Saturday, October 11, 2014

ბრძოლა დონეცკის აეროპორტისთვის

137 დღე თანამედროვე ტერმინალიდან ლეგენდარულ ნანგრევებამდე
თავდაცვა, რომელსაც მილიონები ადევნებენ თვალყურს, მიწის ზოლი, რომელსაც რამოდენიმე ასეული მებრძოლი კბილებით ეჭიდება, მოწინააღმდეგისდ 15 მძლავრი იერიში, 20–მდე გმირი, რომლებიც უკან ვეღარასოდეს ვერ დაბრუნდებიან და "კიბორგების" ლეგენდა – ასე დაამახსოვრდება ხალხს ბრძოლა დონეცკის აეროპორტისთვის და ასე შევა ის ისტორიაში. 
პირველად "ДНР"–ლი ტერორისტების დროშა დონეცკის აეროპორტის თავზე 18 აპრილს აფრიალდა, ოთხი დღის მერე რაც დონბასის ტერიტორიაზე  АТО გამოცხადდა. შესვენებებით აეროპორტი მაისის ბოლომდე მუშაობდა. როგორც აეროპორტის თანამშრომლები ირწმუნებოდნენ – მუშაობა საერთაშორისო სტანდარტებისა და უკრაინული კანონმდებლობის თანახმად გრძელდებოდა, მაგრამ ავიაკომპანიების ნაწილმა დონეცკში ფრენებზე უარი განაცხადა.
გადამზიდავთა პრობლემებს მაშინ დროებითს ეძახოდნენ, 25 მაისის შემდეგ ეს პრობლემები მუდმივი გახდა – აეროპორტში ბატალიონ "ვოსტოკის" შეიარაღებული მებრძოლები შევიდნენ. მას შემდეგ ასაფრენ ზოლზე არცერთი სამოქალაქო თვითმფრინავი არ დაშვებულა.
26 მაისს უკრაინელიმა სამხედროებმა წარმატებული სპეცოპერაცია განახორციელეს. სპეცდანიშნულების მცირე რაზმმა ავიაციის მხარდაჭერით აეროპორტი ტერორისტებისგან გაანთავისუფლეს. განთავისუფლება სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა.

"აეროპორტის რაიონში სერიოზული ბრძოლაა. აფეთქებები, სროლა, დაფირნავს ავიაცია", – წერდნენ თვითმხილველები.
ოპერაცია სრულყოფილად იყო დაგეგმილი და ელვისებურად იქნა შესრულებული ქ. კიროვოგრადის სპეცდანიშნულების მე–3 ცალკეული პოლკის მებრძოლების მიერ. მებრძოლები აეროპორტთან ვერტმფრენით გადმოსხდნენ, მოიერიშე ავიაციამ გაანადგურა მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები და ახორციელებდა მხარდაჭერას მანამდე სანამ აეროპორტზე უკრაინული დროშა არ აღიმართა.
ტერორისტთა რიგებში დაიწყო პანიკა, უკანდახევისას ისენი ყველას ესროდნენ ვისაც კი ხედავდნენ, თავისებსაც კი. სპეცრაზმელების შიშით ტერორისტთა ლიდერები ქალაქიდან გაიქცნენ
უკრაინელი მებრძოლები აეროპორტს მაისისა და მთელი ზაფხულის განმავლობაში აკონტროლებდნენ. აგვისტოს ბოლოს, ტერორისტებმა რუსული "Град"–ების დიდი რაოდენობის მიღების შემდეგ, დაიწყეს აეროპორტის გამუდმებული საარტილერიო დამუშავება. რუსეთის ფედერაციის არმიის ტანკები, გადაშლილი ნომრებით, პოზიციებზე გამოდიოდნენ და პირდაპირი დამიზნებით აწარმოებდნენ ცეცხლს აეროპორტის მიმართულებით.
პარალელურად რუსეთმა დაიწყო აქტიური შეტევითი ოპერაცია: უკრაინელი სამხედროები ილიოვაისკთან ალყაში მოაქციეს, რუსები ცდილობდნენ მარიუპოლისკენ გაჭრას.
აეროპორტის დამცველები მტერთან ერთი–ერთზე დარჩნენ: ისენი იგერიებდნენ გამუდმებულ იერიშებს და დახმარების მხოლოდ იმედი ჰქონდათ.
10 სექტემბერს ტერორისტებმა ახალი ძალებით შეუტიეს, საქმეში ჩართული იქნა პირდაპირ ეშელონებიდან ჩამოსული რუსული  Т-72–ები, გამაგრებული რაიონების გასანადგურებლად შექმნილი 240 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნეი "Тюльпан"–ები, ჰაუბიცები და მძლავრი "Ураган"–ები, საწვრთნელ ბანაკებში მომზადებული ტერორისტები.
ტერორისტების პირველი იერიშების მოგერიების შემდეგ დაიბადა ზუსტად ლეგენდა "კიბორგების" შესახებ. და პირველად უკრაინელ მებრძოლებს ასე თვითონ ტერორისტებმა უწოდეს.
"Я, блин, не знаю, кто защищает Донецкий аэропорт, но мы их уже три месяца выбить не можем. Попробовали штурмовать - нам таких" вломили "- мы отошли ... Я не знаю, кто там сидит, но это не люди - это" киборги ", - ასე აღწერა ერთმა "ნოვოროსიელმა" ტერორისტმა აეროპორტის დამცველი უკრაინელი მებრძოლები.

