ის მებრძოლმა ტანკის კოშკურაზე თამ–ი (თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა) ააფეთქა, რის შემდეგაც ლუქიდან ტანკში მეორე თამ–ი ჩააგდო, რითაც ტანკში ხანძარი გამოიწვია, ეკიპაჟის ბედი ჯერ–ჯერობით უცნობია.
ასევე ფოტოების მეორე სერია უჩვენებს იმავე მებრძოლს რომელიც ტანკთან მიდის და მასზე თამ–ს ათავსებს. აფეთქების შედეგი ისევ გაურკვეველია. თუმცა ის ფაქტი რომ ისლამისტები ასე თავისუფლად მიდია ერაყულ ტანკებთან, იმაზე მეტყველებს რომ ქვეითები მათ არ იცავენ.

ფოტოები ორივე შემთხვევიდა იხილეთ შემდეგ ბმულზე:
ამ ბრძოლების დროს ასევე აღინიშნა სხვა ჯავშანტექნიკის დიდი დანაკარგებიც – ტროფეებად წაყვანილი HUMVEE–ბი, ჯტრ M–113–ები, MRAP–ები და ასევე საბჭოტა წარმოების ტექნიკა, МТ-ЛБ, БМП-1, Т-55 და სხვები.

განადგურებული და წაყვანილი ერაყული ტექნიკის ფოტოები:
არმიის მაღალჩინოსნები ასევე იუწყებიან იმის შესახებ, რომ ერაყულმა არმიამ 1 იანვრიდან მაისის ბოლომდე 6 ვერტმფრენი დაკარგა და 60 კიდევ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ეს ერაყის საარმიო ავიაპარკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩამოგდებული ვერტმფრენებიდან ორი რუსული წარმოების Ми-24/35  იყო.


3 comments:

  1. ჯავშნის კუთხით რეალურად რა სხვაობაა M1A2-სა და M1A1M-ს შორის? ესე პანტაპუნტით რო არღვევენ ამის ჯავშანს ამერიკასაც ეგეთი წარაკუა აბრამსები ყავს? :D

    ReplyDelete
    Replies
    1. მიწერია – საექსპორტო კოფიგურაციაა ეს და შესაბამისად ჯავშანი სუსტია, ურანის გარეშე.
      M1A2–ს აქვს ურანი და უნდა აღინიშნოს რომ ბოლო ვერსიებს, ანუ SEP v2–ებს მე–3 თაობის ურანის ბლოკები უდგას წინ, ასევე უდგას ურანიანი ბლოკები კოშკურის ბორტებში, მანამდე კოშკურის ბორტებში ურანი არ ეყენა.
      თავის მხრივ M1A1–საც აქვს ურანი ჯავშანში, მაგრამ არა ყველას, ურანიანი მანქანები სერიაში 88 წელს წავიდა და მათი სახელი იყო М1А1НА (НА — Heavy Armor) - ამ ტანკზე პირველი თაობის გაღარიბებულ ურანიანი ჯავშანი იყო მხოლოდ წინ.
      მერე წამოვიდა M1A1HC – ეს ტანკი მე–2 თაობის გუ–ნის ჯავშნითაა წინიდან აღჭურვილი.
      M1A2SEP –იც მე–2 თაობის ჯავშნითაა.
      აი M1A1 AIM ან სხვანაირად M1A1SA (Situational Awareness) და M1A1SEP v2 უკვე მეტ წილად იდენტური მანქანები ელექტრონიკის ამბავში (პირველს მგონი პაჯნორამა არ უყენია და მეთაურს რაღაცა ფუნქციები შეზღუდული აქვს) და ასევე ჯავშანიც იგივეანაირად ერთი და იგივეა, მე–3 თაობის გუ უყენია წინ და კოშკურის გვერდებში.
      აი ერაყული ტანკი კიდევ განსხვავდება – მასზე სპეციალური საექსპორტო ჯავშანია და ჭურვებიც ვოლფრამისაა და არა გუ–სი:
      http://s003.radikal.ru/i204/1406/1c/8da1f564ffea.jpg

      Delete