აშშ-ს შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კონვერტოპლანების რაოდენობის ზრდას. 2 აგვისტოს, ინტერნეტრესურს defence-blog-ის თანახმად, ტეხასში, ქალაქ ამარილლოში მდებარე Bell Helicopter-სის ქარხნის ტერიტორიაზე განხორციელდა 350-ე V-22 Osprey-ის გამოგორების საზეიმო ცერემონიალი.
პირველი ამგვარი აპარატი Bell Helicopters-მა და Boeing Helicopters-მა в 1980-იან წლებში შეიმუშავეს, თუმცა აშშ-ს არმიის შეიარაღებაზე ის 2005 წელს სახელწოდებით Bell Boeing V-22 Osprey მოხვდა.
პირველი ამგვარი აპარატი Bell Helicopters-მა და Boeing Helicopters-მა в 1980-იან წლებში შეიმუშავეს, თუმცა აშშ-ს არმიის შეიარაღებაზე ის 2005 წელს სახელწოდებით Bell Boeing V-22 Osprey მოხვდა.
კონვერტოპლანის ძირითადი შემკვეთი - აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი (შეკვეთილი აქვს 360-ზე მეტი კონვერტოლპანი) და სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობაა (შეკვეთილია 50-მდე მანქანა). ამას გარდა 21 კონვერტოპლანის აწყობა იაპონიის თავდაცვის სამინისტრომაც დააფინანსა. კომპანიებმა Bell Helicopter-მა და Sikorsky-მ აშშ-ს არმიისთვის შექმნეს კონვერტოპლანის ახალი მოდელი, რომელსაც V-280 Valor ეწოდა. ამჟამად ვერტმფრენისა და თვითმფრინავის ჰიბრიდი გამოცდებს გადის, თუმცა აშშ-ს თავდაცვის სამინისტო V-22 Osprey-ს შემცვლელის შესყიდვას 2030 წლამდე არ გეგმავს.
V-280 Valor
No comments:
Post a Comment