დანიის საარმიო პისტოლეტის კონკურსში გამარჯვებული გამოლვინდა, ეს Sig Sauer P320-ია, რომელიც უკვე დგას აშშ-ს შეიარაღებული ძალების შეიარაღებაზე. გეგმების თანახმად, ყველა ქვედანაყოფი ახალი პისტოლეტით, 2019 წლის ბოლოსთვის უნდა აღიჭურვოს.
კონკურსის ოთხმა კანდიდატმა (მათ შესახებ ფეისბუკის გვერდზე უკვე ვწერდი, იხილეთ ბმული - ფინალში მიღწევა), ოთხი კვირის განმავლობაში, სპეცდანის, სამხედრო პოლიციისა, საჰაერო ძალებისა და არმიის წარმომადგენლების მიერ, ყველაზე მძიმე და წარმოუდგენელი გამოცდები გაიარეს. გამოცდები FMI-ისთან თანამშრომლობით, Hærens Kamp- og Ildstøttecenter-მა (HKIC) მოამზადა და განახორციელა. პისტოლეტის გამოცდებში Direct Shooting Weapons-იც (DSV) ღებულობდა მონაწილეობას.
აღნიშნული პისტოლეტი ორ, სტანდარტული და კომპაქტუ,რ ვარიანტებში იწარმოება, და მან უნდა ჩაანაცვლოს დანიის შეიარაღებული ძალების სამსახურში მყოფი ყველა პისტოლეტი.
წყარო:
P.S. როდესაც ფეისბუკზე ზეოთ მოყვანილი ნიუსი გამოვაქვეყნე, კომენტარებში რამდენიმე ადამიანმა ფავორიტი ამოარჩია. სამწუხაროდ ვერცერთმა ვერ გაარტყა:
P.P.S. ჩემი მხრიდან დავამატებ რომ Glock-მა და მისმა ფანება მორიგი პანჩური მიიღეს. მეგა LOL
No comments:
Post a Comment