2017 ფინანსური წლის (FY17) საპრეზინედტო
მოთხოვნამ (PBR) გასული წლის სამხედრო სახმელეთო საშუალებების პროგრამების
ბიუჯეტთან შედარებით მხოლოდ 2% ზრდა უჩვენა. FY17-ის 90% არსებული
პლატფორმების მოდიფიკაციისთვის იყო მოთხოვნილი. სამხედრო სახმელეთო საშუალებების
ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც პრიორიტეტულ, მომავლის პროგრამებზე და ახალ
მიმართულებაზე კოცნეტრირების საშუალებას იძლევა.
აშშ-ს ერთიანი მსუბუქი ტაქტიკური მანქანა JLTV-ს (Joint Light Tactical Vehicle) პროგრამაში
გამარჯვება კომპანია Oshkosh-ს
მიენიჭა. აღნიშნული კომპანია აშშ-ს არმიაში სატვირთო ავტომობილების ტრადიციული
მიმწოდებელია. კონკურენტი კომპანიების მიერ გამოთქმული პროტესტის სახით JLTV-ს პროგრამა
წინაღობებს წააწყდა, თუმცაღა აშშ-ს არმიის სამეთაურო რგოლის მიერ პროტესტი
უარყოფილი იქნა, რითაც აშშ-ს არმიისთვის და საზღვაო ქვეითთა კორპუსისთვის
55 000 ამ ტიპის მანქანის წარმოებას გზა გაუსუფთავეს. ეს პროგრამა, ახლახანს
განხორციელებული ცუდად მართვადი მაგალითებისგან განსხვავებით, ბოლო დროს
ტესტირების შედეგებში გაუმჯობესებას უჩვენებს, მას საკმაოდ კარგი ფასი აქვს,
მიახლოებით 250 000 აშშ დოლარი და უზრუნველყოფს MRAP-ის
(Mine-Resistant Ambush-Protected) ტიპის მანქანების შესაბამის დაცვას.
საზღვაო ქვეითების კორპუსის „ამფიბიურმა საბრძოლო მანქანამ“ (Amphibious
Combat Vehicle - ACV) საველე გაუმჯობესებების
მხრივ საკუთარი სტრატეგიის ფარგლებში, წყალზე მაღალი სიჩქარის მიღების მიზნით, პროგრესირება განიცადა. დაწყებული არსებითად
მზა ACV 1.1 -ით და ACV 1.2 -ზე
მორიდებული გადასვლით, პროგრამა წარმატებისთვისაა განწყობილი. კომპანიები SAIC და BAE Systems-ი ACV
1.1 -ის პროტოტიპიების გამოსაშვებად „საინჟინრო
და საწარმოო განვითარების“ (engineering and manufacturing
development - EMD)
ხელშეკრულებით დაჯილდოვდნენ და როგორც მოსალოდნელია ერთ-ერთი მწარმოებელი 2020
წლისათვის 204 მანქანის გამოსაშვებად იქნება არჩეული.
ევროპაში ბაზირებულმა Stryker-ებმა რუსეთის აქტივობისათამ დასაპირისპირებლად
30მმ-ნი ავტომატური ქვემეხები მიიღეს, მაგრამ არმიას იმედი აქვს რომ მომავალში ამგვარად
გაუმჯობესებული მანქანების რაოდენობას გაცილებით გაზრდის. ამას გარდა Stryker-ის ბრიგადის
საბრძოლო მე-4 დაჯგუფებისთვის (Stryker
Brigade Combat Team - SBCT) უკვე დამტკიცებულია
Stryker DVH (Double-V Hull - ორმაგი V-სებური ფსკერი) მანქანების
შესყიდვის პროგრამა, რაც მოიცავ Stryker-ების დაცვის გაზრდას მათი სამოქმედო პოტენციალის
გაუარესების გარეშე.
2014 წელს კომპანია BAE
Systems-ს მიენიჭა
Armored Multi-Purpose Vehicle-ს (AMPV) კონტრაქტი. პროგრამაში ძირითად
წინაღობად კომპანია General
Dynamics-ის
პროტესტი რჩება, რომელიც ცდილობს სატრანსპორტო საშუალებისთვის წამოყენებული
მოთხოვნები საკუთარი მანქანის სასარგებლოდ შეცვალოს.
