Wednesday, June 4, 2014

პრორუსი სეპარატისტი

პრორუსი სეპარატისტი
სლავიანსკში, უკრაინელი მესაზღვრეების სამხედრო ნაწილზე, ეგრეთწოდებული პრორუსი სეპარატისტები მესამე დღეა იერიშს ანხორციელებენ – ზედა ფოტო სწორედ მაგ მოვლენებიდანაა.
ფოტოს მიხედვით შეიძლება შემდეგი დასკვნა გამოიტანო – ტიპი საერთოდ არ გავს ადგილობრივ პეტიას, ვასიას, გრიშას ან ჟენიას, რომელიც ერთ დილით ადგა და გადაწყვიტა "ვსიო, მორჩა, კიევის ხუნტას უნდა ვებრძოლოო". ადამიანს აშკარად ეტყობა ჯერ მარტო ფორმის ჩაცმაზე რო ან მოქმედი და ან ყოფილი (როგორც წესი ასეთ მისიებში კვალის წასაშლელად სპეცამსახურის თანამშრომლებს სამსახურიდან ითხოვენ, რამე რომ იყოს თავი რო გაიმართლონ – ჩვენ რა შუაში ვართ, კაცი პენსიაზეა გასულიო) სამხედროა. ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და იარაღი ხელში საკმაოდ გამოცდილი მებრძოლივით უჭირავს. დიაგნოზი შემდეგია – მებრძოლი საკმაოდ დიდი ხანი გადიოდა სამხედრო მომზადებას და არანაირი ადგილობრივი გულანთებული პატრიოტი არაა.


დავამატებდი ერთი ამერიკელის კომენტარს:
The only thing that keeps me from calling this guy Russian Special Ops is the lack of optics on his rifle...but everything else fits.  If you switched out the AK with a M4 you'd be hard pressed to know if he was American by the way he's kitted out.

No comments:

Post a Comment