Thursday, March 8, 2018

აშშ-ს მწვანე ბერეტების სიკვდილი ნიგერიაში

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................



ბრძოლა 2017 წლის 4 ოქტმბერს მოხდა, როდესც ამერიკელი ოპერატიული მუშაკები და ნიგერიელი სეცსამსახურები ადგილობრივი ტომთან შეხვედრას აპირებდნენ. 13 ამერიელიდან (12 მწვანე ბერეტების სპეციალური დანიშნულების მე-3 ჯგუფიდან და ერთი CIA-ს ოპერმუშაკი) ოთხი დაიღუპა, ორი (ჯგუფის მეთაური, კაპიტანი პეროზენი და რადიოოპერატორი ბარტელსი) სერიოზულად დაშავდნენ. ნიგერიული Bataillon Sécurité et de Renseignement-ის 30 კაციანი ჯგუფიდან ოთხი დაიღუპა და რვა დაიჭრა.

ბრძოლის აღწერილობის მიხედვით, საქონლის მიერ წარმოქმნილ მტვერს ამოფარებულ ტერორისტებთან (50 კაცამდე) შეტაკების შედეგად, ამერიკელთა და ნიგერიელთა დაჯგფება რამდენიმე ნაწილად იქნა დაშლილი და შეძლებისდაგვარად უშველა თავს. აქედან ერთ-ერთი ამერიკული Land Cruiser-ის ეკიპაჟს არ გაუმართლა. ერთი სპეცრაზმელი მანქანაში დაიღუპა, ორი მანქანასთაან ახლოს. ყველაზე შორს სერჟანტი ლა დევიდ ჯონსონმა გააღწია (ფოტოზე აფროამერიკელი), მისი და ორი ნიგერიელის გვამი რამდენიმე დღის შემდეგ "ჩასაფრებიდან მიახლოებით ერთ მილში" აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ შაშხანებით შეიარაღებულმა სპეცრაზმელებმა 20-ზე მეტი ტერორისტის განადგურება მოახერხეს.

ოთხი ამერიკელი "მწვანე ბერეტის" სიკვდილის მძიმე ვიდეო, რომელიც ერთ-ეთი დაღუპილის ჩაფხუტზე დამაგრებული კამერითაა გადაღებული.


ბრძოლის მოკლე მიმოხილვა

დაღუპილი მწვანე ბერეტები მარცხნიდან მარჯვნივ:
Sgt. La David Johnson
Staff Sgt. Bryan C. Black
Staff Sgt. Dustin M. Wright
Staff Sgt. Jeremiah W. Johnson

No comments:

Post a Comment