ერაყული არმიის Т-90С და M1A1M Abrams-ის საკმაოდ საინტერესო ფოტოსურათი, რომელიც twitter-ზე, ერაყელმა, სახელად @KLKAMASH2, გამოაქვეყნა. ფოტოზე ერაყის არმიის Т-90С და M1A1M Abrams ერთ მწყობრშია ასახული. სავარაუდოდ ფოტოსურათი ერაყის არმიის მე-9 დივიზიის 35-ე ბრიგადის დისლოკაციის ადგილზეა გადაღებული.
შეგახსენებთ რომ, 2018 წლის დასაწყისში, ერაყის თავდაცვის სამინისტრომ, მე-9 ჯავშანსატანკო დივიზიის, 35-ე ბრიგადის გადაიარაღება დაიწყო. გადაიარაღების ფარგლებში ბრიგადის სამსახურში მყოფი ამერიკული М1А1М Abrams-ები რუსული წარმოების Т-90С-ებით ჩაანაცვლება დაიწყო. ივნისის დასაწყისისთვის ბრიგადამ 39 ცალი Т-90С/СК ტიპის ტანკი მიიღო, რომლებიც მის ორ, მე-3 და მე-4, პოლკებს შორის განაწილდა. როგორც ერაყული მხარე აცხადებს, 35-ე ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ რუსი ინსტრუქტორების დახმარებით ტანკ Т-90С-ზე გადამზადება წარმატებით გაიარა. თავის მხრივ 35-ე ბრიგადაში დარჩენილი M1A1M Abrams-ები, იმავე, მე-9 დივიზიაში შემავალ, 34-ე ბრიგადას გადაეცა, რომელიც როგორც ჩანს, ერაყის არმიის ერთადერთი M1A1M Abrams-ებიანი ბრიგადაა (მის შემადგენლობაშია 1-ლი და მე-2 სატანკო პოლკები).
ერაყის არმიის მიერ, რუსული ტანკების შესყიდვის შესახებ, და მის გამომწვევ მიზეზებზე, ბლოგზე უკვე ვწერდი - რატომ არჩია ერაყმა რუსული Т-90С ამერიკულ M1A1M-ს?
No comments:
Post a Comment