იმ დროს როდესაც საბურავებიანი სატრანსპორტო საშუალების თაობაზე დებატები
გრძელდება, არმია მუხლუხიანი მანქანების საკითხის გადაჭრას მოითხოვს.
უნიფიკაციიდან გამომდინარე Bradley-ს შასის გამოყენება განახლებული შესაძლებლობების პაკეტით,
მიმდინარე ფინანსური შეზღუდვების ფონზე, არმიის
თვალსაზრისით მისაღებია.
JLTV-ს პროგრამის
დაცვა და საკმაოდ სასურველი პროგრამებისადმი გახანგრძლივებული მიდგომა სავარაუდოდ
ორივეს, არმიის და საზღვაო ქვეითების, აშკარა მიზანს წარმოადგენდა. არმიის Bradley-ს „მომავლის საბრძოლო მანქანით“ (Future Fighting Vehicle - FFV) ჩანაცვლების სურვილის პრაქტიკული რეალიზაციის ვადა
მიახლოებით 10 წელია.
არმია რეალურად ცდილობს დარწმუნდეს რომ პროგრამა GCV (Ground Combat Vehicle) დახურვის შემდეგ მოთხოვნების
შესაბამის მანქანას მიიღებს.
M109A7
(Paladin), AMPV, M1A2 SEPv3, Stryker DVH და გაუმჯობესებული Bradley-ს მიღებით არმია საგრძნობ
მოდერნიზაციას განიცდის. JLTV-ს ფინანსირების
უზრუნველსაყოფად FFV-ზე ითქვა უარი და ამ მიდგომამ
შედეგი გამოიღო. საზღვაო ქვეითებმა ზღვიდან-ხმელეთისკენ ამფიბიური შესაძლებლობების
ხანგრძლივ გეგმაში გაუმჯობესების და საკუთარი მიზნების მისაღწევად ასევე მიიღეს
ახალი მიდგომა.
პროგრამა ACV 2.0-ისადმი ეტაპობრივი მიდგომა
შედეგის გამოსაღებად სავარაუდოდ 2035 წლამდე მოითხოვს დროს, მაგრამ გზად USMC ურისკო პროგრამას მიიღებს. ამ
მიდგომას დამატებითი უპირატესობაც გააჩნია - AAV-ბის ფლოტზე ზეწოლის თანდათანობითი შემცირება, რაც ACV 2.0 პროგრამის რეალიზაციამდე საჭირო
დროის მოგების შესაძლებლობას იძლევა.
აშშ სახმელეთო
ტექნიკის პროგნოზი (2016-2024)
ხუთწლიანი საშუალო საბაზრო 1,91% ზრდის ტემპითა და 66,8 მილიარდი დოლარი
საბაზრო ღირებულებით, რაც შესყიდბვების 80,4% შეადგენს, აშშ ამერიკის კონტინენტზე
დომინირიებს.
არსებული
პროგრამები პროგნოზირებადი პერიოდში შემდეგნაირად გამოიყურება - 6,7 მილიარდი
დოლარის ღირებულების Stryker და Double-V Hull, M1A2SEPv2-ის ჩათვლით 6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების M1 Abrams-ის პროგრამა,
5,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Bradley-ს და მოდიფიკაციების მოდერნიზაცია და FMTV-ს (3,73 მილიარდი აშშ დოლარი). აქ ასევე
არის მიახლოებით 9,67 მილიარდი აშშ დოლარის საშუალება, რომელიც მიმართულია ისეთი პროგრამებისკენ,
როგორებიცაა ACV 1.1, FFV, JLTV და AMPV და ასევე HMMWV-ეს მოდერნიზაციისკენ.
