22 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გასული წლის შეჯამება გააკეთა და მოხსენებით წარსდგა თავდაცვის კოლეგიის წინაშე. მთელს ტექსტს არ გითარგმნით, მაგრამ რამოდენიმე მნიშვნელოვან დეტალებს კი მოგახსენებთ.
- სირიაში საბრძოლო გამოცდილება 48 ათსმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. აქედან 14 ათასზე მეტი სახელმწიფო ჯილდოებითაა დაჯილდოებული.
- ოპერატიულ-ტაქტიკური ვიაციის ეკიპაჟების 80% და საარმიო ავიაციის ეკიპაჟების 90%-მა 100-დან 120 საბრძოლო გაფრენამდე განახორციელა. შორეული ავიაციის ეკიპაჟებმა მოწინააღმდეგის მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმების გამოცდილება მიიღეს.
- სულ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რუსეთის ავიაციამ, 34 ათასი საბრძოლო გაფრენა განახორციელა.
- პირველად საბრძოლო მოქმედებებში საგემბანო ავიაციის პილოტებიც მონაწილეობდნენ. მათ მიერ 420 საბრძოლო გაფრენა იქნა განხორციელებული.
- მოწინააღმდეგის მნიშვნელოვან ობიექტებზე გამოიყენებოდა ისეთი ზეზუსტი შორსმფრენი რაკეტები, როგორებიცაა "Калибр" და Х-101, "Искандер", "Точка-У" და Х-55.
- ხუთასიდან ათასხუთასამდე კილომეტრ მანძილზე წყალქვეშა ნავებმა და ხომალდებმა 100 დარტყმა, ხოლო სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებმა 66 დარტყმა განახორციელეს. ყველა რაკეტამ მიზანი გაანადგურა.
- ჰსთ კომპლექს "Панцирь"-ის შესაძლებლობები მცირეზომიან სამიზნეებთან და რეაქტიულ ჭურვებთან ბრძოლის საშუალებას იძლეოდა. კომპლექსის დახმარებით განადგურებული იქნა 16 ცალი უპილოტო საფრენი აპარატი და 53 ზალპური ცეცხლის რეაქტილი სისტემის რაკეტა.
- სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებში სამმა პოლკმა დაასრულა "Ярс" ტიპის მოძრავ კომპლექსებზე გადაირაღება.
- საავიაციო სტრატეგიულმა ბირთვულმა ძალებმა მიმდინარე წელს სამი მოდერნიზირებული თვითმფრინავი იიღეს.
- საერთო დანიშნულების ძალებში - სახმელეთო ჯარებში ერთ საარმიო მმართველობა, თვრამეტი შენაერთი და სამხედრო ნაწილი ჩამოყალიბდა.
- ჯარებმა მიიღეს 2055 ახალი და მოდერნიზირებული სხვადასხვა სახის შეიარაღება, რომლებზეც გადავიდა სამი შენაერთი და თერთმეტი სამხედრო ნაწილი.
- საჰაერო-კოსმოსური ძალების შემადგენლობაში ჩამოყალიბდა სამხედრო-სატრანსპორტო სავიაციო დივიზია და საერთო დანიშნულების საავიაციო დივიზია. მიღებულია 191 თანამედროვე თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 143 ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შეიარაღება.
- დეკემბრიდან ერთიანი კოსმოსური სისტემა დადგა მორიგეობაზე.
- საჰაერო-სადესანტო ჯარებში ჩამოყალიბდა ცალკეული სადესანტო-მოიერიშე და სარემონტო-აღმადგენელი ბატალიონები. მიწოდებული იქნა 184 ცალი საბრძოლო შეჯავშნული მანქანა და თვითმავალი ქვემეხი.
- შეიარაღებულ ძალებს უპილოტო საფრენოსნო აპარატების 59 კომპლექტი გადაეცა. ეს 199 უპილოტო აპარატია.
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რაკეტმზიდებმა საჰაერო პატრულირების მიზნით 178 გაფრენა განახორციელეს, ხოლო სამხედრო-საღვაო ფლოტის ხომალდებამ - 672 გასვლა მოახდინეს მსოფლიო ოკეანეში.
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს: 80 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა; წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი 102 ბალისტიკური რაკეტა; "Борей"-ს ტიპის სტრატეგიული დანიშნულების სამი ცალი წყალქვეშა კრეისერი; 55 კოსმოსური აპარატი; 3 237 ტანკი და სხვადასხვა სახის ჯავშანტექნიკა; 1000-ზე მეტი ვერტმფრენი და თვითმფრინავი; 150 ხომალდი; 6 წყალქვეშა ნავი, 13 სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსი "Бал" და "Бастион.
- საერთო საჯარისო 35 შენაერთი უზრუნველყოფილია "Ратник-2" ტიპის თანამედროვე საბრძოლო ეკიპირებით. ეს ფაქტიურად მთელი სახმელეთო ჯარებია.
- თანამედროვე რუსეთის ისტორიაში რუსეთის საზღვარი პირველადაა მთელს სიგრძეზე დაფარული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რადიოლოკაციური ველით. ეს მიღწეული იქნა "Воронеж"-ის ტიპის ექვსი ცალი ახალი რადიოლოკაციური სადგურის დამონტაჟებით და მოქმედი სადგურების, "Дарьял", "Днепр" და "Волга"-ს, გაუმჯობესებით.
- სახელმწიფო პროგრამებს განხორციელების შედეგად არმიის და ფლოტის თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის დონემ 59,5% მიაღწია. სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში გათანამედროვეობის დონეს 79%-ია, სახმელეთო ჯარებში - 45%, საჰაერო-კოსმოსურ ჯარებში - 73%, ფლოტში - 53%.
- ამასთან რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი დაბალანსირებულია, პასუხობს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებს და მომავალ წელს მშპ-ს 2,8% გაუტოლდება, ან 46 მილიარდი დოლარს. ამასთან აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი 700 მილიარდია, დიდი ბრიტანეთისა 60 მილიარდი, ხოლო საფრანგეთისა და გერმანიის სამხედრო ბიუჯეტები 40 მილიარდ დოლარს უტოლდება.
- გასულ ხუთ წელიწადში შეიარაღებული ძალების საკადრო შემადგენლობა საგრძნობლად შეიცვალა. წვევამდელთა რაოდენობა 50 ათასით შემცირდა, 290-იდან 240 ათასამდე, ხოლო კონტრაქზე მომსახურეთა რაოდენობა 2012 წელს 162 ათასიდან დღემდე 384 ათასამდე გაიზარდა. გაიზარდა მათი შერჩევის ხარისხი. კონტრაქტით მომსახურეთა 70%-ს გააჩნია საშუალო პროფესიული ან უმაღლესი განათლება.
მთლიანი ტექსტი იხილეთ შემდეგ ბმულზე:
No comments:
Post a Comment