2015 წლის 28 დეკემბერს პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინსპექტორატის წარმომადგენელმა, სახელმწიფო ჰოლდინგის შემადგენლობაში შემავალი კომპანიის, Polska Grupa Zbrojeniowa-ს (PGZ), წარმომადგენელთან, პოლონეთის არმიის 128 ცალი Leopard 2A4-ის Leopard 2A4PL დონემდე მოდერნიზაციის შესახებ მოაწერა ხელი. კონტრაქტის ღირებულება 2,415 მილიარდ ზლოტს უტოლდება (მიახლოებით 622 მილიონი დოლარი).
მოდერნიზაციას განახორციელებენ გლივიცაში მდებარე ZM Bumar-Łabędy (უშუალოდ სამუშაოები), ვარშავაში მდებარე PCO (ცეცხლის მართვის სისტემა) და პოზნანში მდებარე ძრავასარემონტო ქარხანა Wojskowe Zakłady Motoryzacyjne (ძრავების რემონტი). ქვემიმწოდებლებად საწარმოები ZM Tarnów და Rosomak იქნებიან მიზიდული. გერმანული მხირდან მოდერნიზაციის პროგრამაში პარტნიორობას Rheinmetall Landsysteme გასწევს. ZM Bumar-Łabędy-მ შეიარაღების ინსპექტორატისგან კონტრაქტის მიხედვით ავანსად უკვე მიიღო 500 მილიონი ზლოტი. ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებულია სათადარიგო ნაწილების მნიშვნელოვანი რაოდენობის შესყიდვა და პოლონეთში Leopard 2-ების უზრუნველსაყოფად სპეციალური სასაწყობე და ლოჯისტიკური ცენტრის შექმნა.
მოდერნიზაციის პროექტი პოლონურმა მხარემ და გერმანულმა Rheinmetall Landsysteme-მ ერთად შეიმუშავეს და ის არანაირ კავშირში არაა Rheinmetall Revolution პროექტთან. აღნიშნული მოდერნიზაციის პროგრამა, Leopard 2A4PL, პოლონელებმა Rheinmetall Landsysteme-ს და მის კონკურენტ, Krauss-Maffei Wegmann-სა და თურქულ Aselsan-ს შორის აირჩიეს.
მოდერნიზაციას ექვემდებარება პოლონეთის არმიისთვის გერმანიის საწყობებიდან 2002-2003 წლებში უფასოდ გადაცემული 128 ცალი Leopard-2A4, რომლებიც მე-10 (10. Brygady Kawalerii Pancernej im. gen. broni Stanisława Maczka) და მე-11 (11 Lubuska Dywizja Kawalerii Pancernej) ჯავშანსაკავალერიო დივიზიების ორ-ორ ბატალონის შეიარაღებაზე იმყოფება. ეს მანქანები 1985-1987 წლებშია აწყობილი.
ხელშეკრულების თანახმად პირველი ექვსი ტანკის მოდერნიზაცია, გერმანიაში, Rheinmetall Landsysteme-ს და პოლონელი სპეციალისტების ძალებით, 2016-2017 წლებში უნდა განხორციელდეს, რის შემდეგაც პროტოტიპები გამოცდებს გაივლიან. გამოცდების შემდეგ ZM Bumar-Łabędy-ს ქარხანა, დარჩენილი 122 მანქანის მოდერნიზაციას განახორციელებს, რომლებიც პოლოეთის არმიას 2019-2020 წლებში უნდა გადაეცეს. ხელშეკრულებაში ოფციად ასევე ჩართულია იმ 14 ცალი Leopard 2A4-ის მოდერნიზაცია, რომლების პოლონურმა არმიამ 2014 წელს შეიძინა და რომელთა ექსპულატაციაც 34-ე ჯავშანსატანკო ბრიგადაში (34. Brygady Kawalerii Pancernej im. Hetmana Wielkiego Koronnego Jana Zamoyskiego) ხორციელდება, რომელიც ზემოთ ნახსენები მე-11 დივიზიის შემადგენლობაშია. ამ მანქანების მოდერნიზაციის შესახებ გადაწყვეტილება 2015 წელს იქნება მიღებული.
კონტრაქტის პირობების თანამხად ორმა ცალმა მოდერნიზირებულმა ტანკმა (Rheinmetall Landsysteme-სი და ZM Bumar-Łabędy-ს სანიმუშე, პირველი მანქანები) გამოცდების გაძლიერებულ პროგრამა უნდა გაიარონ, მათ შორის დაცვის გამოცდაც.
მანქანების Leopard 2A4PL დონემდე მოდერნიზაციის პროგრამა IBD Deisenroth Engineering-ის პასიური, დამატებითი ჯავშანმოდულების დახმარებით ითვალისწინებს კოშკურისა და კორპუსის წინა ნაწილების დაცვის გაძლიერებას. ამასთან მანქანის საერთო წონა 60 ტონას არ უნდა გასცდეს. მანქანაზე ასევე ყენდება კოშკურისა და ქვემეხის ელექტრო ამძრავები. კომპანია РСО განახორციელებს ცეცხლის მართვის სისტემის მოდერნიზაციას და ასევე ტანკზე განათავსებ წრიული ხედვის ვიდეოკამერებს. ტანკი ადაპტირებული იქნება ქვეკალიბრული ჭურვების, DM63-ების სასროლად. ასევე შესაძლებელი იქნება ახალი ამერიკული, 120მმ-ნი სატანკო გასროლების გამოყენებაც. ტანკზე ძრავა MTU MB 873 Ka-501 ეყენება, როელიც კაპიტალურ რემონტს გაივლის.
წყარო:
No comments:
Post a Comment