Thursday, January 4, 2018

ისლამისტებმა ჰმეიმის ავიაბაზაზე ნაღმტყორცნებით 7 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს

რუსული გამომცემლობა "კომერსანტი" (Коммерсант), ორ სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება რომ, სირიაში, რუსულიავიაბაზა ჰმეიმი, ნაღმტყორცნების ცეცხლის ქვეშ მოყვა, რის შედეგადაც განადგურდა შვიდი თვითმფრინავი და საბრძოლო მასალების საწყობი.
ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა, რომელიც სირიაში რუსეთის ყოფნის განმავლობაში ყველაზე სერიოზულად შეიძლება ჩაითვალოს, 2017 წლის 31 დეემბერს მოხდა.
წინასწარი შეფასებით, ისლამისტების ნაღმტყორცნების იერიშის შედეგად, განადგურებული იქნა 4 ცალი Су-24 ტიპის ბომბდამშენი, ორი ცალი Су-35С ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებელი და ერთი ცალი სამხედრო სატრანსპორტო Ан-72, ასეე აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი. სავარაუდოდ ათამდე სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

P.S. 2017 წლის 6 დეკემბერს, რუსეთის გენერალური შტაბის განცხადების თანახმად, სირიის ერიტორია სრულებით განთავისუფლებულია ისლამისტი ტერორისტებისგან.


ბოლო მონაცემებით რუსულმა მხარემ სირიის ორ წლიანი კომპანიის შედეგად შემდეგი სახის საჰაერო აპარატები დანაკარგა:

  • 2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთის საჰაერო ძალების F-16-მა, სირია-თურქეთის საზღვართან რუსეთის ტაქტიკური ბომბდამშენი Су-24М ჩამოაგდო.
  • 2016 წლის 13 ნოემბერს ავიამზიდ კრეისერ "ადმირალ კუზნეცოვიდან" (Адмирал Кузнецов) ხმეთაშუაზღვაში სასწავლო ფრენის დროს კატასტროფა განიცადა  МиГ-29К ტიპის გამანადგურებელმა.
  • 2016 წლის 5 დეკემბერს "ადმირალ კუზნეცოვის" გემბანზე დაჯდომისას, დასაჯდომი ზოლს გასცდა და ზღვაჩი ჩავარდა Су-33 ტიპის გამანადგურებელი.
  • 2017 წლის 10 ოქტომბერს ავიაბაზა ჰმეიმიდან აფრენის მოეტში კატასტროფა განიცადა Су-24 ტიპის ბომბდამშენმა.
  • პლიუს ზემოთ ჩამოთვლილი 7 თვითმფრინავი (თუ ინფრმაცია დდასტურდა).


სირიის კამპანიაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა ასევე დაკარგეს 5 ვერტმფრენი:

  • 2015 წლის 24 ნოემბერში ჩამოგდებული Су-24М ეკიპაჟის ევაკუაციის ოპერაცის დროს, დაზიანდა და იძულებითი დაშვება განახორციელა Ми-8 ტიპის ვერტმფრენმა, რომელილ შემდეგში ისლამისტებმა ხმელეთზე ტსმრ-ით გაანადგურეს.
  • 2016 წლის 12 აპრილში, ქალაქ ჰომსის ახლობლად, Ми-28Н ტიპის ვერტმფრენმა განიცადა კატასტროფა, დაიღუპა ეკიპაჟის ორივე წევრი.
  • 2016 წლის 8 ივლისში, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა, პალმირას რაიონში საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს Ми-35М-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ეკიპაჟის ორი წევრი წევრი დაიღუპა.
  • 2016 წლის 1 აგვისტოში, საზენიტო ცეცხლის ზემოქმედებით, ჩამოგდებული იქნა Ми-8 ტიპის ვერტმფრენი. ვერტმფრენი ქალაქ ალეპოში ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვის შემდეგ ჰმეიმის ავიაბაზაზე ბრუნდებოდა.
  • 2018 წლის 3 იანვარს, ჰამას აეროდრომიდან 15 კილომეტრის მოშორებით, კატასტროფა განიცადა რუსეთის საჰაერო-კოსმოსრუსი ძალების Ми-24 ტიპის ვერტმფრენმა. დაიღუპა ორი პილოტი, საბორტე ტექნიკოსი გადარჩა. რუსული მხარის თანახმად, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო.

No comments:

Post a Comment