კომპანიები
რეგიონში სახმელეთო ტექნიკის წამყვანი მიმწოდებლების სია General Dynamics-ით იწყება, რომელსაც აღნიშნულ პერიოდში 16,1 მილიარდი აშშ დოლარის ბრუნვა
აქვს, რაც ბაზრის 20% უდრის. მის შემოსავალაში ძირითადად „ძირითადი საბრძოლო ტანკები“
58% და ქსმ-ები 33% დომინირებენ. რეგიონის გაყიდვებში Abrams,
Piranha და LAV (light armoured vehicle) ოჯახის მანქანები დომინირებენ.
Oshkosh-ს 16,1 მილიარდი აშშ დოლარითა და ბაზრის
წილის 19,4%-ით მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებული აქვს. კომპანია ძირითადად სატვირთო
ავტომანქანებით და დაცული სატრანსპორტო საშუალებებით (თუმცაღა არა საბრძოლო მანქანებით)
ვაჭრობს. მისმა მძმე და საშუალო ტქტიკური მანქანების ოჯახობამ
და ასევე JLTV-მ ხილვად მომავალში თავისი პოზიციები რეგიონის ბაზარზე
საგრძნობლად გაიმყარა.
BAE Systems თავისი 15,1 მილიარდი აშშ დოლარითა და
ბაზრის 18,2%-ით სიაში მე-3 ადგილზეა. მისი სატრანსპორტო საშუალებების სეგმენტი შემდეგნაირად
იყოფა - ქსმ-ებს რეგიონის ვაჭრობის 35% უკავია, შემდეგი თვითმავალი არტილერიაა
25%-ითა და ბოლოს სარემონტო საშუალებები 10%-ით. მანქანები, რომლებიც ამ მოზრდილ პოზიციებს
იკავებენ, არის M2/ M3 Bradley, M109 და
M88 Hercules შესაბამისად.
ამ სიას პროგნოზის ბოლოში თავის პოზიციას AMPV-ც უმატებს.
ძირითადი სახმელეთო პროგრამები
JLTV-ს (Joint
Light Tactical Vehicle ) მიმოხილვა
JLTV აშშ-ს არმიისა და საზღვაო ქვეითების მიერ
HMMWV-ეს (High-Mobility
Multi-Purpose Wheeled Vehicle) ჩანსანაცვლებლად განხორციელებულ ერთობლივ პროგრამას წარმოადგენს. ცივი
ომის კონტექსტში შექმნილ HMMWV-ეს დაცვა არ ჰყოფნის, განსაკუთრებით ისეთი დომინირებული
საფრთხეების წინააღმდეგ, როგორებიცაა РПГ და
სახმელეთო ნაღმები.
ამ
სისუსტის აღმოფხვრის მცდელობამ მანქანა ძალიან დაამძიმა, რითაც პლატფორმის
მობილურობა საგრძნობლად შესუსტდა. JLTV-ს კონცეფცია მეტწილად გადარჩენადობაზე და მობილურობაზეა ფოკუსირებული
და ასევე უზრუნველყოფს არსებული და პერსპექტიული საკომუნიკაციო და ელექტრონული სისტემების
განთავსებას. JLTV-ს „საწყისი დაბალტემპიანი წარმოების“ (low-rate initial production - LRIP) ხელშეკრულება, რომელიც 16 901 მანქანისგან
შესდგება, Oshkosh-ს 2015
წლის 24 აგვისტოს მიენიჭა.
2017
ფინანსური წლის ბიუჯეტი (FY17
budget)
საწყისი LRIP-ის ფარგლებში FY17 აქტიურად მოითხოვს 2020 მანქანას, აქედან
1828 არმიისთვის ხოლო 192 საზღვაო ქვეითებისთვის იქნება განკუთვნილი. ეს მანქანები
აშშ-ს საზღვაო ქვეითების რიგებში „საწყის ოპერატიულ მზადყოფნას“ (Initial Operating Capability - IOC) FY18-ში (2018 ფინანსურ წელს) მიღწევს. საზღვაო
ქვეითთა კორპუსი JLTV-ს ძირითად შესყიდვებს FY22-ისთვის განახორციელებს. არმია IOC-ს FY19-ში მიაღწევს, ხოლო მანქანების შესყიდვები
დაახლოებით 2040 წლამდე გაგრძელდება.
