უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემხედვარე არცერთი ნამდვილი ქართველი გულგრილი არ დარჩენილა. ყველა ქართველს შესტკივა გული უკრაინელ ხალხზე, ჯარისკაცებზე, მეომრებზე და დაღვრილ სისხლზე. ეს სისხლი რუსი იმპერიალისტების ნამუსზეა, რომლებმაც უკრაინაში ცეცხლზე ნავთი დაასხეს და სეპარატისტებს მებრძოლები და შეიარაღება გაუგზავნეს და დღესაც უგზავნიან.
ამ ყველაფრის ფონზე ქართულ საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურეს უკრაინელი ძალოვნების რიგებში გამოჩენილმა ქართველმა მებრძოლებმა. თუმცა არიან ისეთებიც ვინც ამბობს – "რა უნდა მანდ, აქ ჩამოვიდეს და აქ იომოს!!!".
ასეთ ხალხს მინდა ვუპასუხო – გადახედონ საქართველოს უახლეს ისტორიას და დაინახავენ რომ დამოუკიდებლობის 22 წლის განმავლობაში უკრაინა იყო ერთადერთი ქვეყანა და უკრაინელი ერი იყო ერთადერთი ერი, ვინც უმძიმეს მომენტებში გვერდში გვედგა და სწორედთ ერთ ასეთ მომენტზე მინდა დღეს ამ სტატიაში მოგიყვეთ:
ყველაფერი დაიწყო 1993 წლის ოქტომბერში, როდესაც ქართულმა არმიამ და გვარდიამ პოლიტიკური ღალატის გამო მარცხი განიცადა აფხაზეთში და ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დადგა. სწორედ ამ მძიმე მომენტში ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ თხოვნით მიმართა უკრაინის პრეზიდენტს – რათა დახმარებოთა ათასობით ლტოლვილის გადარჩენაში. ლტოლვილებისა რომლებიც სვანეთის მთებში ნაადრევ ზამთარს ეწირებოდნენ და მიმხედავი არავინ ყავდათ.
სწორედ ამ მომენტში საქართველოს პრეზიდენტის თხოვნით "8 ოქტომბერს, უკრაინიდან, ვინნიცის ავიაბაზიდან, ქუთაისში, კოპიტნარის ავიაბაზაზე, მოვლინებული იქნა 100–მდე უკრაინელი ავიატორი და 15 ერთეული ვერტმფრენი Ми-8МТ ვაპნიარკიდან და ხერსონიდან და საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი, ერთი ნავსაწინააღმდეგო Ка-27ПЛ და ერთი სამაშველო Ка-27ПС".
უკრაინელმა ვერტმფრენებმა საქართველოში ერთი კვირა დაჰყვეს, აქედან 5 დღე ინტენსიური ფრენებს ახორციელებდნენ. ხშირად მოწინაარმდეგი ცეცხლის ქვეშ.
მთლიანობაში 5 დღის განმავლობაში განახორციელეს 7634 ლტოლვილის ევაკუაცია სვანეთის მთებიდან ქუთაისში და გადაზიდეს 487 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, ძირითადად კვების პროდუქტები, მედიკამენტები, საწვავ–საპოხი მასალები და თბილი ტანსაცმელი. სულ ამ პერიოდში პილოტებმა 271 საათი და 30 წუთი იფრინეს. 16 ოქტომბერს ვერტმფრენები უკრაინაში, ბაზირების ადგილზე დაბრუნდნენ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ბრძანება უკრაინელი ავიატორების საქართველოში მივლინების შესახებ
უკრაინული ავიატორებისა და ვერტმფრენების ფოტოები საქართველოში ჰუმანიტარული ფრენების დროს
სტატიია მთლიანად რუსულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე – Гуманитарная миссия украинских вертолетчиков в Сванетии (Грузия)
P.S. ადამიანს მოკლე მახსოვრობა აქვს და ამიტომაც ხშირად შეხსენებაა საჭირო – ასე რომ ნუ დაივიწყებთ მეგობრობას და თქვენც უმეგობრეთ.
admin madloba am statiistvis,gmertma gagaxaros
ReplyDeleteСпасибо :)
ReplyDelete