ამის მერე აეროპორტის დამცველებს მხოლოდ "კიბორგებად" იხსენიებენ. უკრაინელი მებრძოლები შემდეგ ყვებოდნენ, რომ მათ შორის არ არსებობს წოდებრივი განსხვავება. მტრის ცეცხლმა საბრძოლო ძმობა გამოჭედა, რაც მხოლოდ მებრძოლებისთვისაა დამახასიათებელი. შეტევების ქვეშ გადიოდა დღეები. უკრაინელი მებრძოლები იტანდნენ არტილერიის გამალებულ ცეცხლს, ანადგურებდნენ ტანკს და ხოცავდნენ მტერს.
სექტემბრის ბოლოს აეროპორტი АТО–ს რუქაზე ცხელ წერტილად იქაცა. ტერორისტებმა აქ თავისი "ელიტარული" ქვედანაყოფები გადმოისროლეს: ბატალიონი "Восток", "Моторол"–ას ქვედანაყოფი, სამხრეთის ფრონტიდან მოვიდა "Кальмиус"–ი. ყოველი ამ ქვედანაყოფის მეთაური პირობას დებდა: ხვალ აეროპორტი ჩვენი იქნებაო.
შეტევა ძირითადად სამხრეთ–აღმოსავლეთიდან ხორციელდებოდა, "ვზლიოტნოეს" ქუჩის მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუს 11а–ში ტერორისტებმა თავისი მაკორექტირებლები, მსუქბუქი ქვემეხები, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები განათავსეს. აეროპორტის სადისპეჩერო კოშკურას პირდაპირი დამიზნებით ცხრილავდნენ ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხის საშუალებით. ტერმინალს რუსული ტანკები 200 მეტრიდან ესროდნენ. პირველად მეთაურებმა 30 სექტემბერს განაცხადეს რომ აეროპორტი აღებულია, შემდეგ 3 ოქტომბერს, ხოლო 2 დღის შემდეგ ირწმუნებოდნენ, რომ აეროპორტი მათია. რეალობაში კი, ДНР–ლმა ტერორისტებმა, ერთ თვიანი ბრძოლების შედეგად მხოლოდ 500 მეტრით წინ წაწევა მოახერხეს და სასტუმრო "Полет"–ამდე მიაღწიეს. 10 ოქტომბრის მდგომარეობით აეროპორტი უკრაინელების კონტროლის ქვეშაა.
ბრძოლები მიდის არა აეროპორტისთვის, არამედ ნანგრევებისთვის. დაიწვა საწვავ–საპოხი მასალების საწყობი, განადგურდა ორივე ტერმინალი. მაგრამ სადისპეჩერო კოშკურაზე, რომელიც მხოლოდ სასწაულით დგას ფეხზე, ისევ უკრაინული დროშა ფრიალებს.


აეროპორტს იცავენ:

  • სპეცდანიშნულების მე–3 ცალკეული პოლკი (კიროვოგრადი)
  • 93–ე მექანიზირებული ბრიგადა (დნეპროპეტროვსკის რაიონი)
  • 79–ე აერომობილური ბრიგადა (ნიკოლაევი)
  • 17–ე ცალკეული სატანკო ბრიგადა (კრივოი როგი)
  • მარჯვენა სექტორი (მოხალისეტა ბატალიონი)

No comments:

Post a Comment