Friday, July 7, 2017

რუსეთის სამხედრო მანქანის ამერიკული ანალიზი (დოკუმენტი)


ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტოს მიერ, „სსრკს-ს სამხედრო ძალის“ პირველი ანალიზი, 1981 წელს დაიბჭდა. გამოცემული იქნა 250 000 ეგზემპლიარი, რომელიც შემდეგში რვა ენაზე ითარგმნა. დოკუმენტი არ იყო კლასიფიცირებული და მასზე საზოგადოების ფართო მასებს ჰქონდა წვდომა. სადაზვერვო სააგენტომ ტრადიციებს არ უღალატა და საზოგადოების ფართო მასებს, აშშ-ს წინაშე მდგარი გამოწვევების შესაბამისად, „რუსეთის სამხედრო ძალის“ ანალიზი წარუდგინა. მიმოხილვაში დეტალურადაა აღწერილი რუსეთის, როგორც საფრთხე №1, სამხედრო ძალა და მისი განვითარების პერსპექტივები.
რუსეთის არმია დღეს აღმავლობის გზაზე დგას - რა თქმა უნდა ეს არაა ის მძიმედ შეიარაღებული და მსხვილი სამხედრო შენაერთები, რომელთა წინაც, ცივი ომის დროს, დასავლეთი იდგა. ეს არის შედარებით მცირე ზომის, უფრო მობილური, დაბალანსებული სამხედრო ძალა, რომელსაც ძაან სწრაფად შეუძლია მოახდინოს რეაგირება თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების სრულ სპექტრზე. ეს არის სამხედრო ძალა, რომელსაც რუსეთის პერიფერიებთან მდებარე ქვეყნებში ინტერვენციის გარდა, ახლო აღმოსავლეთშიც ძალუძს ექსპედიციის გაგზავნა. ახალი რუსული არმია, ეს არის ის ხელსაწყო, რომლითაც მოსკოვს სურს მსოფლიოში მრავალპოლუსიანი წყობილების დამყარება.

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოება

2015 წელს, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში გადაწყდა გაძლიერებულიყო ქვეყნის თავდაცვა, პოლიტიკური და საზოგადოებრივი სტაბილურობა, ცხოვრების დონის გაზრდა, კულტურის განვითარება და სხვა ქვეყნებში გავრცელება, ეკონომიკის გაძლიერება და რუსეთის, როგორც მსოფლიო დონის ლიდერის სტატუსის გაუმჯობესება. ეს ეროვნული ინტერესები  თავმოყრილია რვა ეროვნულ, სტრატეგიული მნიშვნელობის პრიორიტეტში:
- ეროვნული თავდაცვა
- საზოგადო და სახელმწიფო უსაფრთხოება
- ეცონომიკური ზრდა
- მეცნიერბა, ტექნოლოგია და განათლება
- ჯანდაცვა
- კულტურა
- ბუნებრივი რესურსების რაცოინალური გამოყენება და ცხოვრების სისტემის ეკოლოგიურობა
- სტრატეგიული სტაბილურობა და შესაბამისი სტრატეგიული თანამეგობრობა.
შიდა უსაფრთხოების მიზნით, რუსეთმა გააძიერა შნაგანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანოები და სამინისტროები, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლის გარდა, პასუხ საგებენ ოპოზიციურ ძალებთან და ხალხის პროტესტთან გამკლავებაზე.

ქვემოთ მოყვანილია ცხრილი, რომელშიც ასახულია რუსეთის რეჟიმის ყველა ორგანო, სამინისტრო,  თუ სპეცსამსახური და მათი როლი შიდა და გარე უსაფრთხოებაში

სამხედრო ხარჯები

რუსეთის მთავრობა ბოლო ათი წლის განმავლობაში სახმედრო ბიუჯეტს ყოველწლიურად ზრდიდა და 2016 წლისთვის ამ ხარჯებმა პოსტსაბჭოთა ექპოქის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2015 წელს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი 52 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა (2017 წლის დოლარის ექვივალენტებში), რას ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 4% უდრიდა.
2016 წელს სამხედრო ბიუჯეტმა პოსტსაბჭოთა ეპოქის რეკორდი აჩვენა და 61 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც თავის მხრივ მშპ-ს 4,5% უდრიდა. შედარებისთვის, 2006 წელს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი მშპ-ს 2,4% იყო და 27 მილიარდ აშშ დოლარს უდრიდა.

