აშშ-ს საზღვაო ფლოტის შუალედური შემოწმების ფარგლებში გაირკვა რომ, ექსპულატაციისა და ტექნიკური მომსახურების ბიუჯეტში 848 მილიონი დოლარის "ხვრელია" წარმოშობილი. ამან ამერიკის ფლოტის ხელმძღვანელობა აიძულა შეემცირებინა საფრენოსნო საათები, ოთხ ხომალდსა და წყალქვეშა ნავზე გადაედო სარემონტო სამუშაოები, და ასევე დროებით შეეჩერებინა ერთი საავიამზიდო ჯგუფის და ორი სადესანტო დაჯგუფების ხომალდების ტექმომსახურება.
USS Albany-ს სარემონტო დოკებში შესვლის მომენტი
უკმარისობის თანხა შეიცავს ხომალდების რემონტისა და ტექმომსახურების დამატებით 500 მილიონი დოლარის ხარჯებს, საფრენოსნო მომზადების 255 მილიონს და ავიამზიდ USS Harry S. Truman-ის საავიამზიდო დამრტყმელი დაჯგუფების საბრძოლო სამსახურზე ყოფნის გახანგრძლივებისთვის საჭირო 91 მილიონ დოლარს.
სახსრების უკმარისობის კომპენსაციის სახით დაგეგმილია საგემბანო ავიაციის 1-ლი ავიაფრთის საბრძოლო მომზადების შეწყვეტა. ავიაფრთას საბრძოლო სამსახური მხოლოდ 2019 წელს მოელის.
აღსანიშნავია რომ 2013 წლის ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო ატომური წყალქვეშა ნავი USS Albany-ს (SSN 753) ქარხნული რემონტი. მაგრამ სეკვესტრთან დაკავშირებული არასტაბილურობის გამო რემონტი 2014 წლის იანვრისთვის გადაიდო. რემონტი 28,5 თვე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მისი შესრულების ვადები გამუდმებით იწეოდა და ახლა რემონტის დასრულების მოსალოდნელი დრო უკვე 43 თვეს შეადგენს. ამის შედეგად დაკარგული იქნა დიდი დრო, რომელიც ხომალდს საბრძოლო მორიგეობაზე უნდა გაეტარებინა. ამას გარდა წყალქვეშა ნავ USS Albany-ს გაწელილმა რემონტმა გამოიწვია სხვა ატომური წყალქვეშა ნავის, USS Boise-ს რემონტის შეფერხება. თუ ის რემონტზე არ დადგა მაშინ ამა წლის შემოდგომაზე ზღვაში ვეღარ გავა.
და ბოლოს USS Albany-ს გაუთვალისწინებლად გრძელი რემონტის გამო მისი მეთაური სამსახურიდან წავიდა, ხოლო უფროსმა თანაშემწემ და უფროსმა მექანიკოსმა საჭირო კვალიფიკაცია ვერ მიიღეს და შესაბამისად ვერ დაწინაურდნენ.
იდეალური მდგომარეობა არც საგემბანო ავიაციაშია. Hornet-ების მნიშვნელოვანი ნაწილი არაბრძოლისუნარიანია. დიდი ოპერატიული დატვირთვა, შეფერხებები F-35C-ს მიღებაში და ფინანსურმა პრობლემებმა გამოიწვიეს ის რომ კმაყოფილდება მხოლოდ რეგიონალური სარდლობის მოთხოვნები. გაუთვალისწინებელი ამოცანების შესასრულებლად დამატებითითი ავიაფრთის გაშლის ვადები ბოლო წლებში 3 თვიდან 6-12 თვემდე გაიზარდა.
ქვემოთ მოყვანილ გრაფიკზე კარგად ჩანს რემონტის/ტექმომსახურების მომლოდინე თვითმფრინავებისა და ძრავების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობა. მაგალითისთვის, ავიამზიდ USS Harry S. Truman-ის ავიაფრთის ოთხი ესკადრილიის საბრძოლო სამსახურში ყოფნის ვადის გაგრძელების მიზნით სათადარიგო ნაწილები სხვა სამ ესკადრილიას, რომლებიც საბრძოლო მორიგეობაზე არ იმყოფებიან, ჩამოართვეს.
No comments:
Post a Comment