Sunday, January 17, 2016

სამხრეთ კორეამ ტანკ K2-ის სერიული წარმოების გაშლა დაიწყო

სამხრეთკორეული გაერთიანება Hyundai Rotem-ის (რომელიც Hyundai Motor Group-ში შედის) განცხადების თანახმად, 2015 წლის 25 ნოემბერს, ჩხანვოეში მდებარე საწარმოში დაამზადა და კორეის თავდაცვის სამინისტროს გადასცა მე-100 სერიული ძირითადი საბრძოლო ტანკი К2 Black Panther. ამასთანავე ეს ტანკი საბოლოო К2-ია, რომელიც აღჭურვილი იქნება უცხოური ძრავა-ტრანსმისიის განყოფილებით, რომლის შემადგენლობაშიც შედის გერმანული დიზელის ძრავა MTU MT883 და ავტომატური ტრანსმისია Renk.

ჩხანვოის საწარმოოში დამზადებული პირველი სერიის ბოლო, მე-100 ტანკის გადაცემის ცერემონიალი


ამგვარად კომპანია Hyundai Rotem-მა უმოკლეს ვადებში დაასრულა 2014 წლის 29 დეკემბერს სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სააგენტოსთან (Defense Acquisition and Procurement Agency - DAPA) გაფორმებული 901,5 მილიარდ ვონის (820 მილიარდი დოლარი) ღირებულების კონტრაქტის რეალიზაცია, რომლის თანახმადაც მწარმოებელმა არმიას 100 სერიული ტანკი K2 მიაწოდა. კონტრაქტის რეალიზაცია მის ფორმალურ ხელმოწერამდე ადრე დაიწყო - ჩხანვონეში აწყობილი პირველი სერიული K2-ების მიწოდება 2014 წლის ნოემბერში განხორციელდა. ამგვარად , Hyundai Rotem-მა სულ რაღაცა ერთ წელიწადში დაასრულა ტანკ K2-ის პირველი სერიული 100 ტანკის გამოშვება - რითაც დემონსტრირება გაუკეთა სამხრეთ კორეის თანამედროვე წარმოების შესაძლებლობებს. დამზადებული მანქანები არმიას 2017 წლის დასაწყისამდე უნდა გადაეცეს.
ტანკ К2-ის პირველი 100 მანქანიანი პარტიის დასრულებასთან დაკავშირებულ პრეს-რელიზში კომპანია Hyundai Rotem-ი ასევე იუწყება რომ უკვე დაიწყო ტანკების მეორე პარტიაზე მუშაობა. სამხრეთკორეული წყაროების თანახმად მეორე პარტიაც 100 მანქანისგან შესდგება.
პარტიებს შორის ძირითადი სხვაობა ძრავა-ტრანსმისიის განყოფილებაში იქნება, კერძოდ მეორე პარტიის მანქანები კორეული წარმოების 1500 ცხენისძალიან დიზელის ძრავა Doosan Infracore DV27K და ავტომატურ ტრანსმისია S & T Dynamics EST15K (ექვსი სიჩქარე წინ და სამი უკან) მიიღებენ. როგორც ცნობილი ხდება კომპანია Doonsan Infracore-მ (შედის Doonsan-ის ჯგუფის შემადგენლობაში) პირველი სატანკო ძრავა DV27K 2015 წლის ნოემბრის ბოლოს დაამზადა.
შეგახსენებთ, რომ ტანკი  K2 სამხრეთკორეული თავდაცვითი სააგენტოსა და Hyundai Rotem-ის მიერ 1995 წლიდან იქმნებოდა, მაგრამ პროგრამა საგრძნობლად გაიწელა, რაც მის შიდა წარმოების ძრავა-ტრანსმისიის, რომლებსაც თავდაპირველი გერმანული ძრავა ტრანსმისია უნდა ჩაენაცვლებინა,  სამუშაო დონემდე მიყვანის პრობლემებთან იყო დაკავშირებული (რომლებიც შესაბამისად Doosan Infracore და S & T Dynamics მიერ იქმნებოდა).
2012-2014 წლებში დამზადებული იქნა წინასერიული 15 მანქანა, რომლებიც საგამოცდოდ არმიას გადაეცა, ხოლო სერიული წარმოების დაწყება ტანკის დახვეწასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამუდმებით გადაჰქონდათ. რის შედეგადაც პირველი 100 სერიული K2 გერმანული ძრავა-ტრანსმისიით იქნა შეკვეთილი. მაგრამ მიუხედავად ამისა K2-ის სერიული წარმოების ტემპები მაინც შთამბეჭდავია - 100 მანქანა სულ რაღაცა ერთ წელიწადში, რითაც კორეა მეწინავე ტანკმწარმოებელი ქვეყნების რიგებში გავიდა.




წყარო:

No comments:

Post a Comment