რუსეთი ფედერაციის სამხედრო ბიუჯეტის დინამიკა ბოლო 11 წლის განმავლობაში
 მოსკოვი სტრატეგიული შეიარაღების პროგრამაში 19,4 ტრილიონი რუბლის (285 აშშ დოლარის ექვივალენტი) დახარჯვას გეგმავს. პროგრამა 2011-დან 2020 წლამდე გაგრძელდება. ყოველწლიურად მოსკოვი ამ სფეროს კვლევებსა, განვითარებაში, მოდერნიზაციასა და გადაიარაღებაში დაბანდებულ თანხებს ზრდის. დაგეგმილი თანხის 31% პირველ ხუთწლედში (2011-2015) დაიხარჯა, ხოლო დანარჩენი 70% დახარჯვა 2016-2020 წლებშია დაგეგმილი.
2017 წელს სამხედრო ხარჯები 30% შემცირდა და 2013 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა, რაც პირდაპირ კავშირშია ნავთობის ფასებთან. რუსეთის ფინანსთა მინისტრის განცხადების თანახმად, მომავალ წლებში ქვეყნის თავდაცვითი ხარჯები ნომინალურ ზღვარზე გაიყინება.
ასევე ანალიზი უკეთდება რუსეთის სამხედრო ძლიერების ისეთ სფეროებს, როგორებიცაა:
- სტრატეგიული/ბირთვული შეიარაღება (მიწისქვეშა, მიწისზედა მობილური, საჰაერო და საზღვაო კომპონენტებს)
- ქიმიურ-ბიოლოგიური შეიარაღება (1996 წელს რუსეთის მიერ გაკეთებული დეკლარაციის თანახმად, ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობის ქიმიური აგენტების რაოდენობა გააჩნდა, რაც იმ მომენტში 40 000 მეტრიკულ ტონას უტოლდებოდა. 2017 წლის იანვარში გაკეთებული განცხადების თანახმად რუსეთის არმიამ ქიმიური აგენტების 96,4% ლიკვიდაცია მოახდინა, ხოლო 2020 წლისთვის მათი სრული ლიკვიდაციაა დაგეგმილი).
- დახურული სივრცე/წვდეომის აკრძალვა (Anti-access/area denial - A2/AD) (მოიცავს საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების ფრთოსან რაკეტებს).
- პრევენციული დარტყმები
- კოსმოსი/ანტიკოსმოსი
- კიბერ სფერო (კიბერუსაფრთხოება, ფსიქოლოგიური ოპერაციები, საინფორმაციო უსაფრთხოება, ტროლების არმია და სხვა)
- არაპირდაპირი მოქმედება (მოიცავ სასურველ ქვეყნებში/რეგიონებში ამბოხების ან რროტესტის ტალღის წამოწევას, მაგალითად უკრაინაში), იგივე ჰიბრიდული ომი.
- რადიოელექტრონული ბრძოლა
- ძალის დემონსტრირება (შორეული ავიაცია, საზღვაო ძალები, ექსპედიციები მოშორებულ რეგიონებში)
- მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა (საუბარია მოსკოვში მდებარე, საიდუმლო მიწისქვეშა კომუნიკაციებზე, სახელწოდებით Метро-2)
- შენიღბა და შეცდომაში შეყვანა (საოყველთაოდ ცნობილი Маскировка)

ტროლების არმია
დოკუმენტში ბევრი საინტერესო ცხრილი თუ გრაფიკული გამოსახულებაა, რაც მარტივად აღსაქმელ და საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. ქვემოთ დოკუმენტიდან რამოდენიმე ამონაჭერია მოყვანილი:

რუსეთი ხუთ სტრატეგიულ გაერთანებულ სამეთაუროდაა დაყოფილი - დასავლეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, ცენტრალური და ჩრდილოეთი (არქტიკული) მეთაურობა
რუსეთის შიდა უსაფრთხოებაზე და წესრიგზე პასუხისმგებელი სამსახურები და მათი პირადი შემადგენლობა

რუსეთის არმიის ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სტრუქტურა
რუეთის არმიის ცალკეული მოტორიზირებული ბრიგადის საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა




მთლიანად 116 გვერდიანი დოკუმენტი იხილეთ შემდეგ ბმულზე - RUSSIA MILITARY POWER

No comments:

Post a Comment