ინტერნეტში გავრცელდა ჰუსიტების ჩასაფრებაში მოყოლილი ქართული წარმოების ჯავშანმედევაკის, "Didgori"-ს, დაზიანებისა და დანაკარგის ვიდეოკადრები.
როგორც ცნობილი გახდა ადგილი ჰქონდა შემდეგ ფაქტს:
ვიდეოზე ასახული ჩასაფრება დაახლოებით 2 კვირის წინ მოხდა. მანქანის გაჩერება არის მძღოლ მექანიკოსის ბრალი. ელემენტარული ტაქტიკის წესების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას ქონდა ადგილი.
პანიკაში იყო ჩავარდნილი და გრუნტის ცუდ გზაზე დასაშვებზე მეტი სიჩქარით გარბოდა.
გარდა მაგისა ჩავარდნამდე მანქანის სავალი ნაწილი 12,7 მმ იანი ბრაუნინგით იყო დაცხრილული.
გარდა ამისა ორმოში ჩარტყმის მომენტში დაატორმუზა და გააჩერა ბორბლები რამაც გამოიწვია ის რომ მანქანაზე უკნიდან 8 ბორბლიანი Cockerill LCTS 90 კოშკურით აღჭურვილი Piranha II-ის დაჯახების შემდეგ ჯავშანკაფსულა წინ წაიწია და გაჩერებული წინა ბორბლები მთლიანად მოტეხა და მანქანის ქვეშ შევიდა.
აღსანიშნავია რომ მანქანაზე ყუმბარმტყორცნის 2 მოხვედრის შემდეგაც კი მანქანას ცეცხლი არ მოკიდებია რაც იმის ბრალია რომ სპეციალური ცეცხლგამძლე მინაბოჩკოვანი სარჩულით არის აღჭურვილი. ცეცხლი მოეკიდა მას შემდეგ რაც სალონში ხელყუმბარა შეაგდეს. თუმცა რათქმაუნდა იმას არ ვამბობ რომ ყუმბარმტყორცნს უძლებს, არც უნდა გაუძლოს.
P.S მაგათ გარდა ჩასაფრებაში კიდევ 2 მედევაკი მოყვა აქედან ერთი ტყვიამფრქვევებით დაცხრილეს მაგრამ მაინც გამოვიდა. მეორეს კი 4-5 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა მოარტყეს და დაწვეს.
სავალი ნაწილის დაზიანება მხოლოდ ამ მანქანაზე მოხდა.
როგორ გავაუმჯობესოთ დიდგორის წინა ხიდი რომ აღარ მოძვრეს არაფერი, თუნდაც ესეთ მკაცრ პირობებში. ის იმისთვის არის რომ ასეთ პირობებში არ უნდა ჩერდებოდეს რომელიმე დეტალის სისუსტის გამო, კალიფორნიის ტრასებზე ბმვ და მლ დადის.
ReplyDeleteროგორ? ეს ნაღდად არ ვიცი.
Delete