Wednesday, June 6, 2018

Abrams-ების აქტიური დაცვით აღჭურვა დაიწყო

როგორც გენერალმა მარკ მილლეიმ (Mark Milley), ამა წლის 15 მაისს, განაცხადა, აშშ-ს არმიის ყველა ჯავშანსატანკო ბრიგადა აქტიური დაცვის სისტემებით უნდა აღიჭურვოს. საუბარია ტანკებზე, ქსმ-ებსა და ჯტრ-ებზე.

აშშ-ს არმიის ადს-ბის პროგრამაის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - აშშ-ს ჯავშანტექნიკის აქტიური დაცვის სისტემების პროგრამის შესახებ

გენერლის განცხადების თანახმად, როგორც კი კომპანიები შესძლებენ სერიული წარმოების დაწყებას, ეგრევე დაიწყება არმიის ყველა M1 Abrams და M2 Bradley აქტიური დაცვის სისტემით აღჭურვა.

აშშ-ს არმიას, ოთხი ჯავშანსატანკო ბრიგადის ყველა ტანკისთვის, უკვე დაწყებული აქვს Trophy-ს ტიპის აქტიური დაცვის სისტემების შესყიდვა (ერთი ბრიგადა 2018 წელს აღიჭურვება, ხოლო დანარჩენი სამი 2019-ში).

სენატში გაკეთებული მოხსენების დროს, გენერალმა ასევე დასძნა რომ, ქსმ Bradley-ის აქტიური დაცვით აღჭურვა მომდევნო 24 თვის განმავლობაში განხორციელდება.

არსებული გეგმების თანახმად, პირველ რიგში ოთხი აქტიური ჯავშანსატანკო ბრიგადა უნდა აღიჭურვოს აქტიური დაცვით, დანარჩენი ბრიგადები, რომლებიც აშშ-ს ეროვნულ გვარდიაში ირიცხებიან, ჯერ-ჯერობით გეგმაში არაა შეყევანილი (არმიას სულ 9 აქტიური ბრიგადა ყავს, რაოდენობა მომავალში ათამდე გაიზრდება, პლიუს 5 ბრიგადა გვარდიაში). თუმცაღა როგორც გენერალმა განმარტა, აქტიური ბრიგადების, რომლებიც მეწინავე შენაერთებს წარმოადგენენ, აქტიური დაცვით აღჭურვის შემდეგ, რიგში სხვა ბრიგადებიც ჩადგებიან და გრძელვადიანი გეგმების მიხედვით არმიის ყველა ჯავშანერთეული ამგვარი სისტემებით იქნება აღიჭურვილი.

სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე - All Armored Brigades To Get Active Protection Systems: Gen. Milley


არ გასულა 3 კვირა გენერლის განცხადებიდან და აი უკვე გამოჩნდა ამერიკის არმიაში ადს-ებით აღჭურვილი ტექნიკა. თუმცა ჩემის აზრით ძაან ხროგნი და უშნო რამე გამოვიდა. ფოტოზე ებრაული ადს Rafael Trophy-თ აღჭურვილი ამერიკული არმიის 1-ლი საკავალერიო დივიზიის 1-ლი ჯავშანსატანკო ბრიგადის M1A2 SEPv2 Abrams-ები პოლონეთში, პოლიგონ CSWL Drawsko-ზე, NATO-ს საერთაშორისო სწავლება Saber Strike 2018-ზე, ამა წლის ივნისი.

No comments:

Post a Comment