Stryker DVH მოდერნიზაციის
(თავდაცვის დეპარტამენტი) მიმოხილვა
Stryker-ის ტიპის
ჯავშანტრანსპორტიორები უკვე ათ წელზე მეტია აშშ-ს არმიაში მსახურობენ. მანქანის 10
ვარიანტი უზრუნველყოფს არმიას საცეცხლე შესაძლებლობებით, ამძრაობითა და Stryker-ის ტაქტიკური
ბრიგადული ჯგუფის შიგნით კომუნაკციის მაღალი მოქნილობით.
არმიაში Stryker -ს, მიუხედავად იმისა რომ უახლესი
სატრანსპორტო საშუალებაა, ბოლო 10 წლის მანძილზე მაინც საჭირო გახდა
გაბარიტებში-წონაში-სიმძლავრეში (ენერგომოხმარებაში)-ფასში (space,
weight and power as well as cost - SWaP-C) დამატებითი ხარჯების გაწევა. ამჟამად ყველაზე
აქტუალური უარყოფითი მხარე ეს გადარჩენადობის დაბალი ხარისხია. DVH მოდერნიზაციის
ფარგლებში ეს პრობლემა მომავალი ოპერაციებისთვის გადაჭრილი იქნება. ეკიპაჟის ნაწილის
დაცვის გაზრდა ამავე მოდერნიზაციის პროგრამის ნაწილია.
2017 ფინანსური წლის ბიუჯეტი (FY17 budget)
2017 ფინანსური წლის მოთხოვნილი 727,8 მილიონი აშშ დოლარი უზრუნველყოფს როგორც
ბოლოს შეკვეთილი მე-3 ბრიგადის DVH კომპლექტების, ასევე ახალი, მე-4 ბრიგადისთვის
123 ცალი DVH მანქანის შესყიდვების დაფარვასაც.
ფინანსირება ასევე უზრუნველყოფს 30მმ-ნი შეიარაღების
სისტემის შესყიდვას, რომელიც აშშ-ს ევროპის სარდლობის (US
Army European Command) დაქვემედბარებაში
მყოფი ქვეითთა ჯტრ Stryker-ის საცეცხლე სიმძლავრის გაზრდის სასწრაფო ოპერატიული
მოთოხნით იყო განპირობებული.
ფინანსირება ECP-1-ის (Engineering
Change Proposal) სხვა ისეთი
ასპექტების უზრუნველყოფასაც ახორციელებს, როგორებიცაა - ელექტროგენერატორი, საკიდარი
და ქსელური განახლებები, სატრენაჟორო დანადგარები და უსაფრთხოების მოდიფიკაცია.
PIM (Paladin Integrated Management - პალადინი ინტეგრირებული მართვა) - M109A7-ის (თავდაცვის დეპარტამენტი) მიმოხილვა
პროგრამა PIM (ახლა
მას M109A7
ეწოდება) M109A6-ის
მოდერნიზაციის დროს მიღწეულ წარმატებებს ეფუძნება და არსებულ M109A6 ტიპის
თვითმავალ ჰაუბიცებს M109A7
დონემდე გადაკეთებას და მათ სამსახურში დატოვებას კიდევ 20 წელზე მეტხანს
ითვალისწინებს.
PIM ახდენს Bradley-ს, უარყოფილი Future Combat Systems-ის და არსებული M109-ების ფლოტის კომპონენტების ახალ სავალ ნაწილზე ინტეგრირებას.
ეს ცვლილებები საერთო მასის 5% ზრდას გამოიწვევს, მაგრამ მოუხედავად ამისა მანქანას
ზრდის პოტენციალი ემატება, რაც მომავალში განახლებებისა და გაუმჯობესებული ჯავშანდაცვის
დაყენების საშუალებას იძლევა.
მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება ქვემეხის ჰიდრავლიკურ ამძრავებს ეხება, რომლებიც
სრულებით შეიცვლება, ახალი, ელექტრომექანიკური სისტემებით.
ამ ცვლილებას თან ახლდა მანქანის ენერგო მომარაგების სისტემის ფართო
რეკონსტრუქცია, რაც მას ფართო მოდულურობასა და გაადვილებულ საველე
რემონტვარგისიანობას ანიჭებს.
