Friday, November 18, 2016

აშშ-ს შეიარაღებული ძალები ევროპაში საბრძოლო მასალების მარაგის შევსებას ახორციელებენ

როგორც 2016 წლის 8 ნოემბერს ამერიკულ ვებ-რესურს www.military.com-ზე გამოქვეყნებული სტატია იუწყება, აშშ-ს არმიამ და საჰაერო ძალებმა ევროპაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში საბრძოლო მასალების ყველაზე მსხვილი პარტიის მიწოდება დაასრულა. ამერიკიდან საზღვაო გზით გერმანულ პორტ ნორდენჰამში 620 კონტეინერზე მეტი საბრძოლო მასალა იქნა გადაზიდული და შემდეგ რკინიგზის დახმარებით ბრუჰმიულბაჰ-მიზაუში მდებარე საწყობ Miesau Army Depot იქნა გაგზავნილი. გადაზიდვა აშშ-ს არმიის 838-ე სატრანსპორტო ბატალიონის ძალებით ხორციელდებ.

აშშ-ს საზღვაო გადაზიდვების მეთაურობის სატვირთო ხომალდ T-AK-3016 LCPL Roy M. Wheat-ედან აშშ-ს არმიის საბრძოლო მასალების გადმოტვირთვა გერმანულ პორტ ნორდენჰამში (29.10.2016)


ევროპაში აშშ-ს ძალების საბრძოლო მარაგების შევსება განხორციელდა როგორც „რუსეთის აგრესიის შეკავების“ ერთ-ერთი ღონისძიება და მისი მიზანია ევროპაში აშშ-ს ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდა. საბრძოლო მარაგების შევსების მთავარ მიზანს აშშ-ს არმიის მე-4 ქვეითი დივიზიის მე-3 ჯავშანსატანკო ბრიგადის საბრძოლო მასალით უზრუნველყოფა წარმოადგენს. ბრიგადა ოპერაცია "Atlantic Resolve"-ს ფარგლებში მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან, ფორტ-კარლსონიდან (კოლორადოს შტატი), 2017 წელს ევროპაში როტაციულ საფუძველზე იქნება გადასროლილი. ბრიგადის მმართველობა პოლონეთში იქნება გაშლილი, ხოლოდ მისი ქვედანაყოფები - ესტონეთიდან ბულგარეთამდე შვიდ ქვეყანაში განაწილდება


წყარო:

No comments:

Post a Comment