Friday, October 21, 2016

DDG 1000 Zumwalt აშშ-ს ფლოტს გადაეცა

ბალტიმორში, 2016 წლის 15 ოქტომბერს, განხორციელდა საესკადრო ნაღმოსან DDG 1000 Zumwalt-ის აშშ-ს საზღვაო ფლოტისთვის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი. ცერემონიალს აშშ-ს საზღვაო მინისტრი რეი მაბუსი და სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამხედრო-საზღვაო ოპერაციების ხელმძღვანელი (CNO) ადმირალი ჯონ რიჩარდოსნი დაესწრნენ. აღნიშნული ცერემონიალი ხომალდის აშშ-ს საზღვაო-ძალების რიგებში ჩარიცხვას არ ნიშნავს, რადგანაც ნაღმოსანს ჯერ კიდევ საბრძოლო სისტემების ინტეგრაციისა და გამოცდების ფართო პროგამა აქვს გასავლელი და მისი ფაქტიური სამხედრო მზადყოფნა გეგმის მიხედვით 2018 წელსაა მოსალოდნელი.

ფლოტისტვის ხომალდის გადაცემის ცერემონიალი 
(ხომადლის შესახებ ბლოგზე არაერთხელ ვწერდი - 

ახალი თაობის სათაო საესკადრო ნაღმოსან DDG 1000 Zumwalt-ი აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის შტატ მენსში General Dynamics-ის ხომალდამშენებლო კომპანია Bath Iron Works-მა ააგო. ხომალდის აგების 1,4 მილიარდ დოლარიან ხელშეკრულებას ხელი აშშ-ს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანიას შორის 2008 წელს მოეწერა ხელი. Zumwalt-ის ფაქტიური მშენებლობა Bath Iron Works-ის ვერფზე 2009 წლის 11 თებერვალს დაიწყო, ხოლო აწყობის დაწყების ოფიციალური ცერემონიალი 2011 წლის 17 ნოემბერს განხორციელდა. ხომალდი გახმაურების გარეშე 2013 წელს იქნა წყალზე ჩაშვებული, ნათლობის ცერემონიალი 2014 წლის 12 აპრილს  ჩატარდა. Zumwalt-ის პირველი ცურვა 2015 წლის 7 დეკემბერს შესდგა. ფორმალურად ხომალდი აშშ-ს საზღვაო ძალებმა 2016 წლის 20 მაისს, ქარხნული გამოცდების შემდეგ მიიღო.
2016 წლის 7 სექტემბერს Zumwalt-მა Bath Iron Works-ის სამშენებლო-ვერფიდან კალიფორნიაში, მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, აშშ-ს წყნარი ოკეანის სანაპიროზე, სან დიეგოში, დაიწყო გადასვლა. როგორც ვარაუდობენ, გაჩერებებით, გადასვლა სამ თვეს გასტანს. და სწორედ ამ გადასვლის დროს, 15 ოქტომბერს ბალტიმორში გაჩერების მომენტში მოხდა ხომალდი საზღვაო ძალების რიგებში მიღება. სან დიეგოში მისვლის შემდეგ ხომალდი გამოცდების ფართო პროგამაში ჩაერთვება.
დასაწყისიდანვე ხომალდის ავანგარდულობის გამო პროგრამამ მთელი რიგი მნიშვნელოვანი შეყოვნებები და ღირებულების ზრდა განიცადა და ამჟამად წინასწარ განსაზღვრულ ვადებს სამი წლით ჩამორჩება. სათავო ხომალდის აშენების ღირებულება დღეს 4,4 მილიარდ დოლარს აღწევს.
2009 წელს აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ მიიღო DDG 1000 Zumwalt-ის ტიპის ხომალდების სერიის მხოლოდ სამი ცალი ერთეულის აგების გადაწყვეტილება (წინასწარდაგეგმილი 32 ცალი ნაცვლად). 2010 წლიდან Bath Iron Works-ის ახორციელებს მეორე, იმავე ტიპის ხომალდის, სახელწოდებით DDG 1001 Michael Monsoor-ის მშენებლობას. მისი აწყობის დაწყების ოფიციალური ცერემონიალი 2013 წლის 23 მაისს განხორციელდა, ხოლო წყალზე ჩაშვება 2016 წლის 21 ივნისს. მესამე ხომალდის, სახელწოდებით DDG 1002 Lyndon B. Johnson, მშენებლობა Bath Iron Works-მა 2013 წლის დასაწყისში დაიწყო, ხოლო მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონიალი 2015 წლის 4 აპრილს განხორციელდა. დაპროექტების და სამი ხომალდის აშენების პროგრამის მთლიანი ღირებულება ამჟამად 22,5 მილიარდ დოლარს აღწევს.


წყარო:


ცერემონიალის შემდეგ განხორციელებული ავიაჩვენება ხომალდის ფონზე.

No comments:

Post a Comment