მთლიანობაში
შესყიდული იქნება 580 კომპლექტი, რომელშიც შედის ერთი თვითმავალი ჰაუბიცა და ერთი
საბრძოლო მარაგის ტრანსპორტირების მუხლუხებიანი მანქანა (Carrier
Ammunition Tracked - CAT). ეს პროგრამა პლატფორმის სიცოცხლეს 2050 წლამდე
გაახანგრძლივებს.
2017
ფინანსური წლის ბიუჯეტი (FY17
budget)
PIM-ის პროგრამისთვის 2017 ფინანსურ წელს მოთხოვნილ თანხა 215,1 მილიონი აშშ დოლარით აღემატება 2016 ფინანსური წელს მოთხოვნილ თანხას. FY17-ის ფინანსირების ყურადღების ცენტრს წარმოების სრული
ტემპის (Full-Rate Production - FRP) მხარდაჭერა
წარმოადგენს. ფინანსირების 469,3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ბაზა და „გაუთვალისწინებელი
უცხოური დაფინანსება“ (Overseas Contingency Funding - OCO) 125,2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით უზრუნველყოფს
PIM-ის 48 კომპლექტს. დამატებითი
63,1 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება უზრუნველყოფს არსებული მანქანების სხვადასხვა
მოდიფიკაციების M109A7
დონემდე მოდერნიზაციას.
M1 Abrams-ის (თავდაცვის დეპარტამენტი) მიმოხილვა
ძირითადი საბრძოლო ტანკი Abrams უკვე 30 წელზე მეტია რაც მსახურობს. მან უკვე გადალახა თავისი SWaP-C ზღვარი და
გააჩნია ნაკლოვანებები ქსელურ შესაძლებლობებში, სიცოცხლისუნარიანობაში და ლეტალურობაში.
არმიამ, იმისთვის რომ მოხდეს დაკარგული შესაძლებლობების აღდგენა, ინიცირება გაუკეთა
ECP პროგრამას და ხარვეზების აღმომფხვრელ მოდერნიზაციას. ECP ტანკ M1-ის 2050 წლამდე
მწყობრში შენარჩუნების მიზნით ახორციელებს ელექტრონული აპარატურის უზრუნველყოფას და
სხვა განახლებებს, რათა აღმოიფხვრას SWaP-C-ში არსებული გარღვევები.
2017
ფინანსური წლის ბიუჯეტი (FY17
budget)
2017 ფინანსურ წელს მოთხოვნილი 573,87 მილიონი აშშ დოლარი გამიზნულია წარმოების ECP 1A კოფიგურაციის ტიპის ჯავშანპაკეტის წარმოებაზე
გადასასვლელად. ამას გარდა ის განაგრძობს დარჩენილი ECP
1A აღჭურვილობის წარმოებას 2018 ფინანსურ
წელს (FY18) ტანკ M1A2SEPv3-ის წარმოების მხარდასაჭერად. ფინანსირება
ასევე განაგრძობს TIGER-ისა (Total
Integrated Engine Revitalization) და ტრანსმისიის წარმოების (Transmission
Enterprise), DSESTS-ის (Direct Support Electrical System Test Sets) პროგრამების და სასწავლო-სატრენაჟორო აღჭურვილობის
(Training Aids, Devices, Simulators
and Simulations - TADSS) განახლების
უზრუნველყოფას. დამატებით ფინანსირება უზრუნველყოფს როგორც ოჰაიოს შტატში ლიმას ქარხნის,
ასევე სხვა ადგილებში წარმოების შენარჩუნებას.
M2/M3 Bradley-ს მიმოხილვა
ქსმ Bradley ექსპულატაციაში
80-იანი წლების დასაწყისიდანაა და მან ასევე გადალახა თავისი SWaP-C ზღვარი. ეს
მუხლუხებიანი საბრძოლო მანქანა, რომელსაც უკავია თავისი ადგილი არმიის პორტოფოლიოში,
გაუმჯობესებას საჭიროებს. ამ მიზნით მოდერნიზაციის ისეთი ორი პროგრამა, როგორებიცაა
„Bradley-ს გაუმჯობესების პროგრამა“ (Bradley Improvement Programme) და „Bradley
MOD“ გაერთიანდა. პირველი იყენებს ECP-ს (Engineering Change Proposal), რათა გააუმჯობესოს მუხლუხები, საკიდარი, ტრანსმისია
და ელექტროენერგიის სისტემები, ხოლო მეორე პროგრამა ორიენტირებულია საბორტე ციფრული
სისტემების და Bradley-ის პლატფორმის ბრძოლის ველის ინტეგრირების
გაუმჯობესებაში. ეს პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მანქანის გაფართოებულ სამეთაურო და
მართვის, ლეტალურობის, გადარჩენადობის და სიტუაციური გათვითცნობიერების შესაძლებლობებს.
2017
ფინანსური წლის ბიუჯეტი (FY17
budget)
2017 ფინანსურ წელს მოთხოვნილი 276,4 მილიონი აშშ დოლარი უზრუნველყოფს
ქსმ Bradley-ს ოჯახობის რამოდენიმე მანქანის შესყიდვებს, მათ შორის
ისეთი კომპლექტების შესყიდვისა და გაუმჯობესებების დაყენებას, როგორებიცაა ECP1 და ECP2 კომპლექტები, სასწავლო-სატრენაჟორო აღჭურვილობის
(Training Aids, Devices, Simulators
and Simulations - TADSS) შესყიდვა
და ინჟინერულ/პროგრამული უზრუნველყოფა. მიმდინარე პროგნოზების თანახმად ქსმ Bradley ჯავშანსატანკო
ბრიგადის საბრძოლო დაჯგუფების (Armoured Brigade
Combat Team - ABCT) შემადგენლობაში
2050 წლამდე დარჩება. FY17-ში R&D-სთვის (კვლევა და განვითარება) გამოყოფილი
101,8 მილიონი აშშ დოლარი უზრუნველყოფს ECP გაუმჯობესებებს, სიცოცხლიაუსნარიანობის
გაზრდას და შეფასებით გამოცდებს.
კანადა
კანადა, რომელიც აყვავებული და სტაბილური ქვეყანაა, როგორც ქვეყნის
შიგნით ასევე მის გარეთ გარკვეულ საფრთხეებს აწყდება.
კანადის გარე და უსაფრთხოების
პოლიტიკა მიმართულია როგორც NATO-ს, ასევე გაეროსა და სხვა საერთაშორისო
ორგანიზაციების წინაშე საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის გამტკიცების
საკუთარი მოვალეობების შესრულებისაკენ.
მთავრობა
მსოფლიო წყობილების სტაბილურობას განიხილავს როგორც კანადის ფიზიკური
უსაფრთხოებისთვის და შიდა განვითარებისთვის აცუილებელ პირობას. ეს ყველაფერი თავის
მხრივ დამოკიდებულია საერთაშორისო და განსაკუთრებით კი აშშ-სთან არსებულ სავაჭრო
ურთიერთობებზე.
კანადას განვითარებული სამხედრო მრეწეველობა აქვს, თუმცაღა საკუთრივ
ადგილობრივი კომპანიები როგორც წესი მცირე ან საშუალო ზომის საწარმოებია (small and medium-sized enterprises - SMEs). სავარაუდოდ ეს წამყვანი საერთაშორისო
კომპანიების მიერ მსხვილი კანადური ფირმების შესყიდვასთან და შემდგომ ქვეყანაში
მათი შვილობილი კომპანიების შემოდინებასთანაა დაკავშირებული. კანადაში როგორც წესი
ბიზნესის წარმოება, ქვეყნის მომწიფებული და სტაბილური ხასიათიდან გამომდინარე, ადვილია.
მაგრამ ბაზარში მონაწილეების დაცვა შეიძლება გარკვეულ პრობლემებს წააწყდნენ.
შესყიდვები
ყოველთვის შეუფერხებლად ვერ ხორციელდება და მთავრობა გარკვეული პროგრამების
გარშემო გამჭვირვალეობასთან, გაზრდილ ხარჯებთან, შეყოვნებებთან და
გაურკვევლობებთან დაკავშირებით კრიტიკას აწყდება. 2014 წელს გამოშვებული „ქვეყნის
თავდაცვითი შესყიდვების“ სტრატეგია როგორც ამ პრობლემების გადაჭრის ასევე
წარმოების მოქმედებებზე რეგირების მიზნით იქნა შემუშავებული. ახალი სტრატეგიაში
„თავდაცვითი შესყიდვების სახელმძღვანელოც“ (Defence
Acquisition Guide - DAG) შედის,
რომელშიც კანადის მიერ მოსალოდნელი მოთხოვნები და მიმდინარე შესყიდვითი პროგრამები
დაწვრილებითაა აღწერილი. DAG 2015 წლის მაისში, ოტტავაში, CANSEC-ის მიერ იქნა
გამოქვეყნებული.
ხარჯები
თავდაცვის სფეროში
„კანადის პირველი თავდაცვითი სტრატეგიის“ (Canada
First Defence Strategy - CFDS) ფარგლებში
ქვეყნის შეიარაღებული ძალები მაშტაბურ რეკაპიტალიზაციასა და მოდერნიზაციის
პროგრამას განიცდის. მაგრამ მიუხედავად ამისა, 2008 წლის მსოფლიო კრიზისი და
მომდევნო ეკონომიკური ვარდნის შედეგად და ასევე ავღანეთში გაზრდილი მისიის გამო,
თავდაცვითი ხარჯები 20 წლის მანძილზე ვერ აღწევს პირვანდელ გეგმიურ 490 მილიარდ
კანადურ დოლარს.
კანადის თავდაცვის ბიუჯეტი ბოლო წლების განმავლობაში გამუდმებით მცირდებოდა.
2012/13 წელში თავდაცვის ბიუჯეტი 18,9 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც 2011/12 წლის
ბიუჯეტთან შედარებით 1,9 მილიარდი აშშ დოლარით ნაკლებია. ამას შემდეგი შემცირება
მოყვა და 2013/14 წლის ბიუჯეტი უკვე 17,5 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. 2015
წლის ბიუჯეტი ბოლო წლების განმავლობაში რეალურად ყველაზე დაბალი იყო, მან 17,1
მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა.
კანადა, მიუხედავად ამისა, სამივე სფეროში ინარჩუნებს შესყიდვების ფართო
პროგრამებს, თუმცაღა სულ უფრო და უფრო მძლავრ შემხვედრ წინაღობებს აწყდება. ქვეყნის
„ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტი“, მთავრობის მიერ სამხედრო ხარჯების ფართო
შეკვეცის ფონზე, იძულებულია მოიძიოს ფინანსები რათა პრიორიტეტული პროგრამების
რეალიზაცია მოახდინოს.
2015 წლის
სამხედრო ხარჯები, 2011 წლის პიკთან შედარებით, 3,7 მილიარდი აშშ დოლარით ნაკლებია.
თუმცაღა 2015 წელს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტის განცხადების თანახმად
2017 წელს სამხედრო ხარჯები ახლანდელი მშპ-ს 2,5%-იდან 3%-მდე გაიზრდება.
კანადის
სახმელეთო სამხედრო ტექნიკის პროგნოზი (2016-2024)
ხუთწლიანი
საშუალო საბაზრო 6,98% ზრდის ტემპითა და საბაზრო 6,1 მილიარდი აშშ დოლარის
ღირებულებით, კანადაზე რეგიონის ბაზრის წილის 7,3% მოდის. ამ წილ საპატრულო
შეჯავშნული ტაქტიკური ავტომანქანები (1,59 მილიარდი აშშ დოლარი), LAV-III-ის მოდერნიზაცია
(1,58 მილიარდი აშშ
დოლარი) და მხარდაჭერის სისტემის საშუალო მანქანა (500 მილიონი აშშ დოლარი). განცხადების თანახმად, ასევე
შესაძლებელია 637 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „ლოჯისტიკური სატრანსპორტო საშუალებების“
მოდერნიზაცია.
No comments:
